თბილისი:
მანჩესტერი:
7-06-2019, 16:24
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1699,
კომენტარები: 10
ჯეიმსმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა
"იუნაიტედი" ფეხბურთელს მალე წარადგენს.
ჯეიმსმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა
როგორც ჩანს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე "მანჩესტერ იუნაიტედის" პირველი შენაძენი, "სუონსისა" და უელსის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი დენიელ ჯეიმსი იქნება.

როგორც Manchester Evening News- ი იტყობინება, ფეხბურთელმა "იუნაიტედის" ბაზა კარინგტონზე სამედიცინო შემოწმება წრმატებით გაიარა.

ზემოაღნიშნული წყაროს ცნობით, უელსის ნაკრები "ლივერპულის" აეროპორტიდან ხორვატიის მიმართულებით, სრული შემადგენლობით უნდა გაფრენილიყო, ხოლო "დრაკონების" მენეჯერმა რაიან გიგზმა, დენიელ ჯეიმსს უფლება მისცა "კარინგტონზე" სამედიცინო შემოწმება გაეარა, ყველა ჩატარებული პროცედურის შემდეგ, ნახევარმცველი ნაკრებს დაუბრუნდა და ხორვატიაში გაემგზავრა.

მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელმა ყველა პროცედურა წარმატებით გაიარა, "იუნაიტედი" ფეხბურთელის ტრანსფერს მომავალ კვირაში ოფიციალურად დაადასტურებს.
ახალი ამბები
10 კომენტარი
№1
ავტორი: datasta25
7 ივნისი 2019 16:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
უკვე ისიც მკიდია ვის მეიყვანენ, ლიჟბი ვიღაცეები გაუშვან და ვიღაცეები მოიყვანონ რო რაღაც ახლის იმედი მაინც მქონდეს რა ჯანდაბა ხდება ტო გუნდს ახლიდან ვაშენებთო ტიპებმა და ჯერ დანიელი მოვიყვანეტ მარტო, მოყარონ ხალხი და გაუშვან გასაშვებები რა
2
№2
ავტორი: SANDROGRIGA
7 ივნისი 2019 16:50
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ძალიან კი გაჭიანურდა ეს ტრასფერი, გასაგებია მამის გარდაცვალება მარა სანამ მამა გარდაეცვლებოდა 1 თვით ადრე იყო დაწყებული სუონსისთან მოლაპარაკებები და ვერ დააყენეს საშველი. მეგა ტრანსფერებს როდის გააკეთებენ ამ ტემპით ესენი?!

მინიმუმ 4-5 ფეხბურთელია კიდე საჭირო, დე ლიხტს ვუყურებ და ისეთი ბიჭია კოჭებში ეტყობაო რო ამბობენ, დიდი ფეხბურთელი გახდება ასე თუ გააგრძელა, ეგ რო გადმოიყვანონ ისე მოხდება, როგორც ვან დეიკის შემთხვევაში მოხდა, წელში გამართა ლივერპული. ვერ ვიტყვი რო მხოლოდ დე ლიხტის მოსვლა მოაგვარებს დაცვის პრობლემას მარა ერთი-ორად გააძლიერებს, ლინდელოფი ან ბაიი მშვენივრად შეუწყვილდება. იქით მატიპი არაა რაღაც სასწაული მცველი მარა იგრძნობა ვან დეიკის გავლენა მაგაზეც...

ერთი მხრივ რთულია დე ლიხტის ყიდვა, ჩვენი ამჟამინდელი მდგომარეობისა და ლიგაზე არ ყოფნის გათვალისწინებით მარა რო გადმოვიდეს დაცვის ლიდერი გახდება, კაპიტნობის შანსიც აქვს ისეთი ტიპია და ეტყობა თან რო არ უშინდება გამოწვევებს და ვნახოთ აბა, იმედია ლივერპულში არ გადავა მართლა. რაიოლას დიდი გავლენა ექნება და ჩვენ სასარგებლოდაც გააკეთოს რამე მაგ ფეხბურთის მტერმა wink
0
№3
ავტორი: The Special One
7 ივნისი 2019 16:57
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
წეღან ვნახე საინტერესო სტატები

ესეგი 2015 წლიდან დღევანდელამდე იმ ფეხბურთელების რაოდენობა რომლებიც გუნდში არიან.

6 ზე მეტი არც ერთ ტოპ გუნდს არ ყავდა,გაინტერესებთ ჩვენ რამდენი გვყავს დღეს 2015 წლის სასტავიდან? ;დ 18

თ ვ რ ა მ ე ტ ი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№4
ავტორი: Lalana
7 ივნისი 2019 17:17
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
სქაიზე დაიწერა დარმიანი ვალენსიას სურსო და იმედია მოგვაშორებენ მაგას.
მე ეს ბიჭი უკვე გადმოყვანილი მეგონა და თურმე ახლა გადის სამდიცინო შემოწმებას :/
0
№5
ავტორი: ikeoni
7 ივნისი 2019 18:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Dzaan neli tempit xdedeba yvelaferi
0
№6
ავტორი: LASHQARA
7 ივნისი 2019 18:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
წარმატებები უელსელს love am
0
№7
ავტორი: solskjaer
7 ივნისი 2019 18:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 74
გაოფიციალურდა !!!
0
№8
ავტორი: Malboro463
7 ივნისი 2019 18:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
დაცვის ფლანგზე უნდა დაყენოს თუ მარჯვენა ვინგერად? იმედია ძირითად ფეხბურთელად არ მოიაზრება
0
№9
ავტორი: kobinio
7 ივნისი 2019 18:35
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
სხვისი დაწერილი სტატიები მაკნც დააკოპირეთ რა გჭირთ ტოო?! მანჩესტერს დაემგვანა აქაურობაც
1
№10
ავტორი: shotkin
8 ივნისი 2019 10:22
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: datasta25
უკვე ისიც მკიდია ვის მეიყვანენ, ლიჟბი ვიღაცეები გაუშვან და ვიღაცეები მოიყვანონ რო რაღაც ახლის იმედი მაინც მქონდეს რა ჯანდაბა ხდება ტო გუნდს ახლიდან ვაშენებთო ტიპებმა და ჯერ დანიელი მოვიყვანეტ მარტო, მოყარონ ხალხი და გაუშვან გასაშვებები რა

ზუსტად ეგეთი შეგრძნება მაქვს მეც
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top