წელს რუნის პროფესიონალური ფეხბურთის დაწყების 10 წლის თავია და ნევილი რუნის მოუწოდებს, რომ რუნიმ თავის თავში ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინოს და ყოველთვის რჩებოდეს კარგ ფორმაში. რუნი 10 წლის წინათაც ბრწყინავდა, როდესაც მან ბურთი ”არსენალის” კარებში გაგზავნა და გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც გოლი გაიტანა ინგლისის პრემიერ ლიგაში.
”რუნი დაბრუნების შემდეგ ძალიან კარგად გამოიყურება.” - ნევილის სიტყვებს ციტირებს Sky Sports. "მგონი ის მზადაა ახალი გამოწვევისთვის და მზადაა ”მანჩესტერში” თავისი ადგილის დასამტკიცებლად. როდესაც შენ 26 წლის ხარ ფიქრობ, რომ ყველაფერი წინ გაქვს. არარსებობს, რომ 26 წლის რუნიმ გაიფიქროს ის რომ მისი საუკეთესო წლები უკან დარჩა. რუნის თვალწინ პოლ სკოულზისა და რაიან გიგზის მაგალითები უდგას”
”გიგზმა პოზიცია შეიცვალა, მარცხენა ვინგერი ცენტრალურ ნახევარმცველად გადაიქცა. სკოულზი კი 16 წლიდანვე შემტევ ნახევარმცველად თამაშობდა, ახლა უკვე მას ჩამშლელად და ცენტრალურ ნახევარმცველად თამაში შეუძლია. რუნი ჯერ კიდევ ცენტრფორვარდია და როლი არ შეუცვლია. მაგრამ ის ალბათ უკვე ეგუება იმას, რომ მასაც მოუწევს პოზიციის შეცვლა” - დაასრულა გარიმ.