"მანჩესტერ იუნაიტედს" პორტუგალიური "სპორტინგის" ამომავალი ვარსკვლავის ბრუნო ფერნანდეშის გადაბირება მკაცრად აქვს გადაწყვეტილი.
"წითელი ეშმაკების" გარდა ფერნანდეშისთვის ლონდონის "ტოტენჰემიც" იბრძვის. "დეზები" ფერნანდეშს, კრისტიან ერიკსენის შემცვლელად მოიაზრებენ, რომელიც დიდი ალბათობით "ტოტენჰემს" დატოვებს.