თბილისი:
მანჩესტერი:
2-06-2019, 14:42
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1587,
კომენტარები: 10
"იუნაიტედმა" დე ხეას შემცვლელისთვის თანხა გამოყო
ახალი ტალანტის ძიებაში.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელი კიპერის დავიდ დე ხეას კლუბიდან შესაძლო წასვლაზე თითქმის ყველა სპორტული გამოცემა სულ უფრო აქტიურად და ხშირად წერს.

სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით შეძლება იმის თქმა, რომ დავიდმა "წითლებს" აქტიური სატრანსფერო სამუშაოს შესრულებსკენ მოუწოდა, მას ტიტულებისთვის მებრძოლი გუნდის ხილვა სურს და არა ოთხულზე მიმართული "იუნაიტედი". აქამდე გავრცელებული ცნობებით, სწორედ ეს არის დე ხეას მოთხოვნა, ის მოთხოვნა რომლის გამოც შესაძლოა მან ინგლისი დატოვოს.

ედ ვუდვორდი კი თავის დაზღვევას ცდილობს, იტალიური პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გლეიზერების კლუბმა მეკარისთვის სატრანსფერო თანხა გაამზადა. 60 მილიონი ევრო - ეს ის თანხაა რომელსაც ინგლისური გრანდი "მანჩესტერ იუნაიტედი" ახალი კარის დარაჯის შეძენისათვის დახარჯავს.

რაც შეეხება სამიზნეს, ოლე გუნარ სოლსკიაერის სამიზნე გუნდიდან დავიდ დე ხეას წასვლის შემთხვევაში, "მილანის" ახალგაზრდა ნიჭიერი კიპერი ჯანლუიჯი დონარუმა იქნება.

ჯანლუიჯი ჯერ მხოლოდ 20 წლისაა, მიუხედავად ასაკის სიმცირისა მან სერია ა-ს ეგიდით ჩატარებულ 142 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რაც თავის მხრივ კიპერის სანდოობაზე მიუთითებს.

ჭორები
10 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
2 ივნისი 2019 14:53
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
არ მგონია, რომ დე ხეა სადმე წავა. შესაბამისად იუნაიტედის ახალ მეკარეებზე დაწერილი ყველა სიახლე უბრალო ჭორი მგონია და მეტი არაფერი.
1
№2
ავტორი: dybbuk
2 ივნისი 2019 15:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
ამის მაგარი მეკარეობა არ გაიშვას არსად, საერთოდ არაა იმის საჭიროება რომ დეხეას შემცვლელი ეძებონ და ფული დაიხარჯოს მაგ პოზიციაზე თუ რა თქმა უნდა დევიდი წავა. დადგება რომერო ძაან ჩვეულებრივად, პლიუს ამას 2 ახალგაზრდა ძაან ნიჭიერი მეკარეები გვყავს ჰენდერონის და პერეირას სახით
2
№3
ავტორი: ikeoni
2 ივნისი 2019 15:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Imedia darcheba dexea
0
№4
ავტორი: Malboro463
2 ივნისი 2019 15:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ამ სეზონში რატო ყიდულობენ მეკარეს დაყენონ რომეო და ეგ ფული სხვა პოზიცის გაძლიერებას მოახმარონ. მიტუმეტეს ამაში ამხელა თანხის გადახდა არ ღირს ამაზეევრად უკეთესები არიან ვისი ყიდვაც შეილება
0
№5
2 ივნისი 2019 15:51
  • სიახლეები: 18
  • კომენტარები: 181
არ იქნება ამის საჭიროება, დე ხეა არსად წამსვლელი არ არის. თუკი მაინც მოხდა ეს სასწაული და დაგვტოვა, რომერო გვყავს გუნდში, არ დაგვავიწყდეს. რა დონარუმა კარგით რაა, ეგ 60 მილიონი სხვა პოზიციას მოახმარონ. ისედაც არ უნდათ ბევრი ფულის ხარჯვა, ამიტომ ჭკვიანური მენეჯმენტია საჭირო.
0
№6
ავტორი: ALEXFERGUSON
2 ივნისი 2019 16:16
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
ამას ლორია მირჩევნია. ამაზე მაგარი რეაქციაც აქვს და გამოსვლებზეც მაგარია. ვერ ვხვდები რატო მოწონს ეს დინარუმა ვინმეს. ძაან ჭ კლასის მეკარეა
0
№7
ავტორი: bero123
2 ივნისი 2019 16:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 379
ნაცენზურა ქნას რა დონარუმა ტო
0
№8
ავტორი: mishiko1
2 ივნისი 2019 17:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 228
არარის ჩემი აზრით დონარუმა მაღალი დონის მეკარე, თამიდან მაგრად დაიწყო შემდეგ მაგრად აურია ბევრი შეცდომები აქვს, ერთ დროს ჯიჯის ადარებდნენ მაგრამ ჯიჯის აჩრდილიც კი არაა.
0
№9
ავტორი: SANDROGRIGA
2 ივნისი 2019 19:25
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ჭორია მსგავსი სიახლეები, არამგონია დონარუმა იყოს პრიორიტეტი.
0
№10
ავტორი: stepno
3 ივნისი 2019 04:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Tyuilad ggoniat degeas wasvla chori samwuxarod didi shansia rom wavides :(
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top