თბილისი:
მანჩესტერი:
3-06-2019, 12:29
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1296,
კომენტარები: 6
ლუკაკუს ტრანსფერი კითხვისნიშნის ქვეშ დადგა
შესაძლოა, "ინტერმა" სასურველ მიზანს ვერ მიაღწიოს.
ლუკაკუს ტრანსფერი კითხვისნიშნის ქვეშ დადგა
რომელუ ლუკაკუს ტრანსფერი "ინტერში" ჩაშლის პირასაა, ვინაიდან იტალიურ კლუბს ფინანსური ფეირ-პლეის წესების დაცვის გამო მიზნის მიღწევაში ხელი ეშლება.

"ინტერის" ახალი მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელს მომდევნო სეზონისთვის თავის უმთავრეს სამიზნედ განიხილავს.

მაგრამ იტალიურ გრანდს უფლება არ ექნება, მასში მოთხოვნილი თანხა გადაიხადოს, თუკი "სან სიროს" მკვიდრები 30 ივნისამდე თავის ფინანსურ ანგარიშს სრულად და წესების დაცვით არ წარადგენენ.

ამ წესების თანახმად კი, მილანურ კლუბს 40 მლნ. ფუნტის ოდენობითი რღვევა აქვს ანგარიშში, რომელიც მიმდინარე თვის ბოლომდე უნდა დაიხუროს.

ამ მიზეზით კი მათ ერთ ან ორ ფეხბურთელთან განშორება მოუწევთ, რათა ბიუჯეტი შეავსონ და სანამ ეს მოხდება, ლუკაკუს ტრანსფერის ღირებულებასა და მის მიერ ყოველკვირეულად მოთხოვნილი ხელფასის გადახდას ვერ შეძლებენ.

"ინტერს" იმედი ჰქონდა, რომ "იუვენტუსთან" მიაღწევდა შეთანხმებას, რომლის თანახმადაც მაურო იკარდი ტურინში გადაბარგდებოდა, ხოლო საპირისპირო მხარეს პაულო დიბალა წავიდოდა.

ასეთი გაცვლით "ინტერს" მოაკლდებოდა იკარდის გიგანტური ხელფასი, რაც ანგარიშში დადებით ბალანსს შეიტანდა და ფინანსური ფეირ-პლეის წესების დარღვევაც არ მოხდებოდა, მაგრამ დიბალამ "ინტერის" რიგებში" გადასვლა არ ისურვა.

კონტეს ძალიან სურს იკარდის თავიდან მოშორება, ვინაიდან მიაჩნია, რომ მისი წარსული და მოედანს მიღმა წარმოქმნილი სირთულეები ჩრდილს აყენებს ფეხბურთელის ნიჭს.

არსებობს შესაძლებლობაც, რომ არგენტინელი ფორვარდი "იუნაიტედს" შესთავაზონ, სანაცვლოდ კი მოითხოვონ ლუკაკუ, რომელსაც ინგლისური კლუბი 75 მლნ. ფუნტად აფასებს.

მაგრამ იკარდის ჩრდილოვანი რეპუტაცია ამ შემთხვევაშიც ხელის შემშლელი ფაქტორი აღმოჩნდება, ვინაიდან "იუნაიტედს" მსგავსი შეთანხმება ხელს არ აძლევს.

ამიტომ "იუნაიტედი" ახლა ლოდინის თამაშს თამაშობს და ელოდება კონტეს ქმედებას, რაც ცხადყოფს, თუ რამდენად არის ბელგიელი ფეხბურთელით დაინტერესებული.

"ინტერი" 26 წლის ფეხბურთელში 60 მლნ. ფუნტზე მეტის გადახდას არ აპირებს, "იუნაიტედი" კი თავის მხრივ მოთხოვნილ თანხაზე ნაკლებად არ განშორდება ფეხბურთელს, ვინაიდან რომელუს მოქმედი კონტრაქტის მიხედვით 3 წელი აკავშირებს "წითლებთან". თუმცა, შესაბამისი წინადადების მიღების შემთხვევაში "ოლდ ტრაფორდის" მკვიდრები ბელგიელთან განშორებისთვის მზად არიან.

წყარო: thesun
ახალი ამბები
6 კომენტარი
№1
ავტორი: datasta25
3 ივნისი 2019 13:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
იდინაცენზურათ რა, რიშალისონებში გვთხოვენ 100 მილიონს და ამათ ლუკაკუს წაყვანა უნდათ 60ად, ყიდვა გვინდა თუ გაყიდვა ყველა ჩვენ როგორ გვასულელებს ტო
0
№2
ავტორი: Svanchester
3 ივნისი 2019 13:16
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
თუ მაინცდამაინც ჩემდა სამწუხაროდ ვყიდით ლუკაკუს, მინიმუმ ის თანხა უნდა ავიღოთ რაც გადავიხადეთ. რატომღაც მგონია რომ დატოვებს ამას გუნარი.
0
№3
ავტორი: mishiko1
3 ივნისი 2019 13:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 228
თუ გავყიდით მაშინ ვინმე მოძრავი და ტექნიკური გვინდა პეპე კარგი იქნებოდა ან დიბალა.
0
№4
ავტორი: ikeoni
3 ივნისი 2019 16:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
გაყიდვა გავიგეთ მაგრამ ყიდვა ყიდვაა???
0
№5
4 ივნისი 2019 22:33
  • სიახლეები: 18
  • კომენტარები: 181
გამოდის, რომ იკარდი უეჭველი მიდის ინტერიდან... love გრიზმანზეც ყველა საიტი მაგას წერს, 100%-ით ტოვებს ატლეტიკოსო...

მოკლედ რააა, ფორვარდი აუცილებლად მოსაყვანია ^^ ველოდები ტრანსფერებს
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
5 ივნისი 2019 19:52
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მომსვლელი რატო არ ჩანს აქამდე არავინ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top