თბილისი:
მანჩესტერი:
2-06-2019, 14:51
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1868,
კომენტარები: 14
მუნიეს "ოლდ ტრაფორდზე" ასპარეზობა სურს
პარიზელების ფეხბურთელს შემდეგი კლუბი შერჩეული აქვს.
მუნიეს
ფრანგული "პსჟ"- ეს უკანახაზელი ტომას მუნიე კლუბის გამოცვლასთან ძალიან ახლოს არის.

ფეხბურთელს საფრანგეთის დატოვება და ინგლისის "ნისლიან ალბიონზე" გადასვლა აქვს გადაწყვეტილი.

"პარიზელებს" მუნიეს სანაცვლოდ სატრანსფერო თანხის - 25 მილიონო ევროს მიღება სურთ, რაც "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" პრობლემას არ წარმოადგენს, თავად ინგლისური გიგანტის ინტერესების ქვეშ ტომას მუნიე დიდი ხანია იმყოფება.

გარდა "იუნაიტედისა", მარჯვენა მცველი სხვა ტოპ კლუბების ინტერესთა სფეროშია მოქცეული.

ერთ - ერთი ასეთი კლუბი ლონდონის "არსენალია", თუმცა ბელგიური პრესის მიერ გავრცელებული ცნობების თანახმად, ტომას მუნიეს "ოლდ ტრაფორდზე" სურს საფეხბურთო კარიერის გაგრძელება.
ჭორები
14 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
2 ივნისი 2019 14:57
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ეშლი იანგს ნამდვილად ჯობია, არ დაფრინავს და არ არის რაღაც სასწაული მარჯვენა მცველი, მაგრამ ხშირი სათამაშო დროის მიცემის შემდეგ არავინ იცის როგორ ჩამოყალიბდება, ჩემი აზრით კარგი ფეხბურთელია. მთლად ლაწრაკებითაც არუნდა გავავსოთ კლუბი, მუნიეს აქვს გამოცდილება და წაგვადგება.
2
№2
ავტორი: dybbuk
2 ივნისი 2019 15:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
ბისაკაში 70ს გადახდას მუნიე მოვიდეს 25ად მირჩევნია, სასწაული არა მაგრამ კარგი მარჯვენა მცველია, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვისაც ვათამაშებთ მანდ ყველას ჯობია
1
№3
ავტორი: datasta25
2 ივნისი 2019 15:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
ეს მოვიდეს ბისაკას ჯობია, იმიტო რო გამოცდილია და ჩვენ ბიჭს დალოს ბევრს ასწავლის, დალო კიდე ისეთი ბიჭია დარმწუნებული ვარ 1-2 წელი და შეუცვლელი მარჯვენა ფლანგი იქნება მანჩეში მაგის სახით
0
№4
ავტორი: ikeoni
2 ივნისი 2019 15:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Tan manius magari baleshikia bevjer aqvs natqvami
0
№5
ავტორი: Malboro463
2 ივნისი 2019 15:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
მშვენიერი შენაძენი იქება.
0
№6
2 ივნისი 2019 15:41
  • სიახლეები: 18
  • კომენტარები: 181
ასაკიც არ აქვს, რატო 27 წელი სულაც არ არის ბევრი... გამოცდილება დიდი აქვს, გვჭირდება ასეთი კაცი გუნდში. მოკლედ, მშვენიერი შენაძენი იქნება, თან ფასიც კარგია, 25 მილიონი დღევანდელ ფეხბურთში არაფერია.
0
№7
ავტორი: tupaca
2 ივნისი 2019 15:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
ყველაზე ძალიან ის მომწონს რო მანჩესტერის ფანია, ესეთი ხალხი გვინდა გუნდში და არა ფულის მონები
0
№8
ავტორი: setera
2 ივნისი 2019 16:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 68
მანჩესტერში უნდა, ესაა მთავარი.
0
№9
ავტორი: mishiko1
2 ივნისი 2019 17:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 228
მემგონი ამის გადმოსვლა ცუდი არ უნდა იყოს არც 25 მილიონია ძვირი.
0
№10
ავტორი: Lolasha
2 ივნისი 2019 17:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 66
კარგი შენაძენი იქნება, მაგრამ აღარ მჯერა ამ ჭორების. ყველა ფეხბურთელს უკავშირებენ უტდს და რავიცი. დღეს წავიკითხე ნაპოლის მარჯვენა მცველით ჰიზაით ინტერესდება იუნაიტედიო, მუნიეზე რამდენი ხანია იწერება კიდე ვან ბისაკაო და რავიცი კიდე ათასე ფეხბურთელი. საუკეთესო ვარიანტი ბისაკაა ამათგან, მაგრამ 70 მილიონად 2 ნორმალურ ფეხბურთელს იყიდი ნახევარდაცვაში
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top