9-06-2019, 22:03
ნანახია: 1982,
კომენტარები: 10
skysports: "კრისტალ პალასმა" "იუნაიტედს" უპასუხა
ლონდონელებმა პირველივე წინადადებას უპასუხეს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მიერ "კრისტალ პალასისთვის" შეთავაზებული 40 მლნ. ფუნტი უარყოფილია.
"იუნაიტედს" ანტონიო ვალენსიას გრძელვადიანი შემცვლელი სჭირდება და სწორედ ამიტომ ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრების წევრს დაადგა თვალი.
ვან-ბისაკას "პალასთან" მოქმედი კონტრაქტით სამი წელი აკავშირებს და მასში მინიმუმ 60 მლნ. ფუნტს მოითხოვს.
21 წლის ფეხბურთელმა ლონდონური კლუბის რიგებში თავისი სადებიუტო შეხვედრა 2018 წლის თებერვალში ჩაატარა და მას შემდეგ ჯამში 39-ჯერ მოირგო გუნდის მაისური.
წყარო:
skysports
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.