თბილისი:
მანჩესტერი:
8-06-2019, 20:17
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2088,
კომენტარები: 5
პეპემ თავისი არჩევანი უკვე გააკეთა
ნიკოლა პეპე ახალ გამოწვევას ეძებს.
პეპემ თავისი არჩევანი უკვე გააკეთა
ნიკოლა პეპეს პრემიერ ლიგაში გადასვლას მიუნხენის "ბაიერნის" მაისურის მორგება ურჩევნია.

"ლილის" 24 წლის ვინგერი, რომლითაც "ლივერპული" და "მანჩესტერ იუნაიტედი" ინტერესდებიან, ბუნდესლიგის ჩემპიონებისგან სარფიან წინადადებას იღებს.

"მანჩესტერ სიტის" შემტევთან, ლეროი სანესთან კონტრაქტის პირობების ვერ შეთანხმების შემდეგ "ბაიერნმა" თავისი ყურადღება კოტ დ'ივუარელ ფეხბურთელზე გადაიტანა და "ლილს" მასში 70 მლნ. ფუნტს სთავაზობს.

საფრანგეთში დაბადებულ ფეხბურთელს ოლე გუნარ სოლსკიაერიც აკვირდება, ვინაიდან მას "იუნაიტედში" ახალგაზრდა მარჯვენა ვინგერის შეძენა სურს შეტევის გასაძლიერებლად.

პეპეს კარგი თამაში კი უყურადღებოდ არ დარჩენია ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორ იურგენ კლოპსაც, რომელსაც შეტევაში ახალი ძალები სჭირდება.

"ბაიერნი" კი პეპეს კლუბიდან წასული ფრენკ რიბერისა და არიენ რობენის შემცვლელად მოიაზრებს და მასში დიდი თანხის გადახდასაც არ მოერიდება.

წყარო: the sun
ახალი ამბები, ჭორები
5 კომენტარი
№1
ავტორი: datasta25
8 ივნისი 2019 20:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
ლივერპულში იასნია არ უნდა სკამზე დასაჯდომად ისედაც ცოდოა ეს კაცი, და დარჩა ბაიერნი მანჩე და ადვილი მისახვედრი იყო ვის აირჩევდა ამ ორში, ყველას კლეზე ვკიდივართ უკვე, რაღა მანჩესტერ იუნაიტედი და რაღა უესკა
0
№2
ავტორი: ikeoni
8 ივნისი 2019 20:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11612
Arada Ra magari bichia Es teslaki
0
№3
ავტორი: Malboro463
8 ივნისი 2019 21:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5888
სხვა ევროპის გრანდები რომ დაკომპლექტებიან მერე გვექნება ჩვენ შანსი :დ დავთარში მყავს 3-4 კარგი ვინგერი თუ უნდათ ვეტყვი და ის იყიდონ პეპეზე გული როგორ უნდა დაგწყდეს დ
0
№4
ავტორი: Lalana
9 ივნისი 2019 02:12
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2347
ციტატა: Malboro463
სხვა ევროპის გრანდები რომ დაკომპლექტებიან მერე გვექნება ჩვენ შანსი :დ დავთარში მყავს 3-4 კარგი ვინგერი თუ უნდათ ვეტყვი და ის იყიდონ პეპეზე გული როგორ უნდა დაგწყდეს დ

მოიცა კაცო ჯერ აკვირდებიან რა არის საჩქარო :დ არა და მაგარი ბიჭია და დიდი სიამოვნებით მივესალმბოდი მის ტრანსფერს.რამდენი ხანია ამ მარჯვენა ფლანგზე უჭირს გუნდს და ერთი წესიერი ფეცბურთელი კი არა საერთოდ არ მოუყვანიათ მაგ ფლანგზე არავინ.საერთოდ ფლანგის შემტევები საერთოდ არ გვყავს გუნდში თუ რაშფორდს არ ჩავთვლით დს ნუ ახლა ჯეიმსიც დავიმატეთ.მარჯვენა ფლანგზე კი ეტყობა ისევ ლინგარდის იმედი აქვთ.
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
9 ივნისი 2019 13:32
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ეს წავა ბაიერნში ალბათ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top