თბილისი:
მანჩესტერი:
29-06-2019, 21:13
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2015,
კომენტარები: 9
ვან-ბისაკას პირველი ინტერვიუ "იუნაიტედში"
აარონ ვან-ბისაკა თავისი ოცნების ახდენას აფასებს.
ვან-ბისაკას პირველი ინტერვიუ
ოფიციალურია! აარონ ვან-ბისაკა "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია.

ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელმა "კრისტალ პალასიდან" თავისი ტრანსფერი დაასრულა და ოლე გუნარ სოლსკიაერის მეორე შენაძენი გახდა მიმდინარე საზაფხულო ფანჯარაზე.

აარონი 29-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს - იმავე ნომრით, რაც "პალასში" ეცვა.

"იუნაიტედის" ჟურნალისტი 21 წლის ფეხბურთელს ექსკლუზიურ ინტერვიუში ესაუბრა, სადაც აარონი აღწერს თავის შეგრძნებებს "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლასთან დაკავშირებით.

აარონ, ტრანსფერი დასრულდა! როგორი გრძნობაა "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა?

"დიახ, აღელვებული ვარ ამ გუნდში საბოლოოდ გადმოსვლით. თითოეულ ბავშვს სურს ამგვარ გუნდში თამაში. მადლიერი და სიამაყით სავსე ვარ, რომ ამ კლუბს წარმოვადგენ. ვფიქრობ, ყოველ ნაბიჯზე გავვითარდები და თანაგუნდელების შესახებ უფრო მეტ რამეს ვისწავლი. "იუნაიტედი" დიდი კლუბია, დიდი ოჯახი და დიდი გულშემატკივართა ბაზის მქონე, რომლებიც ერთმანეთს გვერდში უდგანან".

ბევრი ადამიანი ამაყობს იმით, რასაც მიაღწიე შენს კარიერაში და განსაკუთრებით შენი ოჯახი. რამდენმად გაბედნიერებს ის ფაქტი, რომ ისინი დღეს ამ ყველაფრის მონაწილენი არიან?

"დიახ, ძალიან ბედნიერი ვარ. ვხედავ, რომ მათ სიამაყის გრძნობას ვუჩენ ამ გადაწყვეტილების მიღებით და ჩემი წარმომავლობით, საამაყოა მთელი ამ გზის დასაწყისი, რაც კიდევ უფრო დიდ მუხტს მაძლევს და ხელს მიწყობს. ჩვენ ერთად ვართ და გადაწყვეტილებებსაც ერთად ვიღებთ. პირადად მე მიმაჩნია, რომ მათ იციან, თუ რა არის ჩემთვის კარგი და მეც სწორედ ამის შესაბამისად ვიღებ გადაწყვეტილებებს. კარგი დროა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ საიდან ვარ და სადამდე მივარჭიე აქამდე. კარგი გრძნობაა."

როგორ იქეცი ვინგერიდან ინგლისის ერთ-ერთ ყველაზე კარგ ფლანგის მცველად?

"ვფიქრობ, პროცესი ვინგ-ბექების ფორმაციის ჩამოყალიბებიდან დაიწყო. ვინგერის პოზიციაზე ვთამაშობდი, მაგრამ ვინგ-ბექებით თამაში გვიწევდა და ასე თანდათან მოვიკიდე ფეხი ამ პოზიციაზე. შემდეგ უკვე შევეჩვიე და ასე დაიწყო ყველაფერი."

მოზარდობისას რა უნარების გაუმჯობესებას აქცევდი ყურადღებას და იყო თუ არა რომელიმე ფეხბურთელი, ვისაც ბაძავდი? როგორც ვიცი, ვინგერად დაიწყე კარიერა, არა?

"კარიერა თავდამსხმელის პოზიციაზე დავიწყე. პატარაობისას ტიერი ანრის ვბაძავდი და მინდოდა, ისე მეთამაშა, როგორც ის ასპარეზობდა პრემიერ ლიგაში. ეს იყო ჩემთვის შთაგონება.

ჩვენი ერთ-ერთი ფეხბურთელი უილფ ზაჰა ამბობდა, რომ შენ წინააღმდეგ ვარჯიში ძალიან რთულია. რას ნიშნავდა მის წინააღმდეგ ვარჯიში და რა შეიტყვე შენი თამაშის შესახებ?

"დიახ, სწორედ აქ მივხვდი ჩემს ნამდვილ შესაძლებლობებს, როცა მას ვეთამაშებოდი. ადვილი არ იყო და ყოველთვის გამოწვევასავით ვიღებდი, მაგრამ ამავდროულად ძალიან დამეხმარა იმის გაგებაში, თუ რას ნიშნავს მასავით ძლიერი ფეხბურთელის წინააღმდეგ თამაში."

ერთი-ერთზე შენი თავდაცვა დაუჯერებელია და ამიტომაც გიწოდეს ზედმეტსახელი "ობობა". გვითხარით ამის შესახებ...

"ობობა" ჩემი ფეხების სიგრძისა და სიმკვირცხლის გამო მიწოდეს, რასაც ბურთის წასართმევად კარგად ვიყენებ. ამიტომაც მივიღე ეს ზედმეტსახელი."

შენი აზრით, რა არის შენი საუკეთესო ატრიბუტი?

"მე ვიტყოდი, რომ დრიბლინგი, სიჩქარე და ართმევაზე თამაში."

"იუნაიტედის" წინააღმდეგ მანამდეც გითამაშია, როგორია მარკუს რეშფორდის, ენტონი მარსიალისა და სხვების წინააღმდეგ თავდაცვა?

"იუნაიტედის" წინააღმდეგ პრემიერ ლიგაში ჩემი მეორე მატჩი ჩავატარე და ვიცოდი, რომ ადვილი არ იქნებოდა. ამიტომ მე მხოლოდ კონცენტრირება და ამავდროულად ამ ფეხბურთელების წინააღმდეგ კარგი თავდაცვა მევალებოდა. ისინი სუპერვარსკვლავები არიან. მათთან იმ მატჩში თამაშით ბევრი რამ ვისწავლე, რაც განვითარებაში დამეხმარა."

ესაუბრე თუ არა ოლეს და რა გითხრა "მანჩესტერ იუნაიტედის" შესახებ?

"დიახ, ვესაუბრე და მითხრა, რას ფიქრობს ჩემზე. მან თავისი გეგმები გამიზიარა, თუ რას აპირებს გუნდთან ერთად. მეც სწორედ ამის ნაწილი მინდა ვიყო. ეს იყო ბოსის გადაწყვეტილება და გარდაქმნის პროცესის გეგმები, რათა დააბრუნოს გუნდი იქ, სადაც უნდა იყოს. მეც მინდოდა, ამ გეგმის ნაწილი ვყოფილიყავი."

გასულ სეზონში "ოლდ ტრაფორდზე" კარის "მშრალად" შენახვა მოახერხეთ - რა გახსვოთ ამ გამოცდილებიდან?

"ეს ჩემი პირველი ვიზიტი იყო იქ. თვალებს არ ვუჯერებდი, რომ ასეთ სტადიონზე ვთამაშობდი! როგორც ჩემს წინა ინტერვიუში ვთქვი, ერთ-ერთი საუკეთესო სტადიონია, სადაც მითამაშია თავისი სიდიდის, საფარის, გულშემატკივრებისა და ხმაურის გამო. ყოველთვის ხმამაღალი ატმოსფეროა."

მოუთმენლად ელოდებით აქ "იუნაიტედის" წითელ მაისურში თამაშს?

"დიახ. აღელვებული ვარ და ვეღარ ვითმენ სტადიონზე გასვლას."

დაბოლოს, რას ეტყოდით გულშემატკივრებს, რომლებიც მოხარული არიან "იუნაიტედში" შენი ხილვით?

"უბრალოდ მინდა, მადლობა გადავუხადო ამ საოცარ კლუბში თბილად დახვედრისთვის, მოუთმენლად ველოდები თქვენს ხილვას და დაწყებას. ჩემთვის პატივია ამ კლუბის წარმოდგენა და გულშემატკივრებთან გაერთიანება. მინახავს, როგორ უჭერენ ისინი მხარს გუნდს ყოველ მატჩში. ეს კლუბი ტიტულების მოგებით არის ცნობილი და მეც მინდა ამის ნაწილი ვიყო, რომ პირველი მათგანი მოვიგო. ვხედავ, რომ უდიდესი გულშემატკივართა ბაზა აქვს და გუნდს რთულსა და ადვილი ვითარებაში უჭერენ მხარს. ვაპირებ, ყველაფერი გავაკეთო ამ კლუბისა და ფანტასტიკური გულშემატკივრებისთვის და მოუთმენლად ველოდები დაწყებას".

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: Chesterman
29 ივნისი 2019 21:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 677
აბაა შენ იცი კოჭოია :))))ლაპარაკი ჩვენთან კაი აქ ყველაას მარა მერე ლაპარაკში უკეთესები არიან როგორც მომავალი გვიჩვენებს თუმცა მეც ძაან მეიმედება ამ ბიჭის და გაამართლებს მჯერა
0
№2
ავტორი: PaLoMo
29 ივნისი 2019 22:13
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
სწრაფი რო ხარ ეგ უკვე კაია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№3
ავტორი: ikeoni
29 ივნისი 2019 23:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ჩვენც მოუთმენლად ველოდებით სეზონის დაწყებას ..წარმატებები აარონ❤️
0
№4
ავტორი: Lukalaba
30 ივნისი 2019 00:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 190
წარმადებები აბა და შენ იცი love ❤️
0
№5
ავტორი: datasta25
30 ივნისი 2019 00:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
კარგი ბიჭია და რაც მთავარია, ოლეს აქვს ის გეზი აღებული რაც უნდა ქონდეს 100%ით სწორი გეზი, მოყავს ფეხბურთელები რომლებიც ენთუაზიაზმით ითამაშებენ მანჩესტერისთვის და ვისთვისაც ამ გუნდისთვის თამაში საამაყოა და არა სხვა გუნდების მიერ უკვე 10ჯერ ტრაკში ამოსმული ფებურთელები რომლებისთვისაც მანჩესტერისთვის თამაში არანაირ ემოციას არ იწვევს, მიდით, მე მჯერა თქვენი love love
0
№6
ავტორი: PaLoMo
30 ივნისი 2019 01:14
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
ციტატა: datasta25
კარგი ბიჭია და რაც მთავარია, ოლეს აქვს ის გეზი აღებული რაც უნდა ქონდეს 100%ით სწორი გეზი, მოყავს ფეხბურთელები რომლებიც ენთუაზიაზმით ითამაშებენ მანჩესტერისთვის და ვისთვისაც ამ გუნდისთვის თამაში საამაყოა და არა სხვა გუნდების მიერ უკვე 10ჯერ ტრაკში ამოსმული ფებურთელები რომლებისთვისაც მანჩესტერისთვის თამაში არანაირ ემოციას არ იწვევს, მიდით, მე მჯერა თქვენი love love

+1

ისე ლუკაკუს,რომ ვუყურებ ტიპი 29წლის მგონია

ისე როდრიგესზე დაიწერა მილანი ყიდის 20 მილიონადო და არიქნება ურიგო მაგის გადმოყვანა სუქანა შოუს მოტივაციას აუმაღლებდა თან იანვს და როხოს მაინც არ ვიხილავთ მარცხნივ 2მარცხენა მცველი გვეყოლებოდა.

ისე ეგეც კაი მოხუცი მეგონა და 26წლისაა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№7
ავტორი: SANDROGRIGA
30 ივნისი 2019 10:40
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მთავარია გაამართლოს
0
№8
ავტორი: bziki
30 ივნისი 2019 11:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
Gilocavt oficialurs, mjera am bichis
0
№9
30 ივნისი 2019 19:38
  • სიახლეები: 18
  • კომენტარები: 181
წარმატებები love love love
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top