"მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელი კიპერი დავიდ დე ხეა კლუბისგან ახალ გაუმჯობესებულ კონტრაქტს მიიღებს. "წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელობა, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კიპერის შენარჩუნებას გეგმავს.
The Times- ის მიერ გავრცელებული ცნობით, "გლეიზერების" კლუბი მზად არის 28- წლის კარის დარაჯს ახალი გაუმჯობესებული ხელშეკრულება შესთავაზოს.
ახალ ხუთწლიან კონტრაქტზე ხელის მოწერის შემთხვევაში, დავიდ დე ხეა ხელფასის სახით 350 ათას ფუნტ-სტერლინგს მიიღებს, რის შემდეგაც ის გახდება მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მეკარე.
დავიდს მიმდინარე კონტრაქტი "იუნაიტედთან" 2020 წლამდე აკავშირებს, გამომდინარე აქიდან, ახალი კონტრაქტის არგაუფორმებლობის შემთხვევაში ესპანელს ზამთარშივე შეეძლება ნებისმიერ კლუბთან მოლაპარაკებების დაწყება.