თბილისი:
მანჩესტერი:
1-07-2019, 19:07
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1938,
კომენტარები: 7
დანიელ ჯეიმსმა ნომერი აირჩია
"იუნაიტედის" ახალწვეულის ნომერი.
დანიელ ჯეიმსმა ნომერი აირჩია
ოფიციალურად დადასტურა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალწვეული დენიელ ჯეიმსი 21-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

ახალგაზრდა უელსემა ფეხბურთელმა ეს ნომერი ანდერ ერერასგან მიიღო, რომელიც ხუთი წლის განმავლობაში ასპარეზობდა "იუნაიტედში".

ჯეიმსი "წითლებს" გასულ თვეში "სუონსიდან" შეუერთდა და "ოლდ ტრაფორდზე" ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

ახალი მაისურები უკვე ხელმისაწვდომია გასაყიდად და მას საქმეში ჯეიმსი 13 ივლისს ჩართავს, როცა "პერტ გლორის" დაუპირისპირდება ამხანაგურ შეხვედრაში.

დენიელი მეშვიდე ფეხბურთელი იქნება, რომელიც 21-ნომრიან მაისურს მოირგებს, მანამდე ამ ნომრით ერერას გარდა ასპარეზობდნენ რაფაელ და სილვა, დონ ფანჟუო, დიეგო ფორლანი, ჰენინ ბერგი და პეტ მაკგიბონი.

წყარო:
ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
1 ივლისი 2019 19:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
მაგარი იმედი მაქვს ამ ძალიან პერსპექტიული ბიჭის
1
№2
ავტორი: SANDROGRIGA
1 ივლისი 2019 20:48
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
წესით სიმწვავე უნდა შემატოს შეტევას
0
№3
ავტორი: alkimikosi
1 ივლისი 2019 21:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 177
21 პრემიერლიგის თასს ავწევთ :D
0
№4
ავტორი: stepno
1 ივლისი 2019 23:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: alkimikosi
21 პრემიერლიგის თასს ავწევთ :D

ხო პერსი რო გადმოვიდა და 20 ნომერი აიღო ხო ავწიეთ მე-20 ეხლა 21-ე ჯერია winked wink
1
№5
ავტორი: bero123
2 ივლისი 2019 02:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 379
იმედია გაქაჩავს და მომავალი ლინგარდი არ არის wink

იმედია გაქაჩავს და მომავალი ლინგარდი არ არის wink
0
№6
ავტორი: datasta25
2 ივლისი 2019 12:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
საერთოდ არ მჯერა რო სკამის გარდა სადმე გაქაჩავს, სამწუხაროდ, თან მარსიალის გაშვების ამბები როიყო მას შემდეგ მოტივირებულია და მარსიალმა თავისი თამაში თუ დაიწყო ჯეიმსს კონკურენციის შანსი არ აქვს, ნუ თუ მარჯვნივ დაიწყებს რავიცი, მარსიალი რეში ჯეიმსი სასწაული სისწრაფის შეტევაა :დ მარა ამ ბიჭს ბევრი აკლია მანჩეს დონის ძირითადობამდე
0
№7
2 ივლისი 2019 19:41
  • სიახლეები: 18
  • კომენტარები: 181
ვნახოთ რა შეუძლია... აბა შენ იცი, წარმატებები love
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top