თბილისი:
მანჩესტერი:
28-05-2019, 10:03
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1887,
კომენტარები: 8
დიბალა: "იუვენტუსმა" იცის, რაც მსურს"
პაულო დიბალა თავისი ძმის კომენტარს გამოეხმაურა.
დიბალა:
პაულო დიბალამ თავისი ძმის კომენტარს უპასუხა იმის თაობაზე, რომ მას ტურინის დატოვება და სხვა კლუბში თამაში სურს.

არგენტინულ რადიოსთან საუბრისას გუსტავო დიბალამ განაცხადა: "არსებობს კარგი შანსი იმისა, რომ კლუბი დატოვოს... მას ცვლილებები სჭირდება".

გუსტავომ ასევე განაცხადა, რომ დიბალას შესაძლო წასვლის ერთ-ერთი მიზეზი კრიშტიანუ რონალდუც იყო, ვის გამოც არგენტინელს მოედანზე ფუნქციები შეეზღუდა.

თუმცა, თავად ფეხბურთელი უარყოფს ყოველგვარ ჭორს წასვლის თაობაზე და ამბობს, რომ "იუვენტუსის" სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ იცის, თუ რა სურს მას.

"ჩემმა ძმამ თავის მხრივ ილაპარაკა. პარატიჩიმ იცის, რა მსურს სამომავლოდ - აქ თამაში.

პარატიჩისთვის ცნობილია, რომ კარიერის აქ გაგრძელებას ვაპირებ. დანარჩენი კი ჩემზე არ არის დამოკიდებული. "იუვენტუსმა" უნდა აირჩიოს, ვინ მოვა აქ მთავარ მწვრთნელად. მაგრამ საზოგადოებამ იცის - მომდევნო სეზონში დარჩენა მსურს.

უდიდეს პატივს ვცემ ამ მაისურსა და გულშემატკივრებს და ამიტომ მხოლოდ "იუვენტუსის" შესახებ ვილაპარაკებ და არა სხვა კლუბებზე, რადგან ეს უპატივცემულობა იქნებოდა",
- განაცხადა დიბალამ.

არგენტინელის შეძენით "მანჩესტერ იუნაიტედი" ინტერესდება და ამისთვის ღონისძიებებიც გაატარა, თუმცა ჯერჯერობით წარუმატებლად.

წყარო: dailymail
ახალი ამბები, ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: datasta25
28 მაი 2019 11:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
ჩამოყალიბდი რაგინდა შეჩემისა
2
№2
ავტორი: Lalana
28 მაი 2019 12:53
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ალეგრი რომ დარჩენილიყო ყველა ვარიანტში წავიდოდა იუვედან,მაგრამ ახლა დაელოდება ახალ მწვრთნელს და დააკვირდება სიტვაციას.ამის და მიხედვით კი გადაწყვეტს თუ როგორ იმოქმედოს მომავალში.
1
№3
ავტორი: ikeoni
28 მაი 2019 13:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Xoda egde ronaldos dubliorad sheni dedac mov***
1
№4
ავტორი: shotkin
28 მაი 2019 14:12
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
კიდევ კაი არ გვინდა ეს საერთოდ არ მინდა აქ
1
№5
ავტორი: dybbuk
28 მაი 2019 17:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1529
არც არაფერი დაგვაკლდება თუ არ გადმოვა, რაში გამოიხატება ამის მაგარი ფეხბურთელობა მე ვერ გავიგე
1
№6
ავტორი: Dato kutaisi
28 მაი 2019 18:13
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3193
იუვემ იცის შე საცოდავო შენ თუ იცი რა გინდა
1
№7
ავტორი: stepno
29 მაი 2019 01:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Au es ra pitalo yofila :(
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
29 მაი 2019 12:59
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ალეგრი რო დარჩენილიყო მართლა წავიდოდა იუვედან
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top