ჯერომ ბოატენგი ერთ-ერთი სასურველი სამიზნეა.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" თავისი ყურადღება მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალური მცველის, ჯერომ ბოატენგისკენ მიაპყრო.
სეზონის მიწურულს ბოატენგი კლუბის ხელმძღვანელობისა და მთავარი მწვრთნელის გეგმებს მიღმა მოექცა, ვინაიდან ნიკო კოვაჩი თავის არჩევანს მატს ჰუმელსსა და ნიკლას ზიულეზე შეაჩერა.
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ული ჰენესმა კი 30 წლის მცველს პირდაპირ ურჩია, რომ კლუბი დატოვოს.
"მას, როგორც მეგობარს, ვურჩევდი, კლუბი დატოვოს. მას ახალი გამოცდა სჭირდება, ბოლო დროს კი აქ მისი ადგილი არ არის" , - განაცხადა ჰენესმა.
ეს მდგომარეობა ყურადღების მიღმა არ დარჩენია "იუნაიტედს", რომელსაც ცენტრალური მცველის შეძენა პრიორიტეტულ მიზნად აქვს დასახული.
ბოატენგის სასარგებლოდ მეტყველებს ის ფაქტი, რომ მას პრემიერ ლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს "მანჩესტერ სიტიში" თამაშიდან გამომდინარე, თანაც "იუნაიტედი" მისი გასულ ზაფხულსაც ინტერესდებოდა.
მიუხედავად ამისა, საეჭვოა, რომ "წითლებმა" ბოატენგზე შეთავაზება გააკეთოს, ვინაიდან კლუბის მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სოლსკიაერი აქცენტს ახალგაზრდა ფეხბურთელებზე აკეთებს და ჯერომის კანდიდატურას მხოლოდ სათადარიგო ვარიანტად გამოიყენებს.
წყარო:
metro