თბილისი:
მანჩესტერი:
27-05-2019, 11:01
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1284,
კომენტარები: 5
საქველმოქმედო ფონდს 1,5 მილიონი ფუნტი შეუვიდა
სერ ალექს ფერგიუსონი და ოლე გუნარ სოლსკიაერი მატჩის შემდეგ.
საქველმოქმედო ფონდს 1,5 მილიონი ფუნტი შეუვიდა
სერ ალექს ფერგიუსონი და მისი ლეგენდები 1999 წლიდან 20 წლის იუბილეს აღსანიშნავად "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნდნენ. "წითლებმა" მასპინძლები 5-0 ანგარიშით დაამარცხეს.

ზუსტად ოცი წლის წინ, "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ნოუ კამპზე" "ბაიერნის" დამარცხებით ტრიბლი მოიგო.

ამ საღამოს იმ მატჩიდან უამრავი ფეხბურთელი დაუბრუნდა საფეხბურთო სამყაროს და მატჩიც სასიამოვნო სანახავი გამოდგა, თუმცა კიდევ უფრო სასიხარულო მიზეზი გახლავთ ის, რომ აღნიშნული თამაშით, "მანჩესტერ იუნაიტედის საქველმოქმედო ფონდმა" 1,5 მილიონი ფუნტი მოაგროვა.

"იუნაიტედი" ამჟამინდელი მწრთვნელი, ოლე გუნარ სოლსკიაერი ძალიან ბედნიერი და მოხარული იყო ამ საღამოთი:

"ეს დაუჯერებელი თანხაა და მიხარია, რომ ჩვენს საქველმოქმედო ფონდს ასე დავეხმარეთ. მადლობა გულშემატკივრებს, რომლებმაც ამის საშუალება მოგვცეს."

"ვფიქრობ, რომ დღეს აქ მყოფთაგან ყველა კარგად გრძნობდა თუ რას ნიშნავს "ოლდ ტრაფორდზე" თამაში "სტრეტფორდ ენდის" წინ. ეს არ არის მხოლოდ ლოგო და ჩვენ ამით მხოლოდ კი არ გავერთეთ, სიამოვნება მივიღეთ, რადგან მკერდზე ეს ნიშანი თითოეული ჩვენგანის ცხოვრების უდიდესი ნაწილია,"
- განაცხადა ოლე გუნარ სოლსკიაერმა.

მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა დიდებულმა სერ ალექს ფერგიუსონმაც:

"20 წელი გავიდა და ეს დღე ისევ ჩვენს მეხსიერებაშია. ყველა ხედავთ რა შეუძლიათ ამ ფეხბურთელებს, რას აკეთებენ და როგორ პროგრესირებენ ცხოვრებაში. ასაკი ყველას ეტყობა, მაგრამ მაინც ძალიან კარგად გამოიყურებიან მოედანზე."

"მაგრამ დღევანდელი საღამოს მთელი მიზანი ჩვენი საქველმოქმედო ფონდის დახმარებაა. ისინი ფანტასტიკურად მუშაობენ და ძალიან კარგად ეხმარებიან სხვებს და მიხარია, რომ ამ ყველაფრის ნაწილი ვართ,"
- განაცხადა სერ ალექს ფერგიუსონმა.


წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები
5 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
27 მაი 2019 11:12
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
მართლა ძველი მანჩესტერული სულისკვეტება იყო ამ თამაშზე და იგრძნობოდა ის აურა და ხარისხიც რაც მანჩესტერს ქონდა და უნდა ქონდეს , იმედია ოლეს ხელში ძლიერ გუნდს ვიხილავთ ბევრი შეტევებით და ბოლო წუთამდე მებრზოლი ფეხბურთელებით.
0
№2
ავტორი: ikeoni
27 მაი 2019 11:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
ამაზე უკეთესი საქმე რა უნდა გააკეთო❤️
0
№3
ავტორი: kobinio
27 მაი 2019 11:49
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
მანჩესტერელები ორივე აქტიურად ეხმარებიან ყველა წელს ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს და ნამდვილად მისაბაძია.
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
27 მაი 2019 13:55
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ძალიან კარგი
0
№5
ავტორი: temo-scholes
30 მაი 2019 12:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
საღოლ ბიჭობა!❤️
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top