"მანჩესტერ იუნატედი" გეგმავს, რომ ახალი საკუტები დაიქირავოს რათა ისინი დამატებით გაგზავნილ იქნეს ორ ევროპულ ქვეყანაში ესპანეთსა და საფრანგეთში იმ ტალანტების აღმოსაჩენად, რომლებიც მომავალში გუნდს წარმატებებში დაეხმარებიან.
"იუნაიტედში" ნორვეგიელი სპეციალისტის ოლე გუნარ სოლსკიაერის დანიშვნის შემდეგ აშკარაა, რომ "ოლდ ტრაფორდზე" ახალი პროექტის დაგეგმარება, ფორმირება და განხორციელება იწყება. კლუბი აქცენტს ახალგაზრდა ნიჭიერ ფეხბურთელებზე გააკეთებს.
სპეციალისტები რომლებიც სკაუტებად დინიშნებიან დაევალებათ ახალგაზრდა ტალანტების მოძიება. ზემოაღნიშნულ ვაკანსიებზე წარდგენილ პირებმა თან უნდა იქონიონ ის ვიდეო თუ სხვა ჩანაწერები, რომლებიც აქამდე პერსონალურად აქვთ მოპოვებული ამათუ იმ ფეხბურთელებზე.
"იიუნატედი" ასევე ეძებს კადრს, რომელიც სამომავლოდ ტექნიკური დირექტორის პოსტს დაიკავებს.
ახალი ამბები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.