"მანჩესტერ იუნაიტედი" "ვესტ ჰემის" ახალგაზრდა ფეხბურთელით, დეკლან რაისით ინტერესდებოდა. თუმცა 20 წლის ნახევარმცველმა ყოველგვარი ჭორი უარყო და განაცხადა, რომ "ვესტ ჰემში" ძალიან ბედნიერად გრძნობს თავს და გულშემატკივრებთანაც განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს. "ვიცი, რომ ჩემი მომავლის შესახებ რაღაც ჭორები გავრცელდა, მაგრამ მინდა შეგახსენოთ, რომ სეზონის განმავლობაში ხუთწლიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი. ახლა მხოლოდ "ვესტ ჰემში" თამაშზე ვარ კონცენტრირებული."
"გულშემატკივრებთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს, მათ ძალიან ვუყვარვარ და მეც ძალიან მიყვარს ისინი. შესაბამისად, ახლა "ვესტ ჰემის" გარდა ვერაფერზე ვფიქრობ," - განაცხადა დეკლან რაისმა.
როგორც ოლე გუნარმა განაცხადა, "იუნაიტედის" სამიზნეთა სიაში ძირითადად ახალგაზრდა და პერსპექტიული ფეხბურთელები ხვდებიან. სწორედ ამიტომაც ოლე გუნარს კლუბის გაძლიერება ახალგაზრდა ინგლისელით სურდა, თუმცა - უშედეგოდ.