თბილისი:
მანჩესტერი:
5-06-2019, 11:51
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1429,
კომენტარები: 8
"იუნაიტედმა" 85 მლნ. ფუნტი მოამზადა
"იუნაიტედი" კულიბალის არ ეშვება.
იტალიური პრესა იტყობინება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" 84 მლნ. ფუნტს მოუყარა თავი კალიდუ კულიბალის შესაძენად.

"ნაპოლის" ცენტრალური მცველის სახელს დიდი ხანია უკავშირებენ "იუნაიტედს", მაგრამ იტალიური კლუბი რეკორდულ თანხას ითხოვს.

"იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ოლე გუნარ სოლსკიაერი ამ ზაფხულს მნიშვნელოვანი შენაძენების განხორციელებას გეგმავს, მაგრამ იტალიიდან კულიბალის გადაბირება ადვილი არ იქნება.

Corriere dello Sport-ის ცნობით, "იუნაიტედმა" თავისი შეთავაზება უკვე გაამზადა და მცველის სანაცვლოდ 84 მლნ. ფუნტს ჩამოდის.

მაგრამ სავარაუდოა, რომ ეს თანხა "ნაპოლის" თავის ცენტრალურ მცველთან განშორებას ვერ აიძულებს.

"იუნაიტედს" წინ საქმიანი ზაფხული ელის, ვინაიდან კლუბი მინიმუმ ხუთი ახალწვეულის მოყვანას გეგმავს.

სოლსკიაერს სურს, რომ მისმა გუნდმა სატრანსფერო საქმიანობა ივლისის დასაწყისამდე დაასრულოს და ახალი სეზონისთვის მზადებას უკვე სრული გუნდით შეუდგეს.

27 წლის კულიბალის "ნაპოლისთან" კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს, ამიტომ იტალიურ კლუბს მისი გაყიდვა სულაც არ ეჩქარება.

წყარო: metro
ახალი ამბები, ჭორები
8 კომენტარი
№1
ავტორი: datasta25
5 ივნისი 2019 12:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
26 დღე დარჩა პრესეზონის მოსამზადებელი ეტაპის დასაწყისამდე, ანუ იმ მომენტამდე, რომლამდეც სულშერს უნდა რო საბოლოო სასტავი ყავდეს და თავის გემოზე მოამზადოს, რავიცი 26 დღეში რაუნდა გავიფორმოთ ეგეთი :D ძაან ნელია ვუდვორდა
0
№2
ავტორი: bero123
5 ივნისი 2019 12:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 305
ციტატა: datasta25
26 დღე დარჩა პრესეზონის მოსამზადებელი ეტაპის დასაწყისამდე, ანუ იმ მომენტამდე, რომლამდეც სულშერს უნდა რო საბოლოო სასტავი ყავდეს და თავის გემოზე მოამზადოს, რავიცი 26 დღეში რაუნდა გავიფორმოთ ეგეთი :D ძაან ნელია ვუდვორდა

ძაან ნელი კიარა ძაან ****
0
№3
ავტორი: de gea1
5 ივნისი 2019 13:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 356
Jeinsis garda erti magis nairi tu gaviformet kaia
0
№4
ავტორი: ikeoni
5 ივნისი 2019 15:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8950
არ ყიდიან ამას არაააააა
0
№5
ავტორი: stepno
5 ივნისი 2019 16:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ესე ვაკვირდებოდით წინაზე ყველას მაგრამ ხელში რაც შეგვრჩა აღარ დავწერ
0
№6
ავტორი: Svani
5 ივნისი 2019 16:31
  • სიახლეები: 1405
  • კომენტარები: 2905
კულიბალის გაყიდვაზე მემგონი საბოლოოდ განაცხადეს უარი და ეს პრესაც ფურცლების შესავსებად ყველაფერს წერს.
0
№7
5 ივნისი 2019 18:33
  • სიახლეები: 18
  • კომენტარები: 181
კულიბალი ან დე ლიხტი... რომელიმე უეჭველი უნდა მოიყვანონ ამ ორიდან. ლინდელოფს გვერდზე აუცილებლად სჭირდება ერთი კარგი ცენრალური მცველი.
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
5 ივნისი 2019 19:32
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 9093
საპნის ოპერა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

24 იანვარი 2021, 21:00
იუნაიტედი
ლივერპული
ინგლისის თასი
28 იანვარი 2021, 00:15
იუნაიტედი
შეფილდი
პრემიერ ლიგა
30 იანვარი 2021, 21:30
არსენალი
იუნაიტედი
პრემიერ ლიგა
ლივერპული24 იანვარი
შეფილდი28 იანვარი
არსენალი30 იანვარი

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

21 იანვარი 2021, 00:15
ფულემი1
იუნაიტედი2
პრემიერ ლიგა
17 იანვარი 2021, 20:30
ლივერპული0
იუნაიტედი0
პრემიერ ლიგა
12 იანვარი 2021, 23:59
ბარნლი0
იუნაიტედი 1
პრემიერ ლიგა
ფულემი21 იანვარი
ლივერპული17 იანვარი
ბარნლი12 იანვარი

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top