თბილისი:
მანჩესტერი:
28-06-2019, 21:05
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1804,
კომენტარები: 9
ოფიციალურად: ვალენსიამ ახალი კლუბი იპოვა
ანტონიო ვალენსია ეკვადორში დაბრუნდა.
ოფიციალურად: ვალენსიამ ახალი კლუბი იპოვა
ანტონიო ვალენსია "მანჩესტერ იუნაიტედის" დატოვების შემდეგ ეკვადორში დაბრუნდა, სადაც "ლდუ კიტოს" რიგებში გააგრძელებს ასპარეზობას.

ვალენსია, რომელიც "ოლდ ტრაფორდზე" ყოფნის ბოლო წლებში გუნდს კაპიტნობდა, 10-წლიანი განშორების შემდეგ განშორდა "იუნაიტედს".

2009 წელს "უიგანიდან" "წითელი ეშმაკების" რიგებში გადაბარგებულმა ვალენსიამ 339 მატჩი ჩაატარა "იუნაიტედში" და 25 გატანილ გოლთან ერთად 62 საგოლე გადაცემაც მიითვალა.

მან მოიგო პრემიერ ლიგის ორი, ლიგის თასის ორი, ინგლისის თასის ერთი და ევროპა ლიგის ერთი ტიტული.

კლუბის დატოვების შემდეგ იგი ეკვადორის ნაკრების რიგებში ასპარეზობდა კოპა ამერიკაზე, მაგრამ მისმა ნაკრებმა ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა და ტურნირს გამოეთიშა.

მედიის წარმომადგენლები ვალენსიას სახელს მლს-ს უკავშირებდნენ, სადაც უეინ რუნის თანაგუნდელი უნდა გამხდარიყო "დს იუნაიტედში", მაგრამ მან ამის ნაცვლად ეკვადორში დაბრუნება ამჯობინა და "ლდუ კიტოს" რიგებში 25-ნომრიანი მაისური მოიგო.

ვალენსიას ახალი კლუბი ამჟამად მეშვიდე ადგილს იკავებს ეკვადორიის სერია A-ში.
ახალი ამბები
9 კომენტარი
№1
ავტორი: Chaqucha
28 ივნისი 2019 21:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 61
მადლობა ყველაფრისთვის ანტონიოოო.წარმატებებს გისურვებ ,,
2
№2
ავტორი: Malboro463
28 ივნისი 2019 21:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5850
შეკოლადის ბიჭი. არ იყო მაღალი დონის ფეხბურთელი მარა ქონდა საუკეთესო წლები ფეხის მოტეხვამდე და მოტეხვის მერეც. ევროპა ლიგის მოგების მერე უნდა წასულიყო კარგი სეზონი ქონდა
ასე გაფარჩაკებული არ წავიდოდა
1
№3
ავტორი: ikeoni
28 ივნისი 2019 21:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
წარმატებებიიი ვალეე❤️
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
28 ივნისი 2019 21:42
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ერთგული ჯარისკაცი
1
№5
ავტორი: shotkin
28 ივნისი 2019 22:13
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
მშრომელი და ავდადებული ასევე ერგული და პატიოსანი
0
№6
ავტორი: mishiko1
28 ივნისი 2019 22:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 228
წარმატებები ვალენსიას, მადლობა ყველაფრისთვის.
0
№7
ავტორი: kobinio
28 ივნისი 2019 23:11
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ანტონიო 2011 წელს ვნახე და ყველასგან გამოირჩეოდა მანჩესტერის შემადგენლობაში,სუფთა ტერმინატორი იყო და რუნი არც ისეთი მსუქანა :)) მადლობა ანტონიოს
1
№8
29 ივნისი 2019 02:23
  • სიახლეები: 18
  • კომენტარები: 181
აი, ტიპი ხო ძაან უნიჭო იყო, მაგრამ მაინც ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი, თავისი მონდომებითა და თავდადებით... მშრომელი და რაც მთავარია ერთგული ფეხბურთელი ^^ მადლობა ყველაფრისთვის ვალენსიას ^^
2
№9
ავტორი: gaga1987
29 ივნისი 2019 10:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
Madloba antonio.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top