თბილისი:
მანჩესტერი:
29-05-2019, 09:41
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1954,
კომენტარები: 9
ლუკაკუ იტალიაში გაემგზავრა
ლუკაკუ იტალიაში საბოლოო დეტალების შესათანხმებლად გაემგზავრა.
ლუკაკუ იტალიაში გაემგზავრა
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდი იტალიაში "ინტერის" წარმომადგენლებთან შესახვედრად და კონტრაქტის პირობების შესათანხმებლად გაფრინდა.

ბელგიელმა ძირითადში ადგილი ვერ დაიმკვიდრა და როგორც ოლე გუნარის პრესკონფერენციებიდან ჩანს, ამას ვერც მომავალ სეზონში მოახერხებს. შესაბამისად, ფორვარდმა კლუბის დატოვება გადაწყვიტა.

"იუნაიტედმა" 2017 წელს ლუკაკუს შესაძენად 75 მილიონი ფუნტი გადაიხადა, თუმცა ახლა "წითლები" მზად არიან, რომ ბელგიელი იტალიელებს 55 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ მიყიდონ.

"ინტერი" "იუნაიტედისგან" განსხვავებით მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს, რამაც ლუკაკუს გადაწყვეტილების მიღება უფრო გაუადვილა.

"ინტერის" მწრთვნელი ანტონიო კონტე ლუკაკუს შეძენას ჯერ კიდევ "სტემფორდ ბრიჯზე" ყოფნისას ცდილობდა, თუმცა - უშედეგოდ.

ლუკაკუ იტალიაში ერთი თვის წინ უკვე იყო და ტრანსფერის დეტალები შეათანხმა. ლუკაკუ "ინტერში" ცოტათი ნაკლებ ხელფასს მიიღებს, ვიდრე - "იუნაიტედში". შეგახსენებთ, რომ ბელგიელის კონტრაქტი "ოლდ ტრაფორდზე" კვირაში 250 000 ფუნტს წარმოადგენდა.


წყარო: Metro
ჭორები, ტრანსფერები
9 კომენტარი
№1
ავტორი: bero123
29 მაი 2019 10:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 379
ხო შეიძლება ერთხელ მაინც ამათმაც მოითხოვონ ვინმე და იკარდიში გაუცვალონ. ეს რა სირები არიან
0
№2
ავტორი: shotkin
29 მაი 2019 10:25
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
კარგია კარგი, იწმინდება გუნდი ნელ ნელა თუნდაც გაბეილი სახელებით, ინტერიდან არავის არ წამოვიყვანდი არც იკარდის და ახლა უკვე არც ნაინგოლანს, საინტერესოა ახალი სახეები ვინ მოვლენ გუნდში მე პირადად შემდგარ ვარსკვლავებს უფრო ახალი სახეები მიჩევნია ვინც დიდი ფეხბურთი უნდა ითამაშოს და აქ დაიხვეწებიან და ჩამოყალიბდებიან
0
№3
ავტორი: ikeoni
29 მაი 2019 10:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ეს მართლა გავყიდეთ მემგონი
1
№4
ავტორი: Malboro463
29 მაი 2019 11:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ინტერში ჯამში მინიმუმ 30 გოლს გაიტანს და წავა საუბარი არუნდა გაგვეშვაო დ. ცუდი ფორვარდი არა მარა არც გრანდის დონეა. ძმის ცოლის მხერხავი გვყავდა გუნდში და იკარდის ვეღარ აიტანთ დ
0
№5
ავტორი: de gea1
29 მაი 2019 12:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 356
Gadadis tu gadaaqvt? Imedia pogbac miyveba
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
29 მაი 2019 12:51
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
და ვინ მოყავთ შემცვლელად, თუ რაშფორდის ცენტფორვარდობას უნდა ვუყუროთ.
2
№7
29 მაი 2019 14:07
  • სიახლეები: 18
  • კომენტარები: 181
წავიდეს ინტერში, აქეთ კი იკარდი წამოიყვანონ...
0
№8
ავტორი: stepno
29 მაი 2019 14:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ხოო მიყიდეთ 55 მილიონში და მერე შემდეგ წელს 150 მილიონად დაიბრუნეთ ისევ. აუ რა გვეშველ;ება რაა ესეთი ჩამოსხმები საიდან შეიკრიბნენ :(((( მოკლედ ყველა ჩვენ გვაფარჩაკებს ყველაფერში ჩვენ ლუკაკუს დონის ფეხბურთელს ვყიდით რეალურ ფასად რაც ეკუთნვნის და იგივე დონის ფეხბურთელს ორმაგ ფასად ვყიდულობთ და სასწაულ ხელფას უხდით. ამას მოაგვარებს ნეტა ვინმეე?? @@@@
0
№9
ავტორი: Old Red Devil
29 მაი 2019 15:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 986
რატო მისტირით ამას ან პოგბას?არცერთი არაა პრემიერ ლიგის დონის.ყველამ კარგად იცის იტალიაც და ესპანეთიც რა გასასეირნებელი ჩემპიონატებია.ხოგა გაიტანონ იქ 20-30-40 გოლები.მაგდენს ეგენი ინგლისში ვერ გაიტანენ.ვესტ ბრომვიჩი და ევერტონი მაგალითებად ვერ გამოდგება,იქ ყველა ლუკაკუზე იყო აწყობილი.ჰარი კეინს,დე ბრუნიეს,სილვას,ფირმინიოსაც კი ვერ შეედრებიან ეს სირბანჯოები.და ეს უკვე გადამწიფებული ძმაკაცის ცოლის მხერხავი იკარდიც არავის უნდა.ზოგადად ინგლისში ან ახალგაზრდა ვინმე უნდა გაქაჩო ვინც ეს ესაა კარიერას იწყებს.შემდგარი იგროკები რაღაც ვერ ყომარობენ ლიგის სპეციფიკის გამო.არის გამონაკლისები კოშტას და ტორესის სახით მაგრამ მათზე უფრო ბევრია ვინც ჩაისვარა.დი მარია,ფალკაო,შაქირი,ფილიპე ლუისი.....
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top