მოლაპარაკებებში რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედსა" და ტურინის "იუვენტუსს" შორის პოლ პოგბას თაობაზე მიმდინარეობს, მესამე მხარეც ერთვება.
Corriere dello Sport- ი დღევანდელ გამოცემაში წერს, რომ იტალიურ გრანდს პოლ პოგბას გადაბირებაში გერმანული მსოფლიო ბრენდი "ადიდასი" დაეხმარება. შეგახსენებთ, რომ "ადიდასი" ორივე კლუბის ტექნიკური სპონსორია.
26 წლის ნახევარმცველი "ბებერი ქალბატონის" ღირსებას 2012 წლიდან 2016 წლამდე იცავდა. იტალიაში 4 წლის გატარების შემდეგ პოლმა ინგლისს და ყოფილ კლუბს მიაშურა, როგორც ჩანს ფრანგი იტალიაში დაბრუნების წინააღმდეგი არც ამჟამად გახლავთ.
ჭორები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.