თბილისი:
მანჩესტერი:
2-07-2019, 19:42
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1536,
კომენტარები: 5
"ოლდ ტრაფორდი" ვალენსიას გამოსათხოვარ მატჩს უმასპინძლებს
კლუბი ეკვადორელი ფეხბურთელის საპატივცემულოდ ამხანგურ შეხვედრას გამართავს.
როგორც აღმოჩნდა, "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილ კაპიტან ანტონიო ვალენსიას "ოლდ ტრაფორდზე" შეკრებილი გულშემატკივრების წინაშე თავისი ბოლო მატჩი ჯერ არ ჩაუტარებია.

კლუბში გატარებული 10 წლის შემდეგ ეკვადორის ნაკრების ფეხბურთელმა ახალი კონტრაქტი ვერ გააფორმა და საკუთარ სამშობლოში დაბრუნდა, სადაც ლიგა დე კიტოს" შემადგენლობაში ითამაშებს.

თუმცა, როგორც ეკვადორული მედია იტყობინება, "ლიგა" მომდევნო წელს "ოლდ ტრაფორდზე" გაემგზავრება, სადაც ვალენსიას ყოფილი კლუბი საპატივცემულო მატჩს გამართავს.

"ეს ანტონიოსთან შეთანხმებული კონტრაქტის ნაწილია. "მანჩესტერ იუნაიტედი" საშუალებას იძლევა, გამოსათხოვარი მატჩი ჩაუტაროს იმ ფეხბურთელებს, ვინც კლუბში 10 ან მეტი სეზონი გაატარეს. "იუნაიტედი" მოხარულია, რომ "ლიგას" წინააღმდეგ ითამაშებს, ვინაიდან 2008 წლის საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გამეორება იქნება", - განაცხადა "ლიგას" დირექტორმა ესტებან პასმა.

ეს ორი გუნდი 2008 წელს მართლაც შეხვდა ერთმანეთს და მაშინ იაპონიის ქალაქ იოკოჰამაში გამართულ შეხვედრაში "მანჩესტერ იუნაიტედმა" 1-0 იმარჯვა. ვალენსიას" გამოსათხოვარი მატჩის ოფიციალური თარიღი ჯერ კიდევ დასადასტურებელია, მაგრამ პასი აცხადებს, რომ შეხვედრა 2020 წლის პირველ კვარტალში შედგება.

"იუნაიტედში" გატარებული კარიერის განმავლობაში ეკვადორელმა ფეხბურთელმა ჯამში 339 მატჩი ჩაატარა და ორჯერ მოიგო პრემიერ ლიგა, ამდენივეჯერ აღმართა ლიგის თასი და თითოჯერ ევროპა ლიგა და ინგლისის თასი. ვალენსიას ასევე გახდა კლუბის ისტორიაში პირველი არაევროპელი ფეხბურთელი, რომელმაც 300-მატჩიან ნიშნულს მიაღწია.

წყარო: 90min.com
ახალი ამბები
5 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
2 ივლისი 2019 20:06
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
კარგია, იმსახურებს ანტონიო დაფასებას.
0
№2
ავტორი: ikeoni
2 ივლისი 2019 22:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
მაგიტო ვართ ყველაზე მაგარი გუნდი რეალისგან გასხვავებით❤️
0
№3
ავტორი: mishiko1
2 ივლისი 2019 22:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 228
იმსახურებს ვალენსია გამოსათხოვარ მატჩს, ნამდვილად ცდილობდა მაქსიმუმი გაეღო გუნდისთვის.
0
№4
ავტორი: stepno
2 ივლისი 2019 23:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მიყვარს მანჩესტერ იუნაიტედი love
0
№5
3 ივლისი 2019 14:19
  • სიახლეები: 18
  • კომენტარები: 181
R e s p e c t love ^____^
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top