თბილისი:
მანჩესტერი:
25-06-2019, 00:37
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1640,
კომენტარები: 4
"ინტერმა" სასურველი თანხა დაასახელა
იტალიელებს დასახელებული ფასი არ მოსწონთ.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ბელგიელი ფორვარდი რომელუ ლუკაკუ "ინტერის" რადარზე მას შემდეგ უფრო აქტიურად მოხვდა რაც მილანურ კლუბში ანტონიო კონტე დაინიშნა.

კონტეს პირადი სურვილია, რომ ლუკაკუმ "ნერაძურის" მაისური მოირგოს და კარიერა იტალიის სერია ა-ში გააგრძელოს. იტალიელ სპეციალისტს თავდამსხმელის ხილვა საკუთარ გუნდში ჯერ კიდევ "ჩელსი"- ში მუშაობის დროს სურდა, თუმცა რომელუ "იუნაიტედის" რიგებს შეუერთდა.

"ინტერსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია. პრესამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლუკაკუმ იტალიელებთან კონტრაქტის პირადი დეტალები უკვე შეათანხმა, მაგრამ მხარეები ფეხბურთელის სატრანსფერო ფასზე ვერ თანხმდებიან.

"იუნაიტედს" ლუკაკუს სანაცვლოდ 84 მილიონი ევრო სურს, ხოლო "ინტერი" "წითელი ეშმაკებისთვის" მის გადმოსაბირებლად მხოლოდ 60 მილიონ ევროს გამოყოფენ. იუწყება - Football-Italia.
ჭორები
4 კომენტარი
№1
ავტორი: kobinio
25 ივნისი 2019 00:42
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
60 მილიონის აღებას კიდე აქ იყოს ეგ ჯობია,კონკურენციას მაინც გაუწევს თავხედ რეშფორდს
0
№2
ავტორი: ikeoni
25 ივნისი 2019 00:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
60 მილიონად აგერ ბისაკას ვერ ვყიდულობთ:)) არადა კაი ბიჭია ეგ მოსაყვანია უეჭველი
0
№3
ავტორი: PaLoMo
25 ივნისი 2019 10:31
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
რა 60 ესენი რადაობაენ? იკარდი კი 100უნდათ რო გაყიდონ.გავუცვალოტ იკარდიში და 30დაგვიმატონ;)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№4
ავტორი: SANDROGRIGA
25 ივნისი 2019 14:10
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ისეთი ფასები ტრიალებს 60-ად გაყიდვა სისულელეა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top