თბილისი:
მანჩესტერი:
24-05-2019, 12:58
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1545,
კომენტარები: 6
"იუნაიტედს" მატას შენარჩუნება სურს
ესპანელთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.
ამ ზაფხულს "მანჩესტერ იუნაიტედში" დიდი წმენდა იგეგმება. ოლე გუნარ სოლსკიაერი გუნდის თავიდან აწყობას აპირებს. შედეგად, კლუბი უკვე დატოვეს ანტონიო ვალენსიამ და ანდერ ერერამ. დიდი ალბათობით, მათ გზას გაუყვებიან მარკუს როხო, ალექსის სანჩესიცა და რომელუ ლუკაკუც.

ანდერ ერერასთან ერთად, კონტრაქტი ეწურება ხუან მატასაც. ესპანელი კლუბთან ივნისის ბოლომდეა დაკავშირებული, თუმცა მისით სხვადასხვა კლუბები ჯერ კიდევ იანვრიდან მოყოლებული ინტერესდებიან.

როგორც პრესა იტყობინება, "იუნაიტედს" ძალიან სურს ახალგაზრდა ნახევარცმველის შენარჩუნება და მის აგენტთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. იმას, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" მატას შენარჩუნება სურს, ამტკიცებს ის ეჭვიც, რომ "წითლებმა" სწორედ ესპანელი აირჩიეს საკუთარი ფორმის წარსადგენად.

"იუნაიტედს" მატას შენარჩუნება სურს

ესპანელი "იუნაიტედის" ვარკსვლავთაგან ერთ-ერთი აღმოჩნდა, რომელმაც გუნდის ახალი ფორმა წარადგინა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, პრესა მიიჩნევს, რომ "წითლებს" ხუან მატას შენარჩუნება სურთ და თავად ესპანელიც აღარ განიხილავს ესპანეთში დაბრუნების შესაძლებლობას. "იუნაიტედი" ესპანელთან ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს.


წყარო: Metro
ჭორები, ტრანსფერები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Malboro463
24 მაი 2019 13:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
არ უნდა მოუსმინოს ვინმეს უეჭველი უნდა წავიდეს მამჩესტერიდან თორე სკამიდან ტრაკს არ აწევინებს ეს კვერცხი. ლინგარდს 90 წუთი მოედანზე არბენინებს და ამას სკამზე დაამჟავებს
0
№2
ავტორი: datasta25
24 მაი 2019 14:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
არც ლინგარდი და არც მატა მომავალ წელს ძირითადი არუნდა იყოს და თუ რომელიმე იქნება ძირითადში ესეიგი საშინელი სატრანსფერო პოლიტიკა გვქონია ზაფხულში და ეგაა
0
№3
24 მაი 2019 14:49
  • სიახლეები: 18
  • კომენტარები: 181
ერერა გაუშვეს... მატასაც უშვებენ... და უნიჭო ეშლი იანგი, გუნდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი და ამასთანავე ყველაზე უსარგებლო ფეხბურთელი ალექსის სანჩესი, უუუუ კრეატიულესი და უუუუუ უუუუ ლინგარდი და გაუვალი მცველი მატეო დარმიანი გუნდშია... აი :@@@@ მალე გაყარონ მაშინ ესენიც, თორემ უკვე ნერვები აღარ მაქვს. ტფუი ტფუი და კიდევ ტტფფუუიი...
0
№4
ავტორი: ikeoni
24 მაი 2019 15:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
მატა დარჩება იმედია
0
№5
ავტორი: GIOMU
26 მაი 2019 01:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
"როგორც პრესა იტყობინება, "იუნაიტედს" ძალიან სურს ახალგაზრდა ნახევარცმველის შენარჩუნება" ახალგაზრდა?
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
26 მაი 2019 22:21
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
დარჩება ალბათ ერთი წელი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top