თბილისი:
მანჩესტერი:
2-07-2019, 19:32
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1493,
კომენტარები: 6
"იუნაიტედი" და "კონამი" პარტნიორები გახდნენ
ყველასთვის საყვარელი ვიდეო თამაში ახლა უკვე "იუნაიტედის" ფერებში.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "კონამიმ" დღეს ოფიციალურად გამოაცხადეს თავიანთი პარტნიორული ურთიერთობის შესახებ, რაც ცნობილ ვიდეო თამაშ PES 2020-ში აისახება.

მაქსიმალურად დახვეწილ ტექნილოგიებზე დაფუძნებული თამაში შეიცავს სახელოვანი "ოლდ ტრაფორდის" აქამდე უხილავ მოდელს. გარდა ამისა, თამაშში შეყვანილია ამჟამინდელი შემადგენლობა 3D სკანირების შედეგად შექმნილი სახეებით, რაც ულტრა-რეალისტური ავატარებით თამაშის საშუალებას მოგცემთ.

თამაში ასევე მოიცავს "მატჩის დღის" მოუდესაც, რაც გულშემატკივრებს საშუალებას მისცემს, შექმნან გუნდები და ყოველკვირეულ ტურნირში მიიღო მონაწილეობა, რაც მსოფლიო მასშტაბზე ვრცელდება. ყოველი მატჩის გამარჯვებული დააგროვებს ქულას, რომელთა საერთო რაოდენობის დათვლის შემდეგ გუნდები და მათით მოთამაშე მონაწილეები გრანდ ფინალის ტურნირზე გაემგზავრებიან უძლიერესის გამოსავლენად.

"კონამიმ" ამ მოვლენის აღსანიშნავად ლანჩიც მოაწყო, სადაც სკოტ მაკტომინეი, დიოგუ დალო და ვიქტორ ლინდელოფი იყვნენ მიწვეულნი, რომლებიც ამ თამაშის დიდი მოყვარულები გახლავთ.

PES 2020 PlayStation®4, Xbox One™, და PC STEAM პლატფორმებზე 10 სექტემბრიდან იქნება ხელმისაწვდომი ევროპის მასშტაბით.

წყარო: manutd.com
ახალი ამბები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Malboro463
2 ივლისი 2019 19:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
წლებია ფიფა ჯობნის
2
№2
ავტორი: shotkin
2 ივლისი 2019 20:06
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ეს პოგბა სულ ყველგან როა მგონი რცება ეს ჩემისა
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
2 ივლისი 2019 20:06
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
პეს 2013 საუკეთესო იყო ჩემი აზრით
0
№4
ავტორი: ikeoni
2 ივლისი 2019 22:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Mainc FIFA jobia:)))
1
№5
ავტორი: stepno
2 ივლისი 2019 23:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მარტო ულტიმიტ თიმის გამო ჯობნის ფიფა სხვა დანარჩენზე აღარ ვლაპარაკობ. ძაან უაზრობაა პესი
0
№6
ავტორი: Dato kutaisi
4 ივლისი 2019 14:14
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
ფიფასთან ახლოსაც ვერ მივა.განსაკუთრებით რა ჯანდაბის გრაფიკა აქვს პეს19-ს ბალახის გარდა ყველაფერია იმენა.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top