თბილისი:
მანჩესტერი:
31-05-2019, 11:52
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1663,
კომენტარები: 6
"იუნაიტედმა" გზა ვერ იპოვა, ამასობაში "სიტი" ყველაფერს იგებს"
ფილ ნევილის აზრით, "მანჩესტერ სიტი" გაცილებით უკეთესი გუნდია, ვიდრე - "იუნაიტედი".
"წითელი" ეშმაკების ყოფილი მცველი ფილ ნევილი აღიარებს, რომ "მანჩესტერ სიტი" ბევრად უკეთესი გუნდია, ვიდრე "მანჩესტერ იუნაიტედი".

სერ ალექს ფერგიუსონის დროს "წითელი ეშმაკები" ინგლისში ბატონობდნენ, თუმცა მისი წასვლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა.

"ალბათ, ყველა კარგად ხედავთ, თუ რომელია საუკეთესო გუნდი თავისი ფილოსოფიითა და მიღწევებით ბოლო ხუთი წლის განმავლობაში."

"შეხედეთ "სიტის", "ლივერპულსა" და "ტოტენჰემს", ისინი მართლაც ძალიან ძლიერები არიან, სტაბილურად ძლიერები."

"მათ სულ სხვა სისტემა და სტილი აქვთ და ამ სტილს ბოლომე მიყვებიან. "იუნაიტედმა" კი გზა ვერ აირჩია და მუდმივად მწრთვნელების ცვლაშია."

"ვფიქრობ, რომ "იუნაიტედი" იმ გზას უნდა დაუბრუნდეს, რაც ყველაზე კარგად გამოსდიოდა - კონკრეტული სტილის არჩევა და სტაბილურად იმას მიყოლა."

"ახლა "წითლების" სათავეში ოლეა, ფელანთან, ქერიკსა და ბატთან ერთად და ვიმედოვნებ, რომ ისინი ნამდვილ "იუნაიტედს" დააბრუნებენ, რადგან უკვე დროა. "იუნაიტედს" ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ძველ გზას დაუბრუნდეს."

"შეხედეთ "მანჩესტერ სიტის", ისინი ყველაფერს იგებენ და ამის ყურება მტანჯველია. რთულია, რადგან ფიქრობ, რომ "მანჩესტერ სიტი" ამ მომენტში გაცილებით უფრო უკანაა, ვიდრე - "იუნაიტედი",
- განაცხადა ფილ ნევილმა.


წყარო: Goal.com
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
31 მაი 2019 11:55
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
სიტიმ ასე თუ გააგრძელა მარტო ხმაურიანი მეზობელი აღარ ერქმევა.
0
№2
ავტორი: datasta25
31 მაი 2019 12:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
მამენტ მართალია, უნდა მოვრჩეთ ამ მწვრთნელების ცვლას და ვაცადოთ ამ კაცს
0
№3
ავტორი: shotkin
31 მაი 2019 12:34
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ახალი ამბავი
0
№4
ავტორი: ikeoni
31 მაი 2019 15:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Aucileblad dalagdeba yvelaferi
0
№5
31 მაი 2019 16:29
  • სიახლეები: 18
  • კომენტარები: 181
რა დრო დაგვიდგა... feel არა, ნუ მართალია, ეს სიტუაცია რაც ახლა არის, სრული საშინელებაა. იმედი მაქვს მალე დაბრუნდება ძველი იუნაიტედი love
0
№6
ავტორი: f.c.mu
1 ივნისი 2019 15:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 373
სიტი epl ვეღარ დადებს ამ სეზონში, მწვრთელის წასვლა აუცილებლად იმოქმედებს გუნდზე.
ნიუკასლსაც შეიხები ყიდულობენო ეგენიც წამოყოფენ თავს თუ მართლაც დადასტურდა ეგ ფაქტი

მოკლედ საკმარისად დრო დავკარგეთ ექპერიმენტებში, უკვე წინსვლის დროა.

თუ ყველაფერი ისე წავიდა როგორც ოლე გეგმავს აუცილებლად ვიბრძოლებთ ჩემპიონობისთვის
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top