თბილისი:
მანჩესტერი:
4-07-2019, 20:26
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1426,
კომენტარები: 2
"იუნაიტედმა" ვიდიჩს მწვრთნელობა შესთავაზა
კლუბი კიდევ ერთ ლეგენდას უხმობს.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ნემანია ვიდიჩს 23-წლამდელთა გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი შესთავაზა.

37 წლის ფეხბურთელმა "ოლდ ტრაფორდზე" ჯამში 9 სეზონი გაატარა, რომლის განმავლობაშიც ხუთჯერ მოიგო პრემიერ ლიგა, ერთხელ ჩემპიონთა ლიგა და საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი სხვა ტიტულებთან ერთად.

ვიდიჩმა თავისი სამწვრთნელო სწავლება დაასრულა და UEFA პროლიცენზია მიიღო 2018 წლის იანვარში, მაგრამ ყოფილი მცველი ჯერჯერობით კლუბის გარეშეა.

მაგრამ სერბ ფეხბურთელს ახლა თავის ყოფილ კლუბში დაბრუნების შანსი აქვს "იუნაიტედის" 23-წლამდელთა გუნდიდან რიკი სბრაგიას წასვლის შემდეგ.

ნემანიას ახლო მეგობარმა ნენად ლაიატოვიჩმა "ელტა ტივისთან" ინტერვიუში განაცხადა: "მან "მანჩესტერ იუნაიტედის" 23-წლამდელთა გუნდის მწვრთნელის პოსტზე შეთავაზება მიიღო.

ვუთხარი, რომ მისთვის იდეალური ვარიანტი იყო კარიერის დასაწყებად, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.

ვიდა ამჟამად მილანშია და ფიქრობს, საერთოდ გახდეს თუ არა მწვრთნელი. ვუთხარი, რომ ინგლისში დაბრუნებისთვის იდეალური შანსი მიეცა, ერთხელაც მანჩესტერს ჩააბარებენ, ის ხომ მსოფლიოს საუკეთესო მცველია.

სულ იმას ვეუბნები, რომ შეთავაზებას დათანხმდეს, შემდეგ კი "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნდება, სადაც მისი ადგილია".


წყარო: metro
ახალი ამბები
2 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
4 ივლისი 2019 20:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
რატომაც არაა...ჩემი ერთერთი საყვარელი ფეხბურთელი იყო❤️
2
№2
ავტორი: SANDROGRIGA
4 ივლისი 2019 21:34
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
როგორც ვიცი დანიშნეს უკვე 23-წლამდელთა გუნდის მწვრთნელი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top