ესპანელთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.
ამ ზაფხულს "მანჩესტერ იუნაიტედში" დიდი წმენდა იგეგმება. ოლე გუნარ სოლსკიაერი გუნდის თავიდან აწყობას აპირებს. შედეგად, კლუბი უკვე დატოვეს ანტონიო ვალენსიამ და ანდერ ერერამ. დიდი ალბათობით, მათ გზას გაუყვებიან მარკუს როხო, ალექსის სანჩესიცა და რომელუ ლუკაკუც.
ანდერ ერერასთან ერთად, კონტრაქტი ეწურება ხუან მატასაც. ესპანელი კლუბთან ივნისის ბოლომდეა დაკავშირებული, თუმცა მისით სხვადასხვა კლუბები ჯერ კიდევ იანვრიდან მოყოლებული ინტერესდებიან.
როგორც პრესა იტყობინება, "იუნაიტედს" ძალიან სურს ახალგაზრდა ნახევარცმველის შენარჩუნება და მის აგენტთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. იმას, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" მატას შენარჩუნება სურს, ამტკიცებს ის ეჭვიც, რომ "წითლებმა" სწორედ ესპანელი აირჩიეს საკუთარი ფორმის წარსადგენად.
ესპანელი "იუნაიტედის" ვარკსვლავთაგან ერთ-ერთი აღმოჩნდა, რომელმაც გუნდის ახალი ფორმა წარადგინა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, პრესა მიიჩნევს, რომ "წითლებს" ხუან მატას შენარჩუნება სურთ და თავად ესპანელიც აღარ განიხილავს ესპანეთში დაბრუნების შესაძლებლობას. "იუნაიტედი" ესპანელთან ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
წყარო:
Metro