თბილისი:
მანჩესტერი:
28-05-2019, 18:46
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1571,
კომენტარები: 5
"იუნაიტედი" ფეხბურთელებს ფერგიუსონის დროსაც კარგავდა"
გარი ნევილი გულშემატკივარს სიმშვიდისკენ მოუწოდებს.
გარი ნევილი მიიჩნევს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრები მათიას დე ლიხტის ტრანსფერთან დაკავშირებულ იმედგაცრუებისთვის მზად უნდა იყვნენ.

"წითლები" დიდი ხანია 19 წლის მცველით ინტერესდებიან, თუმცა ამ დრომდე მორიგება ვერ შედგა. როგორც პრესა იუწყება, ახალგაზრდა მცველის გადაბირება "ბარსელონამ" შეძლო. ამ გარემოებებიდან გამომდინარე, გარი ნევილი მიიჩნევს, რომ გულშემატკივარს დიდი იმედი არ უნდა ჰქონდეს.

"ფეხბურთში ფული ნიშნავს იმას, რომ შეჯიბრებაში ბოლომდე ხარ ჩართული. ჯერ კიდევ მაშინ, როცა კლუბი ძალიან წარმატებული იყო, ჩვენ ფეხბურთელებს ვკარგავდით. მაგალითად, დავკარგეთ რობენი, რომელიც 2000 წელს "ჩელსიში" წავიდა, ნასრი, რომელიც "სიტიში" გადაბარგდა. არ იფიქროთ, რომ ფერგიუსონის დროს ჩვენ კარგი ფეხბურთელები არ დაგვიკარგავს. ამ კლუბმა ძალიან კარგი და დიდი ფეხბურთელები დაკარგა მაშინ, როცა ყველაზე წარმატებული იყო."

"თუ ახლა "იუნაიტედი" დე ლიხტის შეძენას ვერ შეძლებს და "ბარსელონაში" გადავა, არ იფიქროთ, რომ ისტორიაში ეს პირველად მოხდა და ნუ იქნებით იმედგაცრუებულები. ეს იმის გამო არ ხდება, რომ "იუნაიტედი" დღეს ვიღაცას ცუდი გუნდი ჰგონია. ვფიქრობ, რომ "ოლდ ტრაფორდს" კვლავაც აქვს ის მომხიბვლელობა, რაც - უწინ,"
- განაცხადა გარი ნევილმა.


წყარო: Metro
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
28 მაი 2019 18:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
სულაც არაა ეგ დასამშვიდებელი ფაქტორი გარიკჯან
0
№2
ავტორი: datasta25
28 მაი 2019 19:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
ისე სუ გვახევდა ბარსა და რეალი ფეხბურთელებს, აი სულ, და ვერ ვხვდები ფეხბურთელების ყველაზე დიდი ოცნება ბარსა რეალი რატოა recourse
0
№3
28 მაი 2019 19:51
  • სიახლეები: 18
  • კომენტარები: 181
ერთ კითხვაზე მიპასუხეთ რაა... კარგი დავუშვათ წასულა ბარსაში, იქ ვის ამოაგდებენ სასტარტოდან, პიკეს თუ უმტიტს?... დარწმუნებული ვარ პიკე შეუცვლელი იქნება, კიდევ მინიმუმ 1 კი არა დაჟე 2 სეზონიც. უყიდიათ დე ლიხტი, მაშინ გამოდის უმტიტს აღარ ექნება სათამაშო დრო. ამ სამი ტოპ მცველიდან: პიკე, უმტიტი, დე ლიხტი, დარწმუნებული ვარ არცერთი არ შეეგუება სასტარტოდან ამოვარდნას...

აი, არ მჯერა, ეს კაცი ბარსელონაში წამსვლელი არ არის და აგერ ნახავთ, მომავალ სეზონში 5 ნომრიანი მაისურით თუ არ გაგვეჩითა დაცვის ცენტრში...
0
№4
ავტორი: shotkin
28 მაი 2019 23:09
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: ლუკა ბერაია
ერთ კითხვაზე მიპასუხეთ რაა... კარგი დავუშვათ წასულა ბარსაში, იქ ვის ამოაგდებენ სასტარტოდან, პიკეს თუ უმტიტს?... დარწმუნებული ვარ პიკე შეუცვლელი იქნება, კიდევ მინიმუმ 1 კი არა დაჟე 2 სეზონიც. უყიდიათ დე ლიხტი, მაშინ გამოდის უმტიტს აღარ ექნება სათამაშო დრო. ამ სამი ტოპ მცველიდან: პიკე, უმტიტი, დე ლიხტი, დარწმუნებული ვარ არცერთი არ შეეგუება სასტარტოდან ამოვარდნას...

აი, არ მჯერა, ეს კაცი ბარსელონაში წამსვლელი არ არის და აგერ ნახავთ, მომავალ სეზონში 5 ნომრიანი მაისურით თუ არ გაგვეჩითა დაცვის ცენტრში...

პიკე დე ლიხტი იქნება უმტიტისაც ჯობია ამ მომენტში და ლენგლეს ხო საერთოდ თუ ისე გააგრზელა თამაში როგორც თამაშობს და + კიდე მოუმატა შანსი არ აქვს არც ლენგლეს და არც უმტიტის + ამას უმიტით დიდად კმაყოფილი არც არის ბარსელონა
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
29 მაი 2019 12:59
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ამის მოყვანა ძაან მაგარი იქნება მარა...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top