თბილისი:
მანჩესტერი:
15-06-2019, 22:25
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 3149,
კომენტარები: 15
ჯეიმსის პირველი ინტერვიუ "იუნაიტედის" ფეხბურთელის რანგში
მიზნები, მისწრაფებები, ოცნების ახდენა, ყველაფერი ის რაზეც კლუბის ახალწვეული საუბრობს.
ჯეიმსის პირველი ინტერვიუ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალწვეული დენიელ ჯეიმსი, ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში იმ შთაბეჭდილებებზე საუბრობს რომელიც მან "ოლდ ტრაფორდზე" მისვლის დროს განიცადა. ინტერვიუ კლუბის ოფიციალურმა ტელეარხმა ჩაწერა.

დენიელ, კეთილი იყოს შენი მობრძანება "მანჩესტერ იუნაიტედში". როგორ გრძნობ თავს "იუნაიტედის" ფეხბურთელის რანგში?

"გმადლობთ. ეს მართლაც, რომ დაუჯერებელი მომენტია. ვფიქრობ, ყოველი ბავშვი რომელიც დაკავებულია ფეხბურთის თამაშით, "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშის სურვილით იზრდება. არასდროს მიფიქრია, რომ მათ წინააღმდეგ ვითამაშებდი და არასდროს წარმომიდგენია მათთან ერთად თამაში, ეს დაუჯერებელია, სულმოუთქმელად ველი მუშაობის დაწყებას.

ჯეიმსის პირველი ინტერვიუ "იუნაიტედის" ფეხბურთელის რანგში

უკანასკნელი რამოდენიმე წელი თქვენი კარიერია ქარიშხალივით წარიმართა. არ გგონია, რომ ყველაფერი სწრაფად განვითარდა, როგორ გაიხსენებ უკანასკნელ ორ სეზონს?

ვფიქრობ, დიახ. გასულ სეზონში არ მეგონა, რომ პირველ გუნდში თამაშის შესაძლებლობა მომეცემოდა. მახსოვს სეზონის დასაწყისი, როდესაც ოფისში მთავარ მწვრთნელთან მივედი და ვუთხარი, რომ არენდით წასვლა მსურდა, მაშინ გუნდის ნაწილად ქცევის დაპირება მივიღე. მწვრთნელთან მისვლა იყო თუ არა სწორი გადაწყვეტილება ამაზე ვფიქრობდი, თუმცა შედეგად მე უფრო მეტი ვითამაშე ვიდრე მანამდე იყო. უკანასკნელი ექვსი თვე განსაკუთრებულად გამორჩეული და შესანიშნავი იყო, ვითამაშე "სუონსის" შემადგენლობაში და დებიუტიც შედგა ეროვნულ ნაკრებში.

როგორ აღწერ შენს თამაშს იმ გულშემატკივრებისთვის, რომელსაც ჯერ კიდევ არ უნახია შენი ასპარეზობა?

ვიტყოდი, რომ თავდაჯერებული და გაბედული თამაში მიყვარს. მე ჩემი გუნდისთვის ბურთის დაჭერის გარდა, მცველებისთვის უკანდახევაც მიყვარს. ვიტყოდი, რომ სწრაფი მოთამაშე ვარ.

კარგი გავლენა მოიპოვეთ ეროვნულ ნაკრებშიც, რომელსაც რაიან გიგზი წვრთნის. მოახდინა თუ არა მან თქვენს გადაწყვეტილებაზე შთაბეჭდილება?

დიახ, ჩემი "იუნაიტედში" გადასვლა მეტწილად რაიან გიგზის დამსახურებაა. მან მომცა შანსი მეთამაშა "სლოვაკეთის" წინააღმდეგ, ხოლო პირველ 5 წუთში გოლის გატანა კი დაუჯერებელი ფაქტი იყო ჩემთვის. მან თავდაჯერება შემმატა, გიგზი "სუონსის" მატჩებს ესწრებოდა, შემნიშნა და შანსი მომცა, ამ ყველაფრისთვის მადლიერებას გამოვხატავ მის მიმართ.

უკვე ესაუბრეთ ოლე გუნარ სოლსკიაერს, განიხილეთ თუ არა მისი გეგმები თქვენს შესახებ?

დიახ, ჩემი "იუნაიტედში" მოსვლისთანავე ჩვენ ვისაუბრეთ. მას მომავალი რამოდენიმე წლის განმავლობაში განსახორციელებელი ამბიციური გეგმები აქვს. ის ეძებს მშრომელ ფეხბურთელებს რომელიც შიმშილს გრძნობენ გამარჯვებისგან, ფეხბურთელებს რომელიც რთულ სამუშაოს შეასრულებენ. ამ პროექტის მჯერა, სწორედ ერთ ერთი ასეთი ფეხბურთელი ვარ. მინდა ვიმუშავო, ეს ის გამოწვევაა რომლისთვისაც მზად ვარ". - განაცხადა დასასრულს დანიელ ჯეიმსმა
ჯეიმსის პირველი ინტერვიუ "იუნაიტედის" ფეხბურთელის რანგში ჯეიმსის პირველი ინტერვიუ "იუნაიტედის" ფეხბურთელის რანგში ჯეიმსის პირველი ინტერვიუ "იუნაიტედის" ფეხბურთელის რანგში ჯეიმსის პირველი ინტერვიუ "იუნაიტედის" ფეხბურთელის რანგში ჯეიმსის პირველი ინტერვიუ "იუნაიტედის" ფეხბურთელის რანგში ჯეიმსის პირველი ინტერვიუ "იუნაიტედის" ფეხბურთელის რანგში ჯეიმსის პირველი ინტერვიუ "იუნაიტედის" ფეხბურთელის რანგში ჯეიმსის პირველი ინტერვიუ "იუნაიტედის" ფეხბურთელის რანგში ჯეიმსის პირველი ინტერვიუ "იუნაიტედის" ფეხბურთელის რანგში ჯეიმსის პირველი ინტერვიუ "იუნაიტედის" ფეხბურთელის რანგში ჯეიმსის პირველი ინტერვიუ "იუნაიტედის" ფეხბურთელის რანგში ჯეიმსის პირველი ინტერვიუ "იუნაიტედის" ფეხბურთელის რანგში ჯეიმსის პირველი ინტერვიუ "იუნაიტედის" ფეხბურთელის რანგში ჯეიმსის პირველი ინტერვიუ "იუნაიტედის" ფეხბურთელის რანგში ჯეიმსის პირველი ინტერვიუ "იუნაიტედის" ფეხბურთელის რანგში
ინტერვიუები, სურათები
15 კომენტარი
№1
ავტორი: MoiSa
15 ივნისი 2019 22:43
  • სიახლეები: 57
  • კომენტარები: 17
წარმატებები

წარმატებები
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Alex ferguson made his own epoch. Love u Legend <3
№2
ავტორი: 100%Red
15 ივნისი 2019 22:51
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
ეჰ ამას არ დაჯერდნენ მეშინია no

ეჰ ამას არ დაჯერდნენ მეშინია no
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
15 ივნისი 2019 23:15
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მთავარია პირველი და უკანასკნელი ტრანსფერი არ იყოს ამ ფანჯარაზე
0
№4
ავტორი: ikeoni
15 ივნისი 2019 23:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Magari imedi maqvs am bichis
0
№5
ავტორი: LASHQARA
15 ივნისი 2019 23:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
დენიელის მსგავსად არავინ იცნობდა ბექემს, გიგზს, სქოულზს და იმ თაობას ვინც მანჩესტერს ტიტულების 70% მოაგებინა და ვინც მე პირადად ეს გუნდი და ფეხბურთი შემაყვარა love am
3
№6
ავტორი: Old Red Devil
15 ივნისი 2019 23:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 986
ე.ი რა ხდება.ლუკაკუ ცალი ბაყვით ინტერშია.საუბარია რო მარსიალს 11 აღარ ექნება და ალბათ 9 მისცემენ.და რა გამოდის რო ეღირსება ცენტრში ყომარი და ის შტერი მორბენალი მარჯვნივ ან მარცხნივ გაიწევს?ანუ ჯეიმსი და რეშფორდი ფლანგებზე იქნებიან?იბაწწწ რა.ტვინის ყველა ნაოჭი მტკივა ამათზე ფიქრით.
1
№7
ავტორი: The Special One
15 ივნისი 2019 23:49
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
ციტატა: Old Red Devil
ე.ი რა ხდება.ლუკაკუ ცალი ბაყვით ინტერშია.საუბარია რო მარსიალს 11 აღარ ექნება და ალბათ 9 მისცემენ.და რა გამოდის რო ეღირსება ცენტრში ყომარი და ის შტერი მორბენალი მარჯვნივ ან მარცხნივ გაიწევს?ანუ ჯეიმსი და რეშფორდი ფლანგებზე იქნებიან?იბაწწწ რა.ტვინის ყველა ნაოჭი მტკივა ამათზე ფიქრით.

რეშფორდი მარჯვნივ არის კატასტროფა,გინდ სმოლინგი დაგიყენებია და გინდ ეგ ;დ მარა ალბათ ჯეიმსი და რეში გაინაწილებენ მაინც ფლანგებს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№8
ავტორი: PaLoMo
15 ივნისი 2019 23:58
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
ის ეძებს მშრომელ ფეხბურთელებს რომელიც შიმშილს გრძნობენ გამარჯვებისგან, ფეხბურთელებს რომელიც რთულ სამუშაოს შეასრულებენ. ამ პროექტის მჯერა, სწორედ ერთ ერთი ასეთი ფეხბურთელი ვარ.

ეს მომეწონა მშრომელ და მოშიებულ ფეხბურთელებს ეძებსო.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№9
ავტორი: Malboro463
16 ივნისი 2019 01:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
მშრომელი და მოშიებული ფეხბურთელები კაია მარა რამდენად გამოსადეგები არიან ეგა მოსაკითხი. ასეთი ტრანსფერებით ევერტონს თუ გავუწწვთ კონკურენციას
0
№10
ავტორი: ikeoni
16 ივნისი 2019 02:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ციტატა: LASHQARA
დენიელის მსგავსად არავინ იცნობდა ბექემს, გიგზს, სქოულზს და იმ თაობას ვინც მანჩესტერს ტიტულების 70% მოაგებინა და ვინც მე პირადად ეს გუნდი და ფეხბურთი შემაყვარა love am

კი ბატონო
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top