თბილისი:
მანჩესტერი:
28-05-2019, 19:14
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1435,
კომენტარები: 2
"სუონსი" ბევრი ფეხბურთელის გაშვებას არ აპირებს"
"სუონსის" აღმასრულებელი დირექტორი დანიელ ჯეიმსის ტრანსფერის შესახებ.
"წითელი ეშმაკები" საზაფხულო ტრანსფერების დაწყებას უელსელი ფეხბუთელის დანიელ ჯეიმსის შეძენით ცდილობდნენ. "იუნაიტედი" სასურველ ტრანსფერთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ "სუონსიმ" განაცხადა, რომ მიმდინარე ტრანსფერებზე ბევრი ფეხბურთელის გაშვებას არ აპირებს.

"სუონსის" აღმასრულებელმა დირექტორმა ტრევორ ბირჩმა სწორედ ტრანსფერების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი აზრით კლუბს ბევრი ფეხბურთელი არ დატოვებს.

"ბევრი ტრანსფერი არ განხორციელდება და კლუბს ბევრი ფეხბურთელი არ დატოვებს. თუ ჯეიმსი წავა, მაშინ მაქსიმუმ ერთი ან ორი ფეხბურთელი დაგვტოვებს, ზუსტად ვერაფერს გეტყვით. მაგრამ დანამდვილებით განგიცხადებთ, რომ ბევრი ფეხბურთელის გადინებას ადგილი არ ექნება."

"ჩვენ ფეხბურთელებს ასე უბრალოდ ვერ გავუშვებთ. გვესმის მათი ფასი და ღირებულება და ყველაფერი კარგად გვაქვს გააზრებული."

"ჩვენ ყველანაირად ვეცდებით ჩვენი ფეხბურთელების შენარჩუნებას. ისიც კარგად გვაქვს გააზრებული, რომ სახარბიელო მდგომარეობაში არ ვართ, თუმცა ეს არაფერს წყვეტს,"
- განაცხადა კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა.


წყარო: Goal.com
ინტერვიუები
2 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
28 მაი 2019 21:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
ეხლა ეს გახდეს კიდე სახვეწარი
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
29 მაი 2019 12:57
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
სუონსი რო ვაჭრობას დაგიწყებს კიდე
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top