თბილისი:
მანჩესტერი:
22-02-2013, 23:59
ავტორი: UTD-Rule,
ნანახია: 2507,
კომენტარები: 30
QPR VS Manchester United - Preview
"ქუინს პარკ რეინჯერსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" - პრევიუ
QPR VS Manchester United - Preview
"ქუინს პარკ რეინჯერსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" - პრევიუ


სტადიონი: "ლოფტუს როუნდი",ლონდონი
მონაცემი: პრემიერ ლიგა,27-ე ტური.
მსაჯი: ენტონ ტეილორი
თარიღი: შაბათი, 23 თებერვალი 2013 წელი.
მატჩის დასაწყისი: 17:00, (ჩვენი დროით)

QPR VS Manchester United - Preview

QPR VS Manchester United - Preview

"ქუინს პარკ რეინჯერსი"

ტრავმირებულები: ჟოზე ბოსინგვა,ენდი ჯონსონი,ფაბიო
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: რენი
შემადგენლობა: Cesar, Green, Murphy, Onuoha, Hill, Ben Haim, Samba, Mbia, Fabio, Traore, Granero, Diakite, Hoilett, Park, Derry, Taarabt, Jenas, Townsend, Wright-Phillips, Mackie, Remy, Bothroyd, Zamora.
მთავარი მწვრთნელი:ჰარი რედნაპი

"ქუინს პარკ რეინჯერსის" მთავარი მწვრთნელი ჰარი რედნაპი იმედოვნებს,რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ თამაშს შეძლებს თავდამსხმელი ლოიკ რემი,რომელმაც უკვე ბოლო ორი მატჩი გამოტოვა ტრავმის გამო.გუნდს მუხლის ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა დევიდ ჰოილეტი,რომელზედაც დიდ იმედებს ამყარებს ჰარი რედნაპი.უკვე ოფიციალურად დადასტურდა,რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ ვერ ითამაშებს ჟოზე ბოსინგვა და ენდი ჯონსონი ხოლო რაც შეეხება ბრაზილილ მცველს ფაბიოს,როგორც მოგეხსენებათ ის "ქპრში" არენდით იმყოფება "მანჩესტერ იუნაიტედიდან" და მას არ აქვს უფლება თავისი გუნდის წინააღმდეგ ითამაშოს.

QPR VS Manchester United - Preview

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: ფილ ჯონსი,პოლ სქოულზი,უეინ რუნი.
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
შემადგენლობა: De Gea, Lindegaard, Amos, Rafael, Smalling, Ferdinand, Vidic, Evans, Evra, Buttner, Nani, Valencia, Carrick, Cleverley, Giggs, Anderson, Young, Kagawa, Welbeck, Hernandez, Van Persie.
მთავარი მწვრთნელი: სერ ალექს ფერგიუსონი.

"მანჩესტერ იუნიატედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონა წინსამატჩო პრესკონფერენციაზე განაცხადა,რომ ჰარი რედნაპს შეუძლია თავისივე გამოცდილების ხარჯზე გადაარჩინოს "ქპრ" პრემიერ ლიგიდან დაქვეითებას.ასევე წითელი ეშმაკების" თავკაცმა განაცხადა,რომ მიმდინარე პრემიერ ლიგაში 12 ქულიანი სხვაობა "მანჩესტერ სიტისთან" ეს არ ნიშნავს იმას,რომ გუნდს უკვე ტიტული მოპოვებული აქვს,სწორედ ამიტომ ის თავის ფეხბურთელებს ყურადღებისაკენ მოუწოდებს.შოტლანდიელმა სპეციალისტმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა,რომ "ქპრსთან" თამაშს ვერ შეძლებენ უეინ რუნი,ფილ ჯონსი,რომელმაც "რედინგთან" მატჩში ტრავმა მიიღო და ყავარჯნებით მოუწია "ოდლ ტრაფორდის" დატოვება და ასევე ამ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს პოლ სქოუზლი,რომელსაც საკმაოდ სერიოზული ტრავმა აქვს.

გუნდების ფორმა

QPR VS Manchester United - Preview

მე-20 ადგილი,17 ქულა

ბოლო 6 საშინაო შეხვედრიდან ჰარი რედნაპის შეგირდებმა,ოთხი შეხვედრა ფრედ დაასრულეს,გაიტანეს 3 გოლი და გაუშვეს 8.მიმდინარე პრემიერ ლიგაში ყველაზ ნაკლები ბურთი სწორედ "ქპრს" აქვს გატანილი (19) ხოლო გაშვებული აქვს 49 გოლი საკუთარ კარებში.ინგლისის პრემიერ ლიგის ისტრორიაში 26-ე ტურისათვის 19 ბურთზე ნაკლები გატანილი მხოლოდ 11 გუნდს ჰქონდა ხოლო რაც შეეხება რეკორდს ეს "დერბის" ეკუთვნის,რომელმაც 2007-08 წლებში 26-ე ტურისთვის 11 გოლი ჰქონდათ გატანილი.ჰერი რედნაპის შეგირდები მიმდინარე პრემიერ ლიგაში 26-ე ტურში "სუონს დაუპირისპირდა და ანგარიშით 4:1 მარცხი იწვიეს."ქპრს" ბოლო 10 შეხვედრაში მხოლოდ ორი მოგება აქვს,3 წაგება და დანარჩენი ფრე.ხოლო რაც შეეხება ბოლო 5 მატჩს გუნდს 4 ფრე აქვს და ერთი წაგება ბოლო ტურში "სუონსის" წინააღმდეგ."ქუინს პარკ რეინჯერსის" ბომბარდიდი ადელ ტარააბტი არის 4 გოლით.ჰარი რედნაპი და მისი გუნდი ნამდვილ გასაჭირში იმყოფებიან და მათ წინ დიდი ბრძოლა ელით პრემიერ ლიგიდან დაქვეითების თავიდან ასარიდებლად,სწორედ ამიტომ ისინი ბოლომდე იბრძოლებენ სერ ალექს ფერგიუსონის გუნდთან.

QPR VS Manchester United - Preview

პირველი ადგილი,65 ქულა

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ბოლო 20 მატჩიდან,რომელიც "ოლდ ტრაფორდზე" ჩაატარა 18 მოიგო და მხოლოდ ერთი დათმო "ტოტენჰემის" წინააღმდეგ.მიმდინარე პრემიერ ლიგის ბოლო 14 შეხვედრიდან სერ ალექს ფერგიუსონის შეგირდებმა 12 მოიგეს ხოლო ორი ფრედ ითამაშეს,"წითელმა ეშმაკებმა" შესაძლო 42 ქულიდან 38 ქულა აიღეს,ეს არის მათი ერთ-ერთი საუკეთესო სტატისტიკა 2010 წლის თებერვლიდან.მიმდინარე სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედმა" საკუთარ მოედანზე მეტოქეს ბოლო 12 მატჩიდან მინიმუმ 2 გოლს უტანს გარდა ნოემბერში ჩატარებული მატჩისა,სადაც "წითელმა ეშმაკებმა" მინიმალური სხვაობით დაამარცხეს "ვესტ ჰემი"."მანჩესტერ იუნაიტედმა" გაიტანა ყველა საშინაო მატჩში "ოლდ ტრაფორდზე" ბოლო 61 შეხევდრაში პრემიერ ლიგის დაწყებული 2009 წლის დეკემბრიდან "ასტონ ვილას" წინააღმდეგ.ეს პრემიერ ლიგის რეკორდი არის 21-ე საუკუნეში,მაგრამ ამაზე კარგი შედეგი აქვს "ვულზემჰეპტონს",რომლებმაც 75 საშინაო შეხვედრაში ყველა მატჩში გაიტანეს გოლი.სერ ალექს ფერგიუსონის შეგირდებმა მიმდინარე სეზონში უკვე 9 მატჩი მოიგებს ისეთი,სადაც აგებდნენ და ამ "ქამბექების" ხარჯზე 27 ქულა მოაგროვეს."მანჩესტერ იუნაიტედი" ისევ პრემიერ ლიგის სათავეში რჩება 12 ქულიანი უპირატესობით "მანჩესტერ სიტისთან",სწორედ ამიტომ სერ ალექს ფერგიუსონის შეგირდები შეეცდებიან,რომ ეს მაჩვენებლი გაზარდონ ან შეინარჩუნონ.

ურთიერთშეხვედრები

ეს ორი გუნდი ერთმანეთს სულ 50-ჯერ შეხვდა.31 მატჩი "მანჩესტერ იუნაიტედის" გამარჯვებით დასრულდა,6 მატჩი "ქპრს" გამარჯვებების სიაში იწერება ხოლო 13 მატჩი ფრედ დასრულდა."მანჩესტერ იუნაიტედმა" ამ გუნდის წინააღმდეგ ბოლო 14 მატჩში 11-ის მოგება მოახერხა და არცერთი არ წაუგია.1992 წლის 1 იანვარს "ქპრ" "მანჩესტერ იუნაიტედს" ესტუმრა "ოლდ ტრაფორდზე" და დენის ბეილის ჰეთრიკის ხარჯზე 1:4 იმარჯვეს.ეს მატი ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება იყო "წითელი ეშმაკების" წინააღმდეგ.ცხადია შაბათს ორივე გუნდი იბრძოლებს ამ აქტივებში კიდევ ერთი მოგების ჩასაწერად.

ბოლო შეხვერდა "ლოფტუს რაუნდზე"

QPR VS Manchester United - Preview

ეს გუნდები ბოლოს ერთმენთს "ლოფტუს როუნდზე" 2011 წლის 18 დეკემბერ შეხვდნენ.მატჩში საკმაოდ დაძაბული გამოდგა,მაგრამ საბოლოო ჯამში უეინ რუნისა და მაიკლ კერიკის გოლების ხარჯზე "მანჩესტერ იუნაიტედმა" მოახერხა გამარჯვების მოპოვება.მატჩი "მანჩესტერ იუნიტედის" უპირატესობით წარიმართა და დამსახურებულად მოიპოვეს "წითელმა ეშმაკებმა" სამი ქულა.

Current form

QPR VS Manchester United - Preview

Head to Head

QPR VS Manchester United - Preview

PROBABLE LINEUPS

QPR VS Manchester United - Preview

Editor's Prediction

QPR VS Manchester United - Preview
მატჩის წინ
30 კომენტარი
№1
ავტორი: UTD-Rule
22 თებერვალი 2013 18:38
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
მგონი კარგი გამოვიდა 3d_8
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№2
ავტორი: GeorgeBest
22 თებერვალი 2013 18:56
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
როგორც ყოველთვის კარგია
0
№3
ავტორი: koko2222
22 თებერვალი 2013 19:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 194
პქრ 0-4 იუე ვიგებთ

ზესტაფონი გაზდა სუპერ თასის მფლობელი ahahaha
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ მილანელი.ქომზე მოდენატორი რედარმი.გიზე იუზერი ნომელი?
№4
ავტორი: ReCoVeR1
22 თებერვალი 2013 19:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 182
ფლანგებზე ნანი და ველბეკი უნდა იყოს თავდასხმაში ჩიჩა და რვპ love ნანი რატომ არაა რა უნდა გააკეთოს ძირითადში რომ იყოს აფრინდეს ?
0
№5
ავტორი: love united
22 თებერვალი 2013 19:41
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
საღოლ კარგია!..ადვილი თამაში არ იქნება...
0
№6
ავტორი: Amerigo
22 თებერვალი 2013 19:44
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
UTD-Rule,
საღოლლლლლლ~!
0
№7
ავტორი: koko2222
22 თებერვალი 2013 19:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 194
UTD-Rule
საღall
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ მილანელი.ქომზე მოდენატორი რედარმი.გიზე იუზერი ნომელი?
№8
ავტორი: don_vini
22 თებერვალი 2013 20:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
მშვენიერი პრევიუა derpthumb 3 ქულა 3 3 3 3 3 3 3 3 3 3 3 wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
№9
ავტორი: Shako Jones
22 თებერვალი 2013 20:30
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
ფაბიო არ იქნებააა

იმედია ნანი ითამაშებსს
0
№10
ავტორი: ლადო
22 თებერვალი 2013 20:43
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
საღოლ, კარგია)) ნანიმ მინდა რო ბევრი ითამაშოს ფორმა რო აკრიფოს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top