თბილისი:
მანჩესტერი:
30-06-2019, 21:46
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1659,
კომენტარები: 10
"იუნაიტედმა" ფერნანდეშის ტრანსფერში პრივილეგია მიიღო
ჯერი "წითელ ეშმაკებზეა".
"ლივერპული", "ტოტენჰემი" და "მანჩესტერ სიტი" "მანჩესტერ იუნაიტედის" სატრანსფერო სამიზნის, ბრუნუ ფერნანდეშისთვის ბრძოლას გამოეთიშნენ.

ლისაბონის "სპორტინგის" ნახევარმცველი შთამბეჭდავი სეზონის ჩატარების შემდეგ "წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელის რადარზე მოექცა.

ფერნანდეშმა, რომელსაც ოთხი წელი აქვს დარჩენილი "სპორტინგთან" კონტრაქტის მიხედვით, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ერთა თასზე პორტუგალიის ნაკრების ტრიუმფში.

გამოცემა The Express კი იტყობინება, რომ "იუნაიტედი" ერთ ნაბიჯშია 60 მლნ. ფუნტად შეფასებული ფეხბურთელის შეძენისგან, ვინაიდან ინგლისელმა კონკურენტებმა მისდამი ინტერესი ჩაიხშვეს.

მაგრამ ამ ტრანსფერის განსახორციელებლად და საჭირო ფინანსების მოსაძიებლად სოლსკიაერს წასვლის სურვილის მქონე პოლ პოგბასა და რომელუ ლუკაკუსთან განშორება შეიძლება მოუხდეს.

რაც შეეხება თავად "სპორტინგის" პოზიციას, მთავარ მწვრთნელ მარცელ კაიზერს მისი შენარჩუნება სურს, თუმცა გზაზე არ გადაეღობება:

"მინდა, რომ ბრუნუ დარჩეს, მაგრამ ყველა შესანიშნავად აცნობიერებს შექმნილ ვითარებას. რთული იქნება მისი შენარჩუნება. ამჟამად არდადეგებზეა და როცა დაბრუნდება, ვნახავთ, რა მოხდება."

წყარო: express
ახალი ამბები
10 კომენტარი
№1
ავტორი: 100%Red
30 ივნისი 2019 21:50
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
ყველა თუ ჩამოშორდა და კიდე ვერ ვიყიდეთ მერე ნახე შენ))
შემცვლელი რო არაა თუარა პოგბასაც და ლუკაკუს გავუშვებდი
0
№2
ავტორი: makaveli
30 ივნისი 2019 22:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
-----მაგრამ ამ ტრანსფერის განსახორციელებლად და საჭირო ფინანსების მოსაძიებლად სოლსკიაერს წასვლის სურვილის მქონე პოლ პოგბასა და რომელუ ლუკაკუსთან განშორება შეიძლება მოუხდეს.----- ესენი გამაგიჟებენ ბიჭო რა ფინანსების მოსაძიებლადო სუ გამოლივერპულდნენ ფულიიი გაუჭირდათ??? წაეთრნენ რა ეს გლეიზერებიიი რა ეს ფულის მონები
0
№3
ავტორი: RojoDiablo
30 ივნისი 2019 22:50
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ციტატა: makaveli
-----მაგრამ ამ ტრანსფერის განსახორციელებლად და საჭირო ფინანსების მოსაძიებლად სოლსკიაერს წასვლის სურვილის მქონე პოლ პოგბასა და რომელუ ლუკაკუსთან განშორება შეიძლება მოუხდეს.----- ესენი გამაგიჟებენ ბიჭო რა ფინანსების მოსაძიებლადო სუ გამოლივერპულდნენ ფულიიი გაუჭირდათ??? წაეთრნენ რა ეს გლეიზერებიიი რა ეს ფულის მონები

ფინანსური ფეირ-პლეი იგულისხმება და არა კაპიტალი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: datasta25
30 ივნისი 2019 23:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
რაღაც საეჭვოდ არიჩენს ამ ტიპის მიმართ არავინ ინტერესს და იქნებ მხოლოდ ფანების თვალით ჩანს ძალიან მაგარი და რეალურად არც არის no
0
№5
ავტორი: Svanchester
30 ივნისი 2019 23:19
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ფერნანდეში აუცილებლად უნდა ვიყიდოთ. ეს ტრანსფერი წლებზე გათვლილი მომგებიანი ინვესტიცია იქნება გუნდისთვის. მომავალი ტოპ კლასია ეს ბიჭი.
0
№6
ავტორი: Chaqucha
30 ივნისი 2019 23:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 61
მოდიი რა ბრუნოოო მოდი რაა გაგვიხარე ამ ცხელ ზაფხულში გულები ტო
0
№7
ავტორი: GIOMU
1 ივლისი 2019 00:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
კარგია კარგია უეჭველი უნდა ვიყიდოთ ბრუნო.
0
№8
ავტორი: Dato kutaisi
1 ივლისი 2019 01:58
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ციტატა: datasta25
რაღაც საეჭვოდ არიჩენს ამ ტიპის მიმართ არავინ ინტერესს და იქნებ მხოლოდ ფანების თვალით ჩანს ძალიან მაგარი და რეალურად არც არის no

არც ბერნარდო სილვა ეგონათ მესი მარა რასაც შვება სიტიში კი ხედავ.ეს ბიჭი ცენტრში ჩვენთან ბევრ რამეს შეცვლის
0
№9
ავტორი: ikeoni
1 ივლისი 2019 09:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
იმედია გადმოვა რაა
0
№10
ავტორი: SANDROGRIGA
1 ივლისი 2019 12:02
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მაგრად მინდა ბრუნო იუნაიტედში
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top