თბილისი:
მანჩესტერი:
29-05-2019, 09:37
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1574,
კომენტარები: 6
"იუნაიტედმა" დაცვის ხაზის გაძლიერება მაგუირის შეძენით უნდა დაიწყოს"
ტედი შერინგემის რჩევა ოლე გუნარ სოლსკიაერს.
"მანჩსტერ იუნაიტედის" ლეგენდამ ტედი შერინგემმა ოლე გუნარს "ლესტერის" მცველის ჰარი
მაგუირის შეძენა ურჩია.

გასულ ზაფხულში ინგლისელი ახალგაზრდის შეძენას "იუნაიტედის" ყოფილი მწრთვნელი ჟოზე მოურინიო ცდილობდა, თუმცა "იუნაიტედმა" მცველის სანაცვლოდ 75 მილიონი ფუნტის გადახდა არ ისურვა.

"ვფიქრობ, რომ "რეალ მადრიდშიც" დიდი ცვლილებები გველის, ისევე როგორც "მანჩესტერ იუნაიტედში". ისინი აუცილებლდ ეცდებიან, რომ საუკეთესო ფეხბურთელები გადაიბირონ, მაგრამ მათი დამარცხება უნდა შევძლოთ."

"დღევანდელი მდგომარეობით, "იუნაიტედს" დაცვის ცენტრის გაძლიერება სჭირდება და ისეთი ფეხბურთელი უნდა შეიძინონ, როგორიც მაგალითად ვინსენტ კომპანი ან ტონი ადამსია."

"მართლა ვფიქრობ, რომ მათ ბრიტანული მენტალობა უნდა შეინარჩუნონ და ეცადონ ახალგაზრდა ბრიტანელი ფეხბურთელების შეძენას და შექმნან ბრიტანული გუნდი."

"იქიდან გამომდინარე, რომ "იუნაიტედს" დაცვის ცენტრში პრობლემა აქვს და გაძლიერებას სწორედ ბრიტანელი ფეხბურთელებბით უნდა ეცადოს, ასეთად კი სწორედ ჰარი მაგუირი მიმაჩნია. ის დიდებული ლიდერული უნარ-ჩვევებითაა დაჯილდოებული და სიტუაციის დამშვიდება შეუძლია. ძალიან ჰგავს რიოს, მასავით თავდაჭერილია ბურთთან და თავსაც კარგად იცავს. ჩემი აზრით, დაცვის ხაზის გაძლიერება მისით უნდა დავიწყოთ,"
- განაცხადა შერინგემმა.


წყარო: Metro
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
29 მაი 2019 10:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ხო არაა ცუდი მცველიი შეიძლება ამის მოყვანა
0
№2
ავტორი: Malboro463
29 მაი 2019 11:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
შენაირები წარმატებას მაგიტო ვერ აღწევენ სულ პრიტანულ მენტალობაზე რომ ფიქრობთ. იანგს და ლინგარდს რომ ამჯობინებთ სხვა ეროვნების ფეხბურთელებს. რომელი ვარსკვლავი შემორჩა ბრიტანეთს კეინის,ბეილს და სტერლინგის გარდა. და რიოს ეს როგორ უნდა შეადარო
1
№3
ავტორი: datasta25
29 მაი 2019 11:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
კაროჩე ტვინი გაიღუნა ამ ოლდ სქულით და ფერგის ტაქტიკებით, წავიდა ეგ დრო წავიდააააააა ვსოო მორჩა, აღარ არის ჩვენი მწვრთნელი ფერგი და აღარც იქნება არასდროს, ვეღარც მოვიყვანთ ეგეთს სხვას, მორჩა მორჩა!! ერთი დედაარღნიანი გუნდი მითხარით, რომელიც ძლიერი გუნდია დღეს, ტოპ კლუბია და იმის მიხედვით აწყობს გუნდს თუ რა ეროვნებისაა? ამდენი წელია ბეილი რეალში თამაშობს, და მარსელო ამბობდა, რომ ტიპისთვის გამარჯობის მეტი არაფერი უთქვამს არასდროს, იმიტო რო ესპანურიც კი არ იცის და გუნდელებს ვერ ეკონტაქტება, მაშინ როცა ბეილი დროიყო რონალდუსთან ერთად ლიდერობდა იმ რეალს რომელმაც ზედიზედ მოიგო ლიგები და ფინალში დუბლი გაიტანა, რათ უნდა ამმას დიდი ფილოსოფია ვერ ვხვდები, მოიყვანე კარგი ფეხბურთელი, დაუხაზე ტაქტიკა და ვსო
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
29 მაი 2019 12:55
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ისე იძახიან ბრიტანელებიო გეგონება მსოფლიო დონის ვარსკვლავები არიან თავზესაყრელი, ვინც მაღალი დონისაა, მაგალითად კეინი, ეგ გადმომსვლელი არაა და რას გადაეკიდნენ ამ ინგლისელებს. მოიყვანონ ის ვინც საჭიროა, ამ ეტაპზე სულ არ აქვს მნიშვნელობა ინგლისელი იქნება თუ სურინამელი. ჭაობშია გუნდი.
0
№5
ავტორი: stepno
29 მაი 2019 14:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მე როგორც ვატყობ წინა ზაფხულის ბედი გველის ეხლაც. ერთი ნორმალური ტრანსფერისაც აღარ მჯერა უკვე სისულელეებს ბოდავენნ გუნდს დააქცევენ მილანი სანატრელი იქნება ჩვენთვის am
0
№6
29 მაი 2019 14:28
  • სიახლეები: 18
  • კომენტარები: 181
არ არის ცუდი ვარიანტი... უკეთესი ალტერნატივებიც არსებობს და ჯერ ისინი უნდა მოსინჯონ, თუმცა იქიდან თუ ვერაფერი გამოვა, იჩალიჩონ მაგუაირზე. მშვენიერი მცველია, მივესალმები ამ ტრანსფერს :))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top