თბილისი:
მანჩესტერი:
8-06-2019, 20:02
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1982,
კომენტარები: 5
"იუნაიტედი" 15 ფეხბურთელმა დატოვა
კლუბის ოფიციალური განცხადება.
წელიწადის ამ დროს რამდენიმე ფეხბურთელის კონტრაქტის ვადა იწურება და "მანჩესტერ იუნაიტედი" 2019/20 წლების სეზონისთვის მზადებას ახალი შემადგენლობით იწყებს.

პირველი გუნდის შემთხვევაში კლუბმა დაადასტურა, რომ ანდერ ერერასა და ანტონიო ვალენსიას დაემშვიდობა, ხოლო ხუან მატას ახალი კონტრაქტი შესთავაზა.

23-წლამდელთა შემადგენლობიდან კი ახალი კონტრაქტი შესთავაზეს ეიდენ ბარლოუს. ახალი პირობები შესთავაზეს მეკარეებს, ალექს ფოიტიჩეკსა და პოლ ვულსტონს, ისევე, როგორც იტალიელ მცველ ლუკა ერკოლანის.

სხვა რამდენიმე ფეხბურთელი კი, რომლებმაც გასული სეზონი იჯარით გაატარეს სხვა კლუბში, ახალი კარიერული გამოწვევის წინაშე დგანან, ვინაიდან მათ ახალი კლუბის მოძებნა მოუწევთ. ასეთები კი გახლავთ რეგან პული, ზაკ დირნლი, ტომ სანგი, კალუმ ფელანი, მეთი უილოკი და ჯეიმს უილსონი.

კლუბი ასევე დატოვეს მეთიუ ოლოსუნდემ, ტაირელ უორენმა, დი-ჯეი ბუფონჟმა, კალუმ გრიბინმა, ჯოშ ბოჰუიმ, ჯეიმს ტომპსონმა და მილენ ბაარსმა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კალუმ გრიბინმა გადაწყვიტა, ტრავმის გამო კარიერა დაასრულოს და ცხოვრებაში ახალი მოწოდება იპოვოს.

წყარო: manutd.com
ახალი ამბები
5 კომენტარი
№1
ავტორი: datasta25
8 ივნისი 2019 20:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
გრიბინი შემეცოდა, მგონი ყველას გვეგონა თავის დროზე რო დიდ ფეხბურთს ითამაშებდა, დანარჩენები არ ვიცი ვინები იყვნენ, პირველ გუნდს მიედეთ პირველს, იქიდან უფრო ბევრია გასაშვები
0
№2
ავტორი: ikeoni
8 ივნისი 2019 20:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
Au Ra gveshveleba neta vis yidvas vapirebt Ra xdeba Saertod Cota dagvamshvidon mainc:((
0
№3
ავტორი: Dato kutaisi
8 ივნისი 2019 21:08
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ბოჰუიზე დამწყდა გული ახალგაზრდებიდან.Fifa 19 ში სულ ვავარჯიშებდი და მაგრად მოვხოდე.პირველი გუნდი დააყენეთ თქვე ჩემისებო
0
№4
ავტორი: Malboro463
8 ივნისი 2019 21:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ტუანზებეს მიჩელს და ჯექსონს ვის უნახავენ ვილსონის ერტად რატო არ გაყიდეს
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
9 ივნისი 2019 13:33
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
პირველ გუნდში ისევ არაფერი ხდება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top