თბილისი:
მანჩესტერი:
26-06-2019, 12:23
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1413,
კომენტარები: 8
"იუნაიტედი" თავდამსხმელის ძიებაშია
"წითელი ეშმაკები" ლუკაკუს შემცვლელს ეძებენ.
ესპანური "სევილიას" ფრანგმა თავდამსხმელმა ვისამ ბენ იედერმა კარიერა შესაძლოა ინგლისის "ნისლიან ალბიონზე" გააგრძელოს. ფეხბურთელით ოლე გუნარ სოლსკიაერის "მანჩესტერ იუნაიტედი" ინტერესდება. ინფორმაციას AS-ი ავრცელებს.

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებს დიდი ალბათობით კლუბის ბელგიელი შემტევი რომელუ ლუკაკუ დატოვებს. ლუკაკუს გადაბირებაზე აქტიურად ანტონიო კონტეს "ინტერი" მუშაობს.

რაც შეეხება ბენ იედერის სატრანსფერო ფასს, ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში ინგლისურ გრანდს ფრანგი თავდამსხმელის სანაცვლოდ "სევილიასთვის" 40 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

აღსანიშნავია ერთი გარემოება, "მანჩესტერ იუნაიტედი" გარდა, 28- წლის ბენ იედერისთვის ფრანგული "პესეჟეც" იბრძვის.
ჭორები
8 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
26 ივნისი 2019 12:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
ძალიან მაგარი ბიჭია და მაგრად განიხარდება ამის მოსვლა
1
№2
ავტორი: Svanchester
26 ივნისი 2019 12:28
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
მართალია კლუბი პასიურობს, ტრანსფერები ჭიანურდება, მაგრამ ეს მეორეს მხრივ არ ნიშნავს იმას, რომ მენეჯმენტს და სამწვრთნელო შტაბს გაძლიერება არ სურთ, რადარზე ისეთი ფეხბურთელები განიხილება რომელიც გუნდში მოსვლის შემდეგ პოგბასავით გაქცევას არ დაიწყებენ, არ მინდა ფეხბურთელში ვისროლოთ 150 მილიონი და ერთი სეზონის შემდეგ ერთი ადგილის თამაში დაიწყოს ან ფული მოითხოვოს, სწორი პოლიტიკაა შერჩეული, ოლე გუნარის მჯერა და დადებს ეს კაცი აქ შედეგს.
2
№3
ავტორი: SANDROGRIGA
26 ივნისი 2019 12:40
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ეს არ ვიცი რამდენად მართალია მარა ფერნანდეში რო ვერ იყიდონ გავგიჟდები
1
№4
ავტორი: Chesterman
26 ივნისი 2019 12:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 677
პირველ ფორვარდად არვიცი მაგრამ სათადარიგო ფორვარდად ან 2 ფორვარდიან ტაქტიკაში ძალიაან კარგი იქნებოდა
1
№5
ავტორი: shotkin
26 ივნისი 2019 13:07
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
არ ვიცი ეს ვინაა მარა თუ კარგია მოიყვანონ ახალი სახხებია საჭირო და მე პირადად ეს გაჭყეპილი და ცნობადი სახეები ამომივიდა ყელში უფრო ველდოები და მსიამოვნებს უცნობი როჟებზე რო იწერება იმიტორო იმატგან უფრო ველი სასწაულს ვიდრე უკვე ,,შემდგარი" ამპარტავანი მასტებისგან
1
№6
ავტორი: sandroo
26 ივნისი 2019 13:23
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 384
ციტატა: shotkin
არ ვიცი ეს ვინაა მარა თუ კარგია მოიყვანონ ახალი სახხებია საჭირო და მე პირადად ეს გაჭყეპილი და ცნობადი სახეები ამომივიდა ყელში უფრო ველდოები და მსიამოვნებს უცნობი როჟებზე რო იწერება იმიტორო იმატგან უფრო ველი სასწაულს ვიდრე უკვე ,,შემდგარი" ამპარტავანი მასტებისგან

ლიგაზე რო ორი გოლი გაგვიტანა მმაურინიოს დროს დA რო გამოგვაგდო ეგაა
2
№7
ავტორი: Smoke - N
26 ივნისი 2019 13:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 247
ერთი რამ უკვე ნათელი ხდება რომ არავის ყიდვას აღარ აპირებს ვუდი.ამას რომ მოვუხან დედის მინდორველი გათრიონ ამ გუნდიდან ეს სატანა და მიაყოლონ პოგბა და მაგისნაირები
1
№8
ავტორი: shotkin
26 ივნისი 2019 14:56
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: sandroo
ციტატა: shotkin
არ ვიცი ეს ვინაა მარა თუ კარგია მოიყვანონ ახალი სახხებია საჭირო და მე პირადად ეს გაჭყეპილი და ცნობადი სახეები ამომივიდა ყელში უფრო ველდოები და მსიამოვნებს უცნობი როჟებზე რო იწერება იმიტორო იმატგან უფრო ველი სასწაულს ვიდრე უკვე ,,შემდგარი" ამპარტავანი მასტებისგან

ლიგაზე რო ორი გოლი გაგვიტანა მმაურინიოს დროს დA რო გამოგვაგდო ეგაა

აა ესაა? :დდ ცენზურა :დ რავი აზზე არ ვარ მაგის ამაშები არ მინახავს და არც მახსოვს მგონი მოძრავი მასტი უნდა იყოს
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top