26-06-2019, 14:30
ნანახია: 1386,
კომენტარები: 8
"იუნაიტედი" ბრძოლას აგრძელებს
ცენტრალური მცველის ტრანსფერი პრიორიტეტულად რჩება.
"მანჩესტერ იუნაიტედი" და ხოსეპ გვარდიოლას "მანჩესტერ სიტი" ინგლისელი ცენტრალური მცველისთვის ჰარი მაგუაიერისთვის ბრძოლას აგრძელებენ.
"ლესტერის" უკანახაზელი დიდი ალბათობით კარიერას ერთ ერთ "მანჩესტერულ" გრანდში გააგრძელებს.
Sky Sports-ი წერს, რომ ორივე კლუბი მზად არის ფეხბურთელის სანაცვლოდ 72 მილიონი ევრო გადაიხადოს, რა პოზიციაზეა ლესტერი? "მელიებს" 10 მილიონით მეტი სურთ.
გასულ სეზონში ჰარიმ ინგლისის ჩემპიონატის 31 ტურში მიიღო მონაწილეობა, ფეხბურთელმა საკუთარ ანგარიშზე 3 გოლიც დააფიქსირა.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.