თბილისი:
მანჩესტერი:
24-05-2019, 12:36
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1453,
კომენტარები: 4
"პატიებას ვერაფრის გამო მოვითხოვთ"
ოლე გუნარი წინასასეზონო სამზადისის მოლოდინში.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მწრთვნელა ოლე გუნარ სოლსკიაერმა განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის 2019/20 წლების სეზონის დაწყებას.

თუმცა მანამდე ოლეს ცხელი ზაფხული ელის და ნორვეგიელის განცხადებით, მისთვის წინასასეზონო სამზადისიც ძალიან საინტერესო და ამაღელვებელია, რადგან ფიქრობს, რომ ეს გუნდზე დიდ გავლენას მოახდენს.

"მე აქ უკვე ხუთ თვეზე მეტი დავყავი, მაგრამ ხანდახან ენერგია სწორედ მაშინ გემატება, როცა პრობლემა უშუალოდ შენ გეხება და გინდა, რომ გამოასწორო."

"მეტი ენერგია გაქვს, რადგან ერთი სული გაქვს, რომ დაბრუნდე, როგორც უკეთესი გუნდი და როგორც უკეთესი მწრთვნელი, რათა ფეხბურთელებს გაუმჯობესებასა და უკეთ თამაშში დაეხმარო. ძალიან სასიამოვნოა გამარჯვება, არ მინდა, რომ არასწორად გაიგოთ ჩემი ნათქვამი. მაგრამ როდესაც ისეთი სეზონი გაქვს, როგორიც ჩვენ გვქონდა, ვფიქრობ, რომ ყველას კლავს სურვილი იმის დანახების, თუ რა შეუძლიათ, რადგან ისინი ამაყი ფეხბურთელები არიან და მათ ამაყი მწრთვნელები ჰყავთ."

"გასული სეზონის შესახებ ვერ დავივიწყებთ. ჩვენი შეცდომებიდან უნდა ვისწავლოთ და უფრო მეტი ისწავლო იქიდან, რაც სწორად გააკეთე. პირველი ივლისიც მოვა და ჩვენ მზად ვიქნებით, პატიებას ვერაფრის გამო მოვითხოვთ."

"ყველამ კარგად იცის, რომ ფეხბურთში შესვენება არ არსებობს. ამაზე ყოველთვის ფიქრობ. მართალია, რომ ახლა სახლში დავბრუნდი და წესით ოჯახთან ერთად უნდა ვისვენებდე, მაგრამ ყოველ წუთს მაინც თამაშებზე ვფიქრობ და ყველაფრის გაანალიზებას ვცდილობ. რა გავაკეთეთ არასწორად, რა გავაკეთედ სწორად."

"ესეთი ვარ. ეს მმატებს ენერგიას, ფეხბურთელებთან ერთად მუშაობა და იმაზე ფიქრი, თუ როგორ გავაუმჯობესო ისინი დამთლიანად გუნდი, თუ როგორ ვიყოთ მზად მომავალი სეზონისთვის. სწორედ ეს არის ჩვენი ცხოვრების სტილი და ისიც, რასაც ვაკეთებთ. მაგრამ, რა თქმა უნდა, სხვა რამეებისგან ნამდვილად ვისვენებ. სახლში ყოფნა ჩემთვის მოდუნებას და რელაქსაციას ნიშნავს."

"მაგრამ არ მინდა, რომ ამ სამყაროს მთლიანად გამოვეთიშო. შემიძლია, რომ ხანდახან ტელეფონით გავთიშო, მაგრამ ტვინის გამოთიშვას არ ვაპირებ. შესაძლოა, რომ გავიდეს ერთი ან მაქსიმუმ ორი დღე ამაზე დაუფიქრებლად, რა თქმა უნდა, ეს ბუნებრივია. მაგრამ ძირითადად გამუდმებით ამ ყველაფერზე ვფიქრობ,"
- განაცხადა ოლე გუნარ სოლსკიაერმა.


წყარო: ManUtd.com
ინტერვიუები
4 კომენტარი
№1
ავტორი: datasta25
24 მაი 2019 13:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
მიდი ოლე რა, მიდი გაგვაოცე საზოგადოება wink wink am love
1
№2
ავტორი: mishiko1
24 მაი 2019 19:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 228
შენ რომ სია გადაეცი ვუდვორდს იმით კი მიაღწევ წარმადებას, ვინმე ნორმალური იყიდეთ თქვე წუწურაქებო.
0
№3
ავტორი: GIOMU
26 მაი 2019 01:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
გენიოსი არ მგონიხარ და იქნებ იმდენი მაინც გეყოს ჭკუა რომ მიხვდე ტრანსფერებია გუნდის ხსნა, თუ ტაქტიკოსი არ ხარ დიდი სწორი და კარგი მაღალი დონის ფეხბურთელები შეეცდებიან ამის გადაფრვას. იმედია ფერგივით არ მოინდომებ და 18 19 წლის ბავშვებით არ დაიწყებ რაღაც ტაქტიკების ხაზვას. ამას გამოცდილება უნდა ძალიან დიდი და ეს კიდე არ გაქვს, სანამ შეიძენ კიდე მანამდე დაგემშვიდობებნია კიდეც... ტრანსფერები ტრანსფერები ტრანსფერები და მერე დრთა განამვლობაში მოვა ყველაფერი.
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
26 მაი 2019 22:23
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
შემდეგ სეზნოში თუ არაფერი გამოსწორდა მერე მართლა საბოდიშოდ იქნება საქმე
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top