თბილისი:
მანჩესტერი:
29-05-2019, 09:45
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1470,
კომენტარები: 8
ნევილი: "არ მაქვს იმის ილუზია, რომ ყველაფერი 10 წუთში დალაგდება"
გარი ნევილი ოლე გუნარს არ აჩქარებს.
ნევილი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მცველმა გარი ნევილმა "წითლების" მომავალზე ისაუბრა. მცველის თქმით, კლუბი ძველ ტრადიციებს უბრუნდება, რაც კლუბში ახალგაზრდა ინგლისელი ფეხბურთელების გადაბირებას გულისხმობს და ამით ძალიან მოხარულია. შესაბამისად, მზადაა, რომ წარმატებას წლები დაელოდოს.

"მე შემიძლია, რომ წარმატებას ერთი, ორი, სამი, ოთხი და თუნდაც ხუთი წელი დაველოდო, ჩემთვის ეს პრობლემა არ არის."

"მთავარი ერთი რამ არის, "იუნაიტედის" პრინციპები უნდა დაბრუნდეს: კარგი თამაში და სანახაობა, სწორი ფეხბურთელების გადმობირება, კარგი განწყობა, მებრძოლი სული და კლუბისთვის ყველაფრის შეწირვა."

"მე ბავშვობიდანვე "იუნაიტედს" ვგულშემატკივრობდი და მთელი 20 წელი ველოდი როდის იქნებოდა ეს კლუბი წარმატებული. მე არსად მეჩქარება, ერთადერთი რაც მსურს არის ის, რომ ვნახო სწორ გზას ვადგავართ და სწორ გადაწყვეტილებებს ვიღებთ და რადგანაც "ოლდ ტრაფორდს" ახლა ოლე განაგებს, დარწმუნებული ვარ, რომ ასეც იქნება."

"მე არ ველოდები, რომ ისინი 10 წუთში საოცრებებს ჩაიდენენ, საერთოდ არა. არაუშავს, თუ რთული პერიოდი გვქონდა და გვექნება, მთავარია, რომ სწორ გზას დავადგეთ და ოლე ამას შეძლებს,"
- განაცხადა გარი ნევილმა.

წყარო: DailyMail
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
29 მაი 2019 10:27
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
კი ნევილსონ მარტლაი ხარ მარა შენ ეგრე ვან გაალისაც გჯეროდა და მოურინიოსიც :დ და მაშინაც ბევრ რამეში დარწმუნებული იყავი მარა ..
0
№2
ავტორი: ikeoni
29 მაი 2019 11:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
იმედიაა...ყველას ეგ გვინდა
0
№3
ავტორი: datasta25
29 მაი 2019 12:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
ლუკაკუს სანჩესის დიმარიას შვაის ფრედის ჯონსის და სხვების ტრანსფერებს რო ვიხსენებ ერთადერთი და ყველაზე დიდი პრობლემა რაც თავში აზრად მომდის არის სწორი სატრანსფერო პოლიტიკა, ის კიარა რო ყველა კარგი მოთამაშე მოვყაროთ! არააა!! მოვიყვანოთ მოთამაშეები ზუსტად ისეთები რომლებიც გვჭირდება, რომლებიც ჭირდება იმ ტაქტიკას რომელიც ოლეს ექნება, ზუსტად ის ფეხბურთელები რომლებიც გუნდს გამოადგება, თუ დანიელ ჯეიმსი უფრო ჯდება ოლეს ტაქტიკაში, მზად ვარ მოედანზე 11 დანიელ ჯეიმსი ვიხილო და ვიცოდე რო ისინი შეესაბამებიან ოლეს სურვილებს და კარგად ითამაშებენ, ვიდრე ოლსტარი გვქონდეს გუნდში და ვერაფერს მივაღწიოთ
1
№4
ავტორი: SANDROGRIGA
29 მაი 2019 12:49
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
6 წელია ველოდებით, ლოდინის გარდა არაფერი ხდება.
0
№5
29 მაი 2019 14:06
  • სიახლეები: 18
  • კომენტარები: 181
ყველაფერი სწორად იბაზრა... განვითარება და წარმატება ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მოხდეს. იმის ილუზია არ უნდა გვქონდეს, რომ ერთ წელიწადში ყველაფერი იდეალურად იქნება. აი, მე პირადად გაისად ევროპა ლიგის მოგებას ველოდები და ოთხეულში ადგილის დამკვიდრებას. შემდეგ წელს უფრო მეტს, შემდეგ წელს უკვე ჩემპიონობაზეც უნდა გვქონდეს პრეტენზია და ჩემპიონთა ლიგის მოგებაზეც...

არც მე არ მაქვს იმის ილუზია, რომ ერთ წელიწადში პრემიერლიგას დავდებთ... ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მოხდეს ყველაფერი და 3 ან 4 წელიწადში სასურველი შედეგიც დაიდოს ))) და ხო კიდევ ერთი, ბოლო დროს წარუმატებელი თამაშების მიუხედავად, ნუ გადავუსვამთ ხაზს ოლეს. მე მჯერა ამ კაცის და ვნახოთ, ვნახოთ აბა რას იზამს. მთავარია თამაშის ხარისხი მაღალი აჩვენოს, აი სწორედ იმ მანჩესტერის პრინციპებს არ უღალატოს, კარგი თამაში, სანახაობრივი, მებრძოლი. ვენდოთ და ვნახოთ რა გმოუვა, მიდი ოლე )))) ^^^^
0
№6
ავტორი: stepno
29 მაი 2019 14:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
გუნდი უნდა შეიკრას. ერთიან და ძლირ მენტალურ გუნდათ უნდა ჩამოვყალიბდეთ. რასაც ჩვენ უყურებთ ბოლო წლებში ეს არის უბრალოდ ქაოსი და მეტი არაფერი,სტაბილურობა უნდა დაიბრუნოს მანჩესტერმა,როგორც ადრე იყო სტაბილურად მებრძოლი ჩემპიონობისთვის ეხლაც ეგრე უნდა იყოს. მაგრამ სმოლინგით,ჯონსით,როხოთი,ბებე
0
№7
ავტორი: Dato kutaisi
29 მაი 2019 17:38
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3193
ვერ ვხვდები ერთ რამეს.გასაგებია რომ მოიყვანს ვინც უნდა და ინგლისელი იქნება თუ კამბოჯელი მაგრად მახატია მე პირადად.აი გასაშვებებს რო არ უშვებს ამასაც სხვას დავაბრალებთ თუ როგორ იქნება ჩვენი საქმე ნეტა ა?ადექი და გაუშვი ვინც არ ვარგა.რა დავიჯერო რომ ყველა ოლეს ჭირდება და ყველა გამოადგება?თუ ასეა რატომ ვერ გამოიყენა ეს ხალხი ამ სეზონშივე?ეს ნიშნავს რომ გასაყრელი ბევრი გყავს და ვერ უშვებ.რატომ?სუსტი ხარ.პასუხისმგებლობის თავიდან აცილება ყველაზე ადვილი საქმეა.ვის დავაბრალო ის რომ ერერას უშვებ და დარმიანი როხო ჯონსი სმოლინგი პერეირა ლინგარდი ბაილი იანგი ამათ იტოვებ? ვერც ვერავის.პასუხისმგებლობა მოგებაზეც გაქვს და წაგებაზეც.სეზონის ბოლოს თუ იმას ვამბობდით სად ვიყავით და კაცმა იმედები დააბრუნა უბრალოდ არ გაგვიმართლაო.ახალ სეზონში რომ იგივე ნაგავით შედეგს ვერ დადებ მერე რას დავაბრალოთ ფეხბურთელებს ისევ?არა ბატონებო ეს უკვე ტრენერის ბრალია.რადგანაც არ გაუშვა ის ხალხი და ენდო ანუ შეცდა ანუ არ იცის.ხოდა გინდა ჯეიმსები მოიყვანეთ გინდა გრიზმანები მთავარია წმენდა დამანახეთ თორე აღარ მჯერა არაფრის
0
№8
ავტორი: temo-scholes
30 მაი 2019 11:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
ციტატა: Dato kutaisi

+1
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top