30-06-2019, 14:47
ნანახია: 2077,
კომენტარები: 11
ობამეიანგმა თანხმობა განაცხადა
გაბონელი ფეხბურთელი "იუნაიტედს" უახლოვდება.
ლონდონის "არსენალის" გაბონელი შემტევი პიერ ემერიკ ობამეიანგი "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლასთან ძალიან ახლოსაა.
გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელთან შეთანხმება უკვე შედგა, "იუნაიტედს" მხოლოდ ლონდონურ კლუბთან აქვს დეტალები შესათანხმებელი. იუწყება - Тuttosport.
"იუნაიტედის" ნორვეგიელი მენეჯერი ოლე გუნარ სოლსკიაერი გაბონელ თავდამსხმელს რომელუ ლუკაკუს შემცვლელად მოიაზრებს. შეგახსენებთ, რომ ლუკაკუ დიდი ალბათობით კარიერას ანტონიო კონტეს "ინტერში" გააგრძელებს.
გასულ სეზონში პიერ ემერიკ ობამეიანგმა პრემიერ ლიგის 36 შეხვედრაში პირად აქტივს 22 გოლი და 6 საგოლე გადაცემა შემატა.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.