თბილისი:
მანჩესტერი:
3-06-2019, 15:16
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 938,
კომენტარები: 8
ლუკაკუ პსჟ-საც სჭირდება
ბელგიელმა პარიზელთა ყურადღებაც მიიპყრო.
ლუკაკუ პსჟ-საც სჭირდება
"პარი სენ-ჟერმენი" "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელის, რომელუ ლუკაკუსთვის ბრძოლაში ჩაერთო.

ფრანგულ გრანდს თავდასხმის ხაზის სიძლიერის შენარჩუნება სურს და ბელგიელ ფორვარდს ედინსონ კავანის შემცვლელად მოიაზრებს, რომელიც მადრიდის "ატლეტიკოში" გადასვლას გეგმავს.

პსჟ-ს დიდი კონკურენცია შეხვდა პრემიერ ლიგის გუნდებისგან, თუმცა არა ლუკაკუს, არამედ "ლილის" საუკეთესო ფორვარდის, ნიკოლას პეპეს შეძენაში, ამიტომ ალტერნატიულ გეგმაზე წინასწარ მუშაობს კლუბის ხელმძღვანელობა.

შარშანდელი ცუდი სეზონის შემდეგ ლუკაკუს "ოლდ ტრაფორდის" დატოვებას უწინასწარმეტყველებენ და მისით ფრანგული კლუბის გარდა მილანის "ინტერიც" ინტერესდება, რომლის ახალ მთავარ მწვრთნელს ანტონიო კონტეს რომელუ ჯერ კიდევ "ჩელსიში" მუშაობისას სურდა.

მაგრამ გარდამტეხ მომენტად გვესახება ის, რომ მანჩესტერელები ლუკაკუს იაფად არ დათმობენ და ორი წლის წინ "ევერტონისთვის" გადახდილი 90 მლნ. ფუნტის დიდი ნაწილის უკან დაბრუნებას გეგმავენ.

"ინტერი" "იუნაიტედის" მოთხნოვილებებს ვერ აკმაყოფილებს, ხოლო პსჟ-სთვის იდეალური ვარიანტი მხოლოდ ნაკლების გადახდა იქნება, ვინაიდან მათზე ფინანსური ფეირ-პლეის რეგულაციები ვრცელდება.

თავის სავარაუდო წასვლაზე არაერთი მინიშნება გააკეთა ლუკაკუმაც და ასევე აღნიშნა, რომ სერია A არის ჩემპიონატი, სადაც თამაში სურს.

წყარო: express
ახალი ამბები, ჭორები
8 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
3 ივნისი 2019 15:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2666
ჩვენ როდის უნდა ვიყიდოთ ვინმე? 1-2 კაცი კიარაა საყიდელი ნახევარი გუნდი შესაცვლელია და მალე რა ბუბლიკ
0
№2
ავტორი: ikeoni
3 ივნისი 2019 16:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7758
ისე ეს პეპე კაი ვარიანტიაა და რა გახდა ამის ყიდვა:(((
0
№3
ავტორი: datasta25
3 ივნისი 2019 16:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 479
უკვე ძაან ვიგრუზები :დ ყველას გვიკავშირებენ და რო ვთქვათ რო ვინმეს გაფორმებასთან ახლოს ვართო ერთი დანიელ ჯეიმსია, სხვა 100 კაცის ყიდვას ვაპირებთ იმენა რავიცი ყველა ფეხბურთელით ვინტერესდებით და ჯერ ეს დაინტერესება რეალურ ხელმოწერამდე არ მივიდა და როდემდე უნდა გაგრძელდეს ვერ ვხვდები
0
№4
ავტორი: mishiko1
3 ივნისი 2019 16:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 221
იწერებოდა ლუკაკუ იუვესაც უნდაო და გაგვიცვალონ დიბალაში, პეპე კარგი შენაძენი იქნებოდა ნამდვილად.
0
№5
ავტორი: datasta25
3 ივნისი 2019 16:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 479
"სიტი კარგი შესაძლებლობა იქნებოდა. ისეთი მოთამაშის გვერდით თამაში როგორიც არის ბერნარდო სილვა, თამაშს უფრო მარტივს ხდის"

ჩვენმა ბრუნო ფერნანდესმა თქვა ეს :დდ

არარსებობს დედამიწაზე არცერთი მიზეზი ფულის გარდა რატოც ტოპ ფეხბურთელებს ჩვენთან გადმოსვლის სურვილი ექნებათ, ტრაკში ვარ ძაან :დ
0
№6
ავტორი: Old Red Devil
4 ივნისი 2019 07:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 145
კარგად გაყიდიან ფეხბურთელებს.ოლეა გუნდში უცნაურ ბიჭებს მოუყვანენ და არაებული რესურსით გუნდის რეინკარნაცია მოხდება და მერე მოვლენ კაი იგროკებიც.უკვე
ბელაია გარიაჩკა დამეწყო ვერ გამიგია რა ხდება.ამდენი ჭორი და ბოლოს არავინ მოვა აკადემიის ბავშვების გარდა
0
№7
5 ივნისი 2019 13:33
  • სიახლეები: 18
  • კომენტარები: 181
პსჟ-მ არამგონია იყიდოს, სავარაუდოდ ინტერში წავა. თვითონაც განაცხადა სერია A-ში თამაში მინდაო, თან იკარდი უეჭველი ტოვებს გუნდს და მაგის შემცვლელად უნდათ ლუკაკუ. ნუ, 80 მილიონი გადაიხადონ და წაიყვანონ :)))
1
№8
ავტორი: SANDROGRIGA
5 ივნისი 2019 19:50
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 7840
ესეც წამსვლელთა სიაშია როგორც ჩანს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

25 სექტემბერი 2019, 23:00
იუნაიტედი
როჩდეილი
ლიგის თასი
30 სექტემბერი 2019, 23:00
იუნაიტედი
არსენალი
პრემიერ ლიგა
3 ოქტომბერი 2019, 20:45
ალკმაარი
იუნაიტედი
ევროპა ლიგა
როჩდეილი25 სექტემბერი
არსენალი30 სექტემბერი
ალკმაარი3 ოქტომბერი

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

22 სექტემბერი 2019, 17:00
ვესტ ჰემი2
იუნაიტედი0
პრემიერ ლიგა
19 სექტემბერი 2019, 23:00
იუნაიტედი1
ასტანა0
ევროპა ლიგა
14 სექტემბერი 2019, 18:00
იუნაიტედი1
ლესტერი0
პრემიერ ლიგა
ვესტ ჰემი22 სექტემბერი
ასტანა19 სექტემბერი
ლესტერი14 სექტემბერი

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა
ვიდეო პორტალი
ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top