თბილისი:
მანჩესტერი:
22-02-2013, 23:40
ავტორი: Esi,
ნანახია: 2977,
კომენტარები: 29
13 საუკეთესო...
მანჩესტერ იუნაიტედის 13 საუკეთესო თავდამსხმელი,რომლებმაც ფერგიუსონის ეპოქაში ითამაშეს...
13 საუკეთესო...
იმ დროიდან,როდესაც სერ ალექსი მანჩესტერ იუნაიტედში მოვიდა,მრავალმა ფეხბურთელმა გამოიარა მისი მწვრთნელობის პერიოდში და მათ შორის თავდამსხმელებმა.სერ ალექსის გუნდში ყოველთვის იყო საუკეთესო დონის თავდამსხმელი.ამ ტრადიციას ფერგიუსონი ახლაც არ არღვევს და მას ისეთი თავდამსხმელები ჰყავს,როგორებიც უეინ რუნი,რობინ ვან პერსი,ხავიერ ერნანდესი და დანი უელბეკი არიან.ამ სტატიაში შემოგთავაზებთ 13 საუკეთესო თავდამსხმელს,რომელიც მანჩესტერ იუნაიტედში ასპარეზობდა სერ ალექსის პერიოდში...

13.ბრაიან მაკლერი
13 საუკეთესო...
ბრაიან ჯონ მაკლერი შოტლანდიელი ფეხბურთელი,რომელიც მანჩესტერ იუნაიტედში 11 წლის მაძილზე ასპარეზობდა.მან საფეხბურთო კარიერა ასტონ ვილაში დაიწყო,შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და სელტიკში ჩაირიცხა.1987 წლის ივლისში ის მანჩესტერ იუნაიტედში გადავიდა.სატრანსფერო ღირებულება კი £850,000-ს შეადგენდა.11 წლის მანძილზე მან კლუბის მაისურით 468 შეხვედრა ჩაატარა და 126 გოლის გატანა მოახერხა ყველა ტურნირის გათვალისწინებით.მან თავის პირველ სეზონში მანჩესტერ იუნაიტედის მაისურით პრემიერ ლიგაში გაიტანა 24 გოლი.მისი პირველი გოლი იუნაიტედის რიგებში კი უოტფორდის წინააღმდეგ იყო,რომელიც „წითელმა ეშმაკებმა“ 2-0 მოიგეს.ის დროდადრო ერთ-ერთი საუკეთესო ფიგურა გახლდათ კლუბში.როგორც უეინ რუნის,ასევე მაკლერისაც კლუბში რამდენიმე პოზიციაზე უწევდა ხოლმე თამაში.ერიკ კანტონას კლუბში გადმოსვლის შემდეგ მისი პოზიცია შეიცვალა და ის როი კინს შეუწყვილდა ნახევარდაცვაში.




12.ტედი შერინგემი
13 საუკეთესო...
1997 წლის ივნისში ინგლისელი ფეხბურთელი ტედი შერინგემი ტოტენჰემ ჰოთსპურსიდან მანჩესტერ იუნაიტედში გადავიდა,რაც კლუბს £3.5 მილიონი დაუჯდა.მისი პირველი სეზონი პრემიერ ლიგაში კარგი ნამდვილად არ ყოფილა,რადგან ის ყოველგვარი ტიტულის გარეშე დარჩა,თვითონ ფეხბურთელმა კი 14 გოლის გატანა შეძლო ყველა ტურნირზე.ამის შემდეგ კი ის ხშირად სათადარიგოთა სკამზე იჯდა ხოლმე,მაგრამ ის ყოველთვის რჩებოდა სერ ალექსის ერთ-ერთ მთავარ იმედად და ეს იმედი გაუმართლდა კიდეც ნოუ კამპზე,1999 წლის ფინალი,ბაიერნი-მანჩესტერ იუნაიტედი,სადაც ბოლო წუთებამდე „წითელი ეშმაკები“ მარცხდებოდნენ და სწორედ შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელებმა კლუბი ტრიუფამდე მიიყვანეს და ამ ყველაფერში ლომის წვლილი სწორედ შერინგემმა დაიდო.ინგლისელმა ფეხბურთელმა მანჩესტერ იუნაიტედის მაისურით 898 მატჩი ჩაატარა და აქედან 355 გოლის გატანა მოახერხა.




11.ხავიერ “ჩიჩარიტო“ ერნანდესი
13 საუკეთესო...
სერ ალექს ფერგიუსონის მიერ აღმოჩენილი ფეხბურთელებიდან,რომლებმაც შოტლანდიელის იმედები გაამართლეს ერთ-ერთი სწორედ ჩიჩარიტოა.2010 წლის 8 აპრილს ხავიერ ერნანდესი დათანხმდა მანჩესტერ იუნაიტედის შემოთავაზებას და ჩაირიცხა ინგლისურ გრანდში.მისი სადებიუტო სეზონი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა თვითონ ფეხბურთელისთვის და კლუბისათვის.ის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი იყო პრემიერ ლიგის მე-19-ედ მოგების.მას შესანიშნავი ალღო აქვს გოლის გატანისა და ამით მას ოლე გუნარ სოლსკიაერსაც ადარებდნენ და „ოქროს ბიჭუნას“ მსგავსად ჩიჩარიტო ერთ-ერთი მთავარი კოზირია სერ ალექსის გუნდში.მექსიკელ ფეხბურთელს ამ დროისათვის 107 შეხვედრა აქვს ჩატარებული მანჩესტერ იუნაიტედის მაისურით და 47 გოლი აქვს გატანილი.




10.დიმიტარ ბერბატოვი
13 საუკეთესო...
ოჰ დიმი,დიმი...

ბულგარელი შეძენილი იქნა ტოტენჰემიდან,რომელზედაც თავიდან ძალიან დიდ იმედებს ამყარებდნენ,რაც საბოლოოდ მან სრულად ვერ შეასრულა.2008 წლის 1 სექტემბერს დიმიტარ ბერბატოვი კლუბმა ტოტენჰემიდან კლუბისთვის რეკორდულ თანხად £30 მილიონად იქნა შეძენილი.მისი დებიუტი წარმატებული ნამდვილად არ ყოფილა მანჩესტერ იუნაიტედისთვის,რომელიც ლივერპულთან 2-1 დამარცხდა,ამ შეხვედრაში ბულგარელმა კარლოს ტევესს საგოლე გადაცემა გაუკეთა.მისი სადებიუტო გოლი კი ოლბორგის წინააღმდეგ გახლდათ,რომელიც იუნაიტედმა 3-0 მოიგო.მაგრამ მისი კარიერა მანჩესტერ იუნაიტედში ნელ-ნელა უკან მიდიოდა,რაზეც მეტყველებს ის,რომ ხშირად დიმიტარი სათადარიგოთა სკამზე იჯდა ან კიდევ საერთოდ განაცხადის მიღმა რჩებოდა.ბერბატოვი გახდა 50-ე ფეხბურთელი,რომელიც მანჩესტერ იუნაიტედის მაისურით 50-ზე მეტი გოლის გატანა მოახერხა ყველა ტურნირზე.2010-2011 სეზონი მისთვის ძალიან წარმატებული აღმოჩნდა,რადგანაც ის გუნდისა და პრემიერ ლიგის ბომბარდირი გახდა კარლოს ტევესთან ერთად,მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად მან 2012 წელს მაინც დატოვა კლუბი და ლონდონის ფულჰემში გადავიდა.იუნაიტედის მაისურით მან 149 მატჩი ჩაატარა და 56 გოლი გაიტანა.




9.დვაით იორკი
13 საუკეთესო...
დვაით იორკი და ანდი კოული თუ უეინ რუნი და რობინ ვან პერსი? რომელია საუკეთსო წყვილი მანჩესტერ იუნაიტედის ისტორიაში? იორკი იმ წარმომადგენლებს ეკუთვნის,რომლებმაც 1999 წელი საუკეთესო ჰქონდათ კლუბის ისტორიაში,მათ ხომ შესძლეს და „ტრებლი“ გააკეთეს.იორკისა და კოულის წყვილი კი ერთ-ერთი საუკეთესო იყო იმ პერიოდში.როდესაც ფერგიუსონმა £12.6 მილიონი გადაიხადა თავის დროზე ამ ფეხბურთელში,ბევრმა სკეპტიკურად დაუწყო ამ ტრანსფერს ყურება,მაგრამ იორკმა კრიტიკოსები გააჩუმა და კოულთან ერთად საუკეთესო ფეხბურთელი იყო კლუბში.მეტიც თამამად შეიძლება ითქვას,რომ ინგლისის ფეხბურთის ისტორიაში იორკისა და კოულის წყვილი ერთ-ერთი საუკეთესო იყო.მან იუნაიტედში მხოლოდ და მხოლოდ 4 სეზონი გაატარა და ამ პერიოდში მან 147 მატჩი ჩაატარა და 65 გოლის გატანა მოახერხა.ასევე 1999 წელს მოიგო ტრებლი,რომლის მიღწევაში ლომის წვლილი დაიდო იორკმა.




8.ოლე გუნარ სოლსკიაერი
13 საუკეთესო...
ფეხბურთელი,რომლის ხსენების დროს 1999 წლის ფინალი ბაიერნი-მანჩესტერ იუნაიტედის დაპირისპირება გახსენდება,სადაც ნორვეგიელმა ფეხბურთელმა კლუბს ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა.ეს იყო მისი ერთ-ერთი ყველაზე დაუვიწყარი და საუკეთესო შეხვედრა,რაც მას იუნაიტედის რიგებში ჰქონია.ფეხბურთელი,რომელიც იუნაიტედის გულშემატკივრებს ყოველთვის დაამახსოვრდებათ,როგორც „მკვლელი ბავშვის სახით“.სწორედ ეს გახლდათ მისი ზედმეტსახელი „წითელ ეშმაკებში“ ყოფნისას.მას ძალიან ბევრი საერთო აქვს თანამედროვე მანჩესტერის ერთ-ერთი ფორვარდთან ჩიჩარიტოსთან.მსგავსად ჩიჩარიტოსი,სოსლკიაერი სწორედ იქ იყო,სადაც უნდა ყოფილიყო.მას საოცარი გოლის გატანი ალღო ჰქონდა.ძირითადად სკამზე უწევდა ხოლმე ჯდომა,მაგრამ ის ფერგიუსონის კოზირი იყო,როგორც შეცვლაზე შესული ფეხბურთელი.366 შეხვედრიდან,რომელიც მან მანჩესტერ იუნაიტედის რიგებში ჩაატარა 126 გოლი გაიტანა.




7.მარკ ჰიუზი
13 საუკეთესო...
1980 წელს უელსელი ფეხბურთელი მანჩესტერ იუნაიტედში გადავიდა.მსგავსად სხვა მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდებისა მარკ ჰიუზიც ძალიან სწრაფად გახდა კლუბის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა.პირველ სეზონში ყველა ტურნირზე 55 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 25 გოლის გატანა მოახერხა.1985-86 წლებში მან 20 გოლი გაიტანა.ჰიუზი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თავდასხმელი იყო,როგორც მანჩესტერისთვის,ასევე უელსის ნაკრებისთვის.საბოლოოდ მარკ ჰიუზიმ მანჩესტერ იუნაიტედის მაისურით 463 შეხვედრა ჩაატარა და 167 გოლი გაიტანა.მანჩესტერიდან კი ის კატალონიურ კლუბ ბარსელონაში £2 მილიონად გადავიდა.




6.ენდი კოული
13 საუკეთესო...
ენდი კოული ნიუკასლ იუნაიტედიდან 1995 წლის 10 იანვარს გადავიდა მანჩესტერ იუნაიტედში £7 მილიონად,ის თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალი იყო და იმ დროისათვის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა მანჩესტერ იუნაიტედისათვის.პირველ სეზონში მან პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 18 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა.როგორც უკვე ზემოთ მოგახსენეთ კოულისა და იორკის წყვილი ერთ-ერთი საუკეთესო იყო ბრიტანული ფეხბურთის ისტორიაში.ბევრ ფეხბურთის გულშემატკივარს მტკივნეულად ახსოვს მისი გაცუდებული მომენტები,მაგრამ ასევე არავის დაავიწყდება ის ფაქტი,რომ მას არც თუ ისე ბევრი მატჩი აქვს ჩატარებული ინგლისის ნაკრების მაისურით.თუ შენ მისი თამაშებისთვის გიდევნებია თვალი,მაშინ დარწმუნდები,რომ კოულისნაირი ფეხბურთელები ძალიან ცოტა თუ ახსოვს საფეხბურთო ისტორიას.კოულმა მანჩესტერ იუნაიტედში 275 მატჩი ჩაატარა და 121 გოლი გაიტანა.




5.უეინ რუნი
13 საუკეთესო...
თუ უეინ რუნი კარიერას მანჩესტერ იუნაიტედში დაასრულებს,მაშინ ის ამ განყოფილებაში ნომერ პირველი გახდება სამომავლოდ.თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი თვალსაჩინო ფეხბურთელი,რომელსაც რამდენიმე პოზიციაზე ერთად შეუძლია თამაში.გუნდისთვის ნამდვილი მეომარი და ერთ-ერთი საუკეთესო თავის პოზიციაზე.ის მსოფლიო კლასის თავდამსხმელია.რუნისნაირი აღნაგობისა და ნიჭის მქონდე ფეხბურთელები კი ძალიან იშვიათები არიან საფეხბურთო სამყაროში.წლების წინ ის ევერტონიდან გადმოვიდა მანჩესტერ იუნაიტედში და სერ ალექსმა შესძლო და აქცია ის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად.თუ ადრე უეინი უხეშობით გამოირჩეოდა ახლა ის გაწონასწორებული ფეხბურთელია და ხშირ შემთხვევებში ახერხებს თავის ხელში აყვანას,მაგრამ შიგადაშიგ „ძველი ქცევებიც“ ახსენდება ხოლმე.ფეხბურთის მცოდნეთა ბევრი ნაწილი უეინ რუნის აიგივებს დუნკან ედვარდსთან.დღესდღეობით რუნიმ მანჩესტერ იუნაიტედის მაისურით 391 მატჩი ჩაატარა და 194 გოლი გაიტანა.




4.ერიკ კანტონა
13 საუკეთესო...
არის ერიკ კანტონა თავდამსხმელი? მსგავსად უეინ რუნისა,ერიკი გახლდათ ფეხბურთელი,რომელსაც თითქმის ყველგან შეეძლო თამაში.ის იყო მსოფლიო დონის ფეხბურთელი,მაგრამ ერთის მხრივ არ გაუმართლდა ნაკრებში,რადგანაც მისი კონკურენტი ზინედინ ზიდანი გახლდათ.ის ყოველთვის დარჩება მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდად.ის ყველაზე მომგებიან ფასად იქნა შეძენილი,სულ რაღაც ნახევარ მილიონ ფუნტ სტერლინგად.5 სეზონის განმავლობაში,რომელიც კანტონამ ოლდ ტრაფორდზე გაატარა შეძლო და მოიგო 9 ტიტული.ალბათ წარმოუდგენლად უნდა მოგეჩვენოს ის,რომ ნამდვილ ფეხბურთის გულშემატკივრებს კანტონას „კუნ-ფუ“ დაავიწყდეთ.მანჩესტერ იუნაიტედში ფრანგმა ფეხბურთელმა 185 შეხვედრა ჩაატარა და 82 გოლი გაიტანა.




3.რუუდ ვან ნისტერლოი
13 საუკეთესო...
სტატისტიკას არ შეუძლია მოგატყუოს.ჰოლანდიელი თავდამსხმელი რუდ ვან ნისტერლოი თავის დროზე მართლაც იყო გოლების მანქანა.ყველა თავდამსხმელს თავისებური გოლის გატანი ალღო და თამაშის სტილი აქვს,მაგრამ ჰოლანდიელი სულ სხვა დონის ფორვარდი გახდლათ მანჩესტერ იუნაიტედის რიგებში.რობინ ვან პერსის,რომელზედაც ამის შემდეგ ვისაუბრებთ აიგივებენ ვან ნისტერლოისთან.ორივე ჰოლანდიელს ძალიან კარგი ტექნიკა და გოლის გატანის ალღო აქვს.განა ყოველ მეორეს აქვს ისეთი შედეგი,როგორიც რუდ ვან ნისტერლოის ჰქონდა მანჩესტერ იუნაიტედის რიგებში? 219 შეხვედრაში,რომელიც მან იუნაიტედის მაისურით გაატარა გაიტანა 150 გოლი,რაც არანორმალურად კარგი შედეგია თითოეული ფეხბურთელისათვის,მაგრამ ეს მხოლოდ რუდს შეეძლო.





2. რობინ ვან პერსი
13 საუკეთესო...
რატომ მეორე პოზიციაზე რობინ ვან პერსი? ის ხომ მხოლოდ პირველ სეზონს ატარებს მანჩესტერ იუნაიტედის რიგებში? მაგრამ თუ გადავხედავთ წლევანდელ მის გამოსვლებს,მაშინ ვნახავთ,რომ ამ სეზონში ის ნამდვილად საუკეთესოა მანჩესტერ იუნაიტედის რიგებში და ზედიზედ მეორედ იბრძვის პრემიერ ლიგის საუკეთესო ბომბარდირის წოდებისათვის,რაც დამეთანხმებით ალბათ,რომ ადვილი საქმე არ გახლავთ.ის თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია,რამდენიმესთან ერთად.მას აქვს საოცარი გოლის გატანი ალღო და ასევე კარგი ტექნიკური მონაცემები.ალათ ორი აზრი არ არის იმისა,რომ წელს საუკეთესო ტრანსფერი მანჩესტერ იუნაიტედმა განახორციელა რობინ ვან პერსის ყიდვით.ამ სეზონში მან 32 შეხვედრა ითამაშა მანჩესტერ იუნაიტედის მაისურით ყველა ტურნირზე და 23 გოლი გაიტანა,რაც ძალიან კარგი შედეგია.საერთო ჯამში კი მას თავის კარიერაში 386 მატჩი აქვს ჩატარებული და 176 გატანილი გოლი.




1.კრისტიანო რონალდო
13 საუკეთესო...
მართალია თანამედროვე ფეხბურთის პორტუგალიელი ვარსკვლავი კრისტიანო რონალდო არ არის თავდამსხმელი,მაგრამ ის ხშირად გვევლინება ხოლმე ამ პოზიციაზე.ასევე ლიონელ მესიც არ არის თავდამსხმელი,მაგრამ „გოლეადორია“.რონალდოს აქვს ყველაფერი,რაც მსოფლიო კლასის თავდამსხმელს ჭირდება.ის ერთ-ერთი საუკეთესოა იმ მხრივ,რომ შეუძლია ორივე ფეხის გამოყენება ერთნაირად და ასევე რაც მთავარია ის შეუდარებელია მეორე სართულზე ორთაბრძოლებისას,სადაც ის უმეტეს წილად გამარჯვებული გამოდის.მისი სტატისტიკა შეუდარებელია,როგორც მანჩესტერ იუნაიტედში ასევე მადრიდის რეალში.მან „წითელი ეშმაკების“ რიგებში 292 შეხვედრა ჩაატარა და 118 გოლის გატანა მოახერხა,ხოლო „სამეფო კლუბის“ მაისურით 181 შეხვედრაში 183 გოლი აქვს გატანილი,რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია.და სტატიას დავასრულებ ძალიან ბევრი მანჩესტერ იუნაიტედის გულშემატკივრის ბოლო დროს აკვიატებული სიტყვებით:რონალდო,დაბრუნდი სახლში!



სტატია მომზადებულია გოგიტა ესიავას მიერ სპეციალურად Redarmy.Ge-სთვის
სტატიები
29 კომენტარი
№1
ავტორი: Esi
22 თებერვალი 2013 23:42
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
ააახ ნერვებიიი,თითები აზროვნება....ახლა არაფრის თავი არ მაქვს მერე გადავხედავ)))

ძალიან გთხოვთ წაიკითხეთ და ისე გამოთქვით აზრი!

ხო ვიდეოები არ დაგავიწყდეთ კიდე ;))


სურათებისთვის დიდი მადლობა UTD-Rules
0
№2
ავტორი: love united
22 თებერვალი 2013 23:44
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ნისტელროი მაინც საუკეთესოა ჩემთვის...ისე სმიტიც იმსახურებდა აქ ყოფნას,არა?..
0
№3
ავტორი: R.v.Persie
22 თებერვალი 2013 23:47
  • სიახლეები: 220
  • კომენტარები: 431
love united,
არამგონია სმიტის ადგილი იყოს აქ... უფრო გაფართოებულ სიაში ალბათ კი

საღოლ გოგიიტ !
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
“Impossible is just a big word thrown around by small men who find it easier to live in the world they've been given than to explore the power they have to change it. Impossible is not a fact. Impossible is not a declaration. It's a dare. Impossible is potential. Impossible is temporary. Impossible is nothing.”
№4
ავტორი: GENIUS
22 თებერვალი 2013 23:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 144
წაკითხვისთვის არ მცალია და ეს თუ საუკეთესოების მიხედვითაა ნისტელროი მეორე ადგილზე უნდა იყოს და რუნი ცოტა წინ
0
№5
ავტორი: always ReD
22 თებერვალი 2013 23:57
  • სიახლეები: 118
  • კომენტარები: 934
საღოლ რა, წავიდა ფავორიტებში bigboss2
0
№6
ავტორი: GeorgeBest
23 თებერვალი 2013 00:07
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ბრავო, ბრავო! 3d_5

კანტონა ოლდ ტრაფორდის მეფე იყო, მაგრამ ჩემთვის რუდ ვან ნისტელროი საუკეთესო შემსრულებელი და ფორვარდი იყო love
0
№7
ავტორი: Zizou
23 თებერვალი 2013 00:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 834
კანტონაზე წინ ნისტელროი და რონალდუ??? და პერსი მითუმეტეს?
0
№8
ავტორი: Esi
23 თებერვალი 2013 00:14
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
Zizou,

არის ერიკ კანტონა თავდამსხმელი? მსგავსად უეინ რუნისა,ერიკი გახლდათ ფეხბურთელი,რომელსაც თითქმის ყველგან შეეძლო თამაში
0
№9
ავტორი: buka oboladze
23 თებერვალი 2013 00:19
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
საღოლ ავტორ
0
№10
ავტორი: Vodafone
23 თებერვალი 2013 00:38
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
საღოლ ავტორ!

ნისტელროი მევასება ყველაზე მეტად მაგ კაცის გამო დავიწყე ფეხბურთის ყურება love
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top