ზაფხულის მიიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე, "მანჩესტერ იუნაიიტედის" სატრანსფერო პოლიტიკა ძირითადად მიმართული ბრიტანელი ფეხბურთელებისკენ იქნება. "წითელმა ეშმაკებმა" უკვე დაიმატეს ახალგაზრდა ნიჭიერი უელსელ შემტევი დენიელ ჯეიმსი. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კლუბი ლეგიონერ ფეხბურთელებს არ დაიმატებს.
The Independent-ი წერს, რომ ინგლსის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის მომავალი პრიორიტეტული სატრანსფერო სამიზნე, "ლესტერის" შემტევი ნახევარმცველის ჯეიმს მედისონის გადაბირება იქნება, რომელიც წარმოშობით ინგლისელი გახლავთ.
აღნიშნული წყაროს ცნობით, 22 წლის ფეხბურთელი ოლე გუნარ სოლსკიაერისთვის ერთ ერთი მთავარი სამიზნე იქნება. "ლესტერმა" შესაძლოა მედისონის სანაცვლოდ 60 მილიონი ფუნტი სტერლინგი მოითხოვოს.
ჯეიმს მედისონი "მელიებმა" 20 მილიონ ევროდ გასულ სეზონში "ნორვიჩი"- დან შეიძინეს.