გასულ სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერ ლიგაში დაიკავა მეექვსე ადგილი, დაამყარა არაერთი ანტირეკორდი, 32 ქულით ჩამორჩა თანაქალაქელ სიტის, ვერ მოიგო ვერცერთი ტიტული და სეზონის ბოლო 12 მატჩიდან მხოლოდ 2-ში იმარჯვა.
ქვემოთ გთავაზობთ ამ წარუმატებელ სეზონში "იუნაიტედის" მოთამაშეების შემაჯამებელ რეიტინგებს.
დავიდ დე ხეაგადაარჩინა გუნდი "იუვენტუსთან" შეხვედრაში, იყო ბრწყინვალე "ტოტენჰემთან" და მისი მოქმედება კილიან მბაპეს წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ რაუნდში აღმოჩნდა არასაკმარისად დაფასებული, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი საბოლოო ქამბექისთვის. თუმცა ამის შემდეგ მან დაიწყო შეცდომების ერთი მეორის მიყოლებით დაშვება, შედეგად - გუნდმა 1962 წლის შემდეგ ყველაზე მეტი გოლი გაუშვა სეზონში.
შეფასება: 5სერხიო რომეროჰქონდა კატასტროფული მატჩი ლიგის თასზე "დერბის" წინააღმდეგ, რასაც მისი კარგი ასპარეზობა მოჰყვა ასოციაციის თასის შეხვედრებში, სანამ "ვულვზთან" მეორე გოლს არ გაუშვებდა. ზოგის აზრით, საუკეთესო სათადარიგო მეკარეა და მიუხედავად იმისა, რომ დავიდ დე ხეას აშკარა ჩავარდნა ჰქონდა, მას მხოლოდ 8-ჯერ ანდეს კარი გასულ სეზონში.
შეფასება: 5ანტონიო ვალენსიამთელი სეზონის განმავლობაში სულ 9-ჯერ გამოჩნდა და დამაკმაყოფილებლად ერთადერთხელ ითამაშა. გადაწყვეტილება, რომ არ ამოქმედებულიყო მის კონტრაქტში ჩადებული 1 წლით გახანგრძლივების პუნქტი, კლუბის მხრიდან სწორი იყო.
შეფასება: 1ეშლი იანგიგუნდს თითქმის მთელი სეზონი უკაპიტნა და ბოლომდე ძირითადის მოთამაშედ დარჩა. კლუბისგან კონტრაქტის 1 წლით გახანგრძლივება დაიმსახურა, თუმცა თებერვლის შემდეგ მისმა ფორმამ ძალიან მოიკლო და 33 წლის ფეხბურთელს კლუბის მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ძალიან გაუჭირდა.
შეფასება: 5მატეო დარმიანიიტალიელმა კიდევ უფრო ცოტა შეხვედრა ჩაატარა, ვიდრე ანტონიო ვალენსიამ - 7. 3 თვე ტრავმის გამო გამოტოვა და მისი თამაში პერიოდში მეტოქემ 8 გოლი გაიტანა. გასულ სეზონში კლუბმა ვერ შეძლო მისი გაყიდვა, ისინი ამას ამ ზაფხულს კვლავ შეეცდებიან.
შეფასება: 2დიოგუ დალოკარგად წარმოაჩინა თავი სადებიუტო მატჩის ჟოზე მოურინიოს მწვრთნელობისას "იანგ ბოისის" წინააღმდეგ. ასევე კარგი იყო "ფულჰემთან" შეხვედრაში, თუმცა "პარიზ სენ-ჟერმენთან" მატჩში გამოჩნდა, რომ ჯერ არ არის საკმარისად მზად დიდ გუნდებთან სათამაშოდ. ტრავმის გამო 3 თვე გაუცდა და მიუხედავად იმისა, რომ სეზონის დასკვნით ნაწილში ფორმა დაკარგა, მასში გადადილი 19 მილიონი გირვანქა მაინც ძალიან იაფად გამოიყურება.
შეფასება: 4კრის სმოლინგიროდესაც ფორმაში იყო, ორივე მწვრთნელის ქვეშ მუდმივი სათამაშო დრო ჰქონდა და თავი ვიქტორ ლინდელოფის საუკეთესო მეწყვილედ წარმოაჩინა გუნდში. სეზონის მიწურულს საბოლოოდ დაამტკიცა, რომ კვლავ ძირითადი შემადგენლბის წევრია. ტერფის ტრავმის გამო გაუცდა ორი თვე.
შეფასება: 5ვიქტორ ლინდელოფიალბათ, "იუნაიტედის" ყველაზე სტაბილური მოთამაშე, მიუხედავად არამყარი პირველი ორი თვისა. გუნდს საუკეთესო ცენტრალურ მცველად მოევლინა და მასში გადახდილი 30.9£ მილიონი ახლა უკვე იაფად გამოიყურება. ის წარმატებულად თამაშობდა მწვრთნელის ცვლილებამდეც და ახლა საჭიროა უმაღლესი კლასის პარტნიორის მოყვანა მისთვის.
შეფასება: 7ერიკ ბაიინაწილობრივ სულშერია გასაკიცხი იმის გამო, რომ მარჯვენა მცველად კატასტროფული თამაში ჰქონდა პარიზში, თუმცა ერიკ ბაიი სხვას ვერავის დააბრალებს კილიან მბაპეს გატანილ მეორე გოლს ოლდ ტრაფორდზე, საკუთარი თავის გარდა. იშვიათად იყო ძირითადი გუნდის წევრი, ხოლო თავის ბოლო შეხვედრაში ტრავმაც მიიღო. თქვენ ერთი ხელიც გეყოფათ მისი კარგი თამაშის ჩამოსათვლელად ამ სეზონში.
შეფასება: 2ფილ ჯონსიორი თვე გადაბმულად თამაშის მერე შესვენებაზე გახდა შესაცვლელი, სავარაუდოდ კვლავ ტრავმის გამო. 27 წლის ასაკში ფილ ჯონსი ტრავმებისგან დაჩაგრულია და ამ სეზონშიც 3 თვე გაუცდა ამავე მიზეზით. სულშერის მოსვლის პირველ 6 კვირაში კარგად გამოიყურებოდა, თუმცა შემდგომ დაკარგა ადგილი. ჯამში სულ 20-ჯერ დაიწყო სასტარტო შემადგენლობაში თამაში.
შეფასება: 3მარკოს როხოსამი სასტარტო და სამი ცვლილებაზე შემოსვლა - სულ ესაა წლევანდელ სეზონში იმ მცველის ჩართულობა, რომელმაც გასული წლის მარტში კლუბისგან კონტრაქტის გახანგრძლივება დაიმსახურა. მოედნიდან იყო გასაძევებელი ბოლო თამაშში. ამ ზაფხულს კლუბის პრიორიტეტულ მოთამაშეებში არ უნდა შედიოდეს.
შეფასება: 0ლუკ შოუიუნაიტედის წლევანდელი სეზონი თითქმის თანაბრად იყო დაყოფილი გასაოცარი ინდივიდუალური პერიოდებით და შოუ კლუბის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა აგვისტოსა და სექტემბერში. თანაგუნდელების უმეტესობის მსგავსად, მისი ფორმაც გაუარესდა სეზონის დასკვნით ნაწილში და შოუსაც მიუძღვის ბრალი რამდენიმე მნიშვნელოვანი გოლის გაშვებაში.
შეფასება: 6
ნემანია მატიჩიმიუხედავად იმისა, რომ ტრავმა ზაფხულში მოიშუშა, მისი კვალი სეზონის მთელი პირველი ნახევრის განმავლობაში ეტყობოდა "კარდიფთან" გასვლით მატჩამდე. სულშერის მოსვლის შემდგომ მკვეთრად გააუმჯობესა თამაში, სანამ კვლავ დაზიანება არ მიიღო თებერვალში, რომლის შემდგომაც ვეღარ მოახერხა ფორმის აღდგენა. მისი უსარგებლოდ გახდომის პროცესი ნელ-ნელა იწყება.
შეფასება: 3ანდერ ერერაიუნაიტედის სამთვიანი ტრანსფორმაცია სულშერის ხელში შეიძლება გაიზომოს იმით, თუ როგორ მოამატებინა მან მოურინიოს ბიჭებს - მატიჩს და ერერას. "ლივერპულთან" მიღებულ დაზიანებამდე, ერერა ნორვეგიელის ხელმძღვანელობით იყო ბრწყინვალე და "ჩელსისთან" მან კვლავ გაიბრწყინა. თუმცა მისი ეფექტი მარტის სანაკრებო პაუზის მერე შემცირდა, როდესაც მან "პსჟ"-ში გადასვლა აირჩია.
შეფასება: 5ფრედისეზონის დასაწყისში ჰქონდა 53 დღიანი უთამაშებელი პერიოდი და ზოგადად იშვიათად ჩნდებოდა მოურინიოს გუნდში. თითზე ჩამოსათვლელად ითამაშა კარგად და ამ მატჩებში შეიძლება შევიყვანოთ შეხვედრები "პსჟ"-სა და "ბარსელონასთან". პარიზში ფრედის თამაშს ოლემ "დიდი გაუმჯობესება" უწოდა, თუმცა ეს მხოლოდ ყალბი ალიონი გამოდგა და შეფასება კვლავ უარყოფითია 53£ მილიონიანი ნახევარმცველისთვის.
შეფასება: 3სკოტ მაკტომინეიუძლიერესი ინდივიდუალური მოთამაშე ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. მაკტომინეის გამოსვლა "პსჟ"-სთან შეიძლება ზედმეტად იყო შეფასებული, თუმცა მან, ასევე, დისციპლინებულად ითამაშა "ლივერპულთან" და გაიბრწყინა "ბარსელონასთან". მოურინიოს ხელში მაკტომინეის მატჩები გამოირჩეოდა სუსტი პირველი ტაიმებით "უესტ-ჰემთან", "ნიუკასლთან" და "საუთჰემპტონთან". სეზონში ორჯერ მოახერხა გატანა.
შეფასება: 5პოლ პოგბამოურინიოს გათავისუფლების შემდგომ პოგბამ, ალბათ, კარიერის საუკეთესო ფორმა აკრიფა. თუმცა ეს ინერციული გაუმჯობესება აღმოჩნდა და მისი ეს სეზონი დამსახურებულად იქნება დამახსოვრებული, როგორც პოგბას ურჩი და გუნდისთვის ძირისგამომთხრელი ქცევის გამოვლინება, რამაც საერთოდ არ მოახდინა დადებითი შთაბეჭდილება სტრედფორდ-ენდელებზე.
შეფასება: 4ანდრეას პერეირასულშერმა ბრძნულად გადაწყვიტა, რომ პერეირა არ არის საყრდენი ნახევარმცველი. ამ პოზიციაზე მას სრული კრახი ჰქონდა "ბრაიტონთან" და "ბარნლისთან" აგვისტოში. ძალიან მონდომებული შემოვიდა ცვლილებაზე ლივერპულთან თებერვალში და გაიტანა დიდებული გოლი გასაოცარ შეხვედრაში "საუთჰემპტონთან". ძირითადად ცვლილებაზე შემოდიოდა და სეზონის არცერთ მონაკვეთში განიხილებოდა ძირითადის წევრად.
შეფასება: 3ხუან მატათამაშობდა დამაკმაყოფილებლად მოურინიოს ხელში და ამავდროულად იყო არასაკმარისად გამოყენებული. საკუთარ ანგარიშზე ჩაიწერა რამდენიმე უმნიშვნელოვანესი გოლი, მათ შორის - "ნიუკასლთან" და "იუვენტუსთან", ასევე არაეგოისტურად ითამაშა "ჩელსისთან" ასოციაციის თასზე. თუმცა, ალბათ, გუნდს მაინც უფასოდ დატოვებს.
შეფასება: 4ჯესი ლინგარდიის იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც ედ ვუდვორდმა მარჯვენა ვინგერის შეძენაზე უარი თქვა. დიდი დანაკლისი გუნდისთვის, როდესაც ვერ თამაშობს. ლინგარდი სულშერის ხელში კიდევ უფრო გაიზარდა და მისი უნარი - ითამაშოს მეორე ცენტრ ფორვარდადაც, უნიკალურ მოთამაშედ აქცევს. გამოტოვა ორიოდე თვე სეზონში ტრავმის გამო.
შეფასება: 6ალექსის სანჩესიდამატებით დროში გაიტანა გამარჯვების გოლი "ნიუკასლთან" და მშვენიერ სტილში გაიტანა პირველი გოლი "არსენალის" წინააღმდეგ თასზე. მაგრამ სულ ეს იყო. სანჩესს პირველი სრულფასოვანი პრესეზონი ჰქონდა 2013 წლის შემდეგ, თუმცა კიდევ უფრო გამოუსადეგარი გახდა და ადგილი ძირითად გუნდში ჯერ კიდევ სექტემბერში დაკარგა. გუნდიდან აუცილებლად წამსვლელს ჰგავს.
შეფასება: 2ენტონი მარსიალითუკი აგვისტოსა და სექტემბერში შოუ დომინირებდა, აი, ოქტომბერი და ნოემბერი ნამდვილად მარსიალს ეკუთვნოდა. მარსიალმა მაშინ მოუმატა, როდესაც გუნდს უჭირდა და ეს პერიოდი საუკეთესო გამოდგა მისთვის ამ სეზონში. ოლეს ხელში არ ყოფილა გამორჩეულად ნაყოფიერი, თუმცა "ფულჰემთან" გაიბრწყინა სოლო გოლით, რომელიც, ბევრის აზრით, იუნაიტედის წლის საუკეთესო გოლი იყო. ბოლოს ტრავმის გამო ერთი თვე იუქმა.
შეფასება: 6რომელუ ლუკაკუთუკი რომელიმე მოთაშეზე შეიძლება ითქვას, რომ მისი თამაში სასაცილოდან გამაოგნებლამდე იცვლება და პირიქით, ეს სწორედ ლუკაკუა. მისი გოლების სერია ისევ უიღბლო პერიოდმა შეცვალა და ბელგიელს კვლავ უფრო მეტი აცილება დაუგროვდა, ვიდრე გოლი. ბევრი ასეთი გაფუჭებული მომენტი იმ თამაშებზე მოდის, სადაც იუნაიტედი ან დამარცხდა ან ფრე ითამაშა ("ბრაიტონი", "ტოტენჰემი", "არსენალი"). გახდა გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გოლით, თუმცა ეს 10 ბურთით ჩამორჩება იმ 25 გოლიან ნიშნულს, რასაც ადრე აჩვენებდა. მოურინიოს გუნდში დაკარგა ძირითადი შემადგენლობის წევრის სტატუსი და სრულფასოვნად ვერც ოლეს დროს აღიდგინა.
შეფასება: 5მარკუს რაშფორდილინდელოფის მსგავსად, რაშფორდიც კარგად გამოიყურებოდა, სანამ სულშერი მოვიდოდა და ალბათ, თავისი კარიერის საუკეთესო თამაშს აჩვენებდა. რაშფორდი არის დახვეწილი ფორვარდი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ცენტრშ თამაშობს. გაიტანა მნიშვნელოვანი გოლები "ტოტენჰემთან" და "პსჟ"-სთან. პოგბასთან ერთად, ის იყო სულშერის პირველი თვის გუნდის თილისმა. თუმცა, ამავდროულად ჯერ კიდევ მიდრეკილი რჩება ეგოიზმისკენ.
შეფასება: 7*ლი გრანტი, ენჯელ გომესი, ჯეიმზ გარნერი, ტაჰით ჩონგი და მეისონ გრინვუდი არ არიან შეფასებულნი, არასაკმარისი დროით თამაშის გამო.ავტორი:
სემუელ ლაკჰარსტიწყარო:
MEN