თბილისი:
მანჩესტერი:
10-06-2019, 17:29
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 1569,
კომენტარები: 9
პოგბა მზადაა "იუვენტუსში" დაბრუნდეს
ფრანგ ნახევარმცველს ყოფილ კლუბში დაბრუნებას სურს.
პოგბა მზადაა
იტალიური Corriere dello Sport-ის ცნობით, პოლ პოგბა მზადაა, ყოფილ კლუბს, ტურინის "იუვენტუსს" მიაშუროს. იტალიელების მთავარ პრობლემას ფინანსური ფეარ-პლეის წესების დაცვა წარმოადგენს, ფრანგის გადაბირებისთვის მათ რამდენიმე ფეხბურთელის დათმობა მოუწევთ. Tuttomercato-ის ინფორმაციით, ტურინელები ტრანსფერზე ოთხ ფეხბურთელს, მატია პერინის, მარიო მანჯუკიჩს, ჟოაო კანსელოს და ხუან კუადრადოს დააყენებენ. მათი სატრანსფერო ღირებულება დაახლოვებით 100 მილიონ ფუნტს შეადგენს.

"ოლდ ტრაფორდზე" რეგულარული სათამაშო პრაქტიკის არქონის გამო 2012 წელს პოგბა სწორედ "იუვენტუსში" გადავიდა, სადაც ოთხი წარმატებული სეზონი გაატარა და 2016 წელს რეკორდული თანხის სანაცვლოდ "იუნაიტედში" დაბრუნდა. ფრანგმა შერეული გამოცდილება მიიღო მანჩესტერში თავისი მეორედ ჩასვლის შემდეგ და 135 შეხვედრაში 31 გოლი გაიტანა.

პოგბას შეძენით მადრიდის "რეალიც" ინტერესდება და ნახევარმცველმა ჭორებს კიდევ უფრო მეტი გასაქანი მისცა, როცა აპრილში განაცხადა, რომ "ბერნაბეუზე" თამაში ყველას ოცნება იყო.

ფრანგ ნახევარმცველს "იუნაიტედთან" კონტრაქტი 2021-წლამდე აკავშირებს. ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს კონტრაქტის ავტომატურად 1 წლით გახანგრძლივებას.
ჭორები
9 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
10 ივნისი 2019 17:38
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ბიჭო რაღაც ჭორების გამო რატო გეშლებათ ნერვები :დდდ ასე დაწერენ 1000 ჯერ და ბოლოს სეზონს აქ დაიწყებს
0
№2
ავტორი: Chesterman
10 ივნისი 2019 18:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 677
არ წავა და არც გაუშვებენ წელს მინიმუმ

ისე გრიცმანმა რაღაცები დავთმეო ახალ გუნდში გადასვლითო და ჩვენთან ხოარ მოდის )))
0
№3
ავტორი: kobinio
10 ივნისი 2019 18:28
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ვის ჭირდება ისეთი ფეხბურთელი ვინც სხვა გუნდზე ოცნებობს,ამას არ მალავს და თან როცა უნდა თამაშობს როცა უნდა არა
0
№4
ავტორი: ikeoni
10 ივნისი 2019 18:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ციტატა: Chesterman
არ წავა და არც გაუშვებენ წელს მინიმუმ

ისე გრიცმანმა რაღაცები დავთმეო ახალ გუნდში გადასვლითო და ჩვენთან ხოარ მოდის )))

მეც ეგ ვიფიქრე ძმა:))) ბრუნოს მალე გავიფორმებთ
0
№5
ავტორი: datasta25
10 ივნისი 2019 19:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
მაგრად მკიდია ეს რაზე ოცნებობს, გამოვა და ითამაშებს, ვუდვორდი ამით ბევრ ფულს აკეთებს, ოლეს უნდა რო დატოვოს, ვსო მოყომარებულია, ეს ან დარჩება ან თუ წავა რაღაც არანორმალური ოდენობის თანხას მივიღებთ, ორივე შემთხვევაში გვაწყობს, ამიტომ ამაზე არ ვფიქრობ
0
№6
ავტორი: Old Red Devil
10 ივნისი 2019 21:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 986
ნეტა ოლემ გამოიბას კვერცხები და პერეირა-ფრედი იყვნენ სასტავში ეს კი ზამენაზე 88 წუთზე შემოდიოდეს
0
№7
ავტორი: PaLoMo
10 ივნისი 2019 21:26
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
ციტატა: ikeoni
ციტატა: Chesterman
არ წავა და არც გაუშვებენ წელს მინიმუმ

ისე გრიცმანმა რაღაცები დავთმეო ახალ გუნდში გადასვლითო და ჩვენთან ხოარ მოდის )))

მეც ეგ ვიფიქრე ძმა:))) ბრუნოს მალე გავიფორმებთ

კაროჩე გრიზუ ტუ გადმოვა შანსი არაა რო პოგბა სადმე წავიდეს.
დე ხეას თუ არუნდა დარჩენა ობლაკი იდეალური შემცვლელი იქნება.
ფერნანდეში მომეწონა რადგან შორეული დარტყმები ნაყვარება დალშე მისი თამაში არვიცი.
ბეილი იჯარით თუ მოიყვანეს დაგვხატავს.
რავიოც თუ უფასოდ გაიფორმეს ვაბშე ხო მაგარი იქნება და ბოლოს მცველებიც რო მოიყვანონ მაგ. ბოატენგი და ბისაკა კაი ვარიანტია და მარჯვენა მცველიც.
2
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№8
ავტორი: stepno
11 ივნისი 2019 01:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
პირველ რიგში არსად არ წავა და მერე მეორე იუვეში ხო შანსიი არაა დაბრუნების. დიდი სისიულელეა და დიდი ჭორია
0
№9
ავტორი: SANDROGRIGA
11 ივნისი 2019 16:32
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ხვალ სხვა დაიწერება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top