თბილისი:
მანჩესტერი:
5-06-2019, 11:41
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1615,
კომენტარები: 7
"იუნაიტედი" ტრანსფერს დააჩქარებს
დენიელ ჯეიმსის შეძენაში "იუნაიტედს" კონკურენტი გამოუჩნდა.
"მანჩესტერ იუნაიტედი" დენიელ ჯეიმსის ტრანსფერს უახლოვდება, ვინაიდან "სუონსის" ვინგერისადმი "მონაკოც" იჩენს ინტერესს.

ჯეიმსი ოლე გუნარის პირველი შენაძენი იქნება "მანჩესტერ იუნაიტედში", მაგრამ შეთანხმება ჯერჯერობით სატრანსფერო ღირებულების გამო ვერ შედგა.

"იუნაიტედს" იმედი ჰქონდა, რომ 21 წლის ფეხბურთელს, რომელსაც ერთი წელი დარჩა მოქმედი კონტრაქტით, 10 მლნ. ფუნტად შეიძენდა.

მაგრამ "სუონსი" მას დაახლოებით 20 მლნ. ფუნტად აფასებს და ვინაიდან არცერთი გუნდი არ მიდის კომპრომისზე, მოლაპარაკებები შეჩერდა.

მაგრამ ფეხბურთელის შეძენით დაინტერესებული "მონაკოს" გამოჩენის გამო "იუნაიტედს" ჯიბეზე ხელის გაკვრა მოუწევს, თუ არ სურს უელსელის დაკარგვა.

თავად ჯეიმსს ძალიან სურს "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლა, ამიტომ "ლიდსსა" და "ბრაიტონში" პოტენციურ ტრანსფერს არც კი განიხილავს.

მაგრამ "მონაკო", რომელსაც შთამბეჭდავი მიღწევე აქვს ახალგაზრდული ნიჭის განვითარებაში, "იუნაიტედის" კარგ ალტერნატივას უნდა წარმოადგენდეს.

სოლსკიაერმა თავისი ყურადღება ჯეიმსს მხოლოდ მას შემდეგ მიაპყრო, რაც ცნობილი გახდა, რომ უმთავრესი სამიზნე ჯეიდონ სანჩო მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში ხელმიუწვდომელი იქნებოდა.

"იუნაიტედის" მწვრთნელს გუნდში საუკეთესო ახალგაზრდა ტალანტების გადაბირება სურს და თანაც მარჯვენა ხაზის გაძლიერებას გეგმავს.

მიუხედავად იმისა, რომ ჯეიმსი ძირითადად მარცხენა ფლანგზე თამაშობდა, მას მარტივად შეუძლია ორივე ფლანგიდან შეტევა.

წყარო: standart
ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: datasta25
5 ივნისი 2019 12:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
სირცხვილია დანიელის ამდენი ხანი ვერ გაფორმება, ძაან ტეხავს, ფანჯარა არ გახსნილა ლამის და რეალმა უკვე 160 მილიონი დახარჯა ეს დედა ნატირები და აგერ დღე დღეზე კიედ 120 მილიონს მიაყოლებს აზარში, ეგეც შენი 280 მილიონი დაიხარჯა 1 კვირაში და ეჭვი არავის გვეპარება რო ერიკსენი პოგბადან კიდე რომელიმეს დაიმატებენ, ეგარის სატრანსფერო პოლიტიკა და არა ის რასაც ვუდვორდი აკეთებს, დანიელ ჯეიმსი ვერ ვიყიდეთ 2 თვეა ტრანსფერი არ გაოფიციალურდა იმენა
0
№2
ავტორი: de gea1
5 ივნისი 2019 13:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 356
Dzalian bevri faqtoria ro shventan wesieri aravin gadmova 1 is rom solckiaeria treneri, 2 ligaze ar vart, 3 kide raiqneba gmertma uwyis, ga kiara vinc wesieria yvela gaqcevazea ravi wesieri tu qvia kide magat mara gaqcevaze arian
0
№3
ავტორი: ikeoni
5 ივნისი 2019 15:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
კაროჩე რაა
0
№4
ავტორი: stepno
5 ივნისი 2019 16:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მგონი ამის მეტს ვერევის ვერ იყიდიან
0
№5
ავტორი: kobinio
5 ივნისი 2019 17:29
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: datasta25
სირცხვილია დანიელის ამდენი ხანი ვერ გაფორმება, ძაან ტეხავს, ფანჯარა არ გახსნილა ლამის და რეალმა უკვე 160 მილიონი დახარჯა ეს დედა ნატირები და აგერ დღე დღეზე კიედ 120 მილიონს მიაყოლებს აზარში, ეგეც შენი 280 მილიონი დაიხარჯა 1 კვირაში და ეჭვი არავის გვეპარება რო ერიკსენი პოგბადან კიდე რომელიმეს დაიმატებენ, ეგარის სატრანსფერო პოლიტიკა და არა ის რასაც ვუდვორდი აკეთებს, დანიელ ჯეიმსი ვერ ვიყიდეთ 2 თვეა ტრანსფერი არ გაოფიციალურდა იმენა

ვის ედრები ძმობილო ?! კავიჭამია რეალს?
კლე ვუდვორდით საერთოდ რო არ გავქრით არ გიკვირს?
0
№6
5 ივნისი 2019 18:28
  • სიახლეები: 18
  • კომენტარები: 181
რა გახდა ეს ჯეიმსი?... :@@@ თუ ყიდულობთ იყიდეთ და გააოფიციალურეთ რა ბოლო-ბოლო.
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
5 ივნისი 2019 19:33
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
რით ვეღარ დაადგა საშველი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top