თბილისი:
მანჩესტერი:
23-05-2019, 19:08
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2245,
კომენტარები: 11
რა შედეგით დასრულდა პირველი მცდელობა
"იუნაიტედი" დე ლიხტს არ ეშვება.
რა შედეგით დასრულდა პირველი მცდელობა
"მანჩესტერ იუნაიტედი" დიდი ხანია, რაც "აიაქსის" ვარსკვლავის მათიას დე ლიხტის შეძენას ცდილობს.

როგორც "Metro" აცხადებს, დე ლიხტმა "იუნაიტედის" პირველ შეთავაზებაზე უარი განაცხადა. "აიაქსის" მცველს "წითლები" სეზონში 14 მილიონ ევროს, ანუ 12,3 მილიონ ფუნს სთავაზობდნენ.

თუმცა "იუნაიტედი" დანებებას არ აპირებს. "წითლებმა" ორი კვირის წინ ახალი შეთავახება გაამზადეს და დე ლიხტს სულ მალე გაუმჯობესებულ კონტრაქტს შესთავაზებენ.

ოლე გუნარმა არაერთხელ განაცხადა, რომ დაცვის ხაზს სერიოზული პრობლემა აქვს და მას გაძლიერება სჭირდება. დე ლიხტი კი შესანიშნავი ვარიანტია "წითლების" პრობლემის მოსაგვარებლად.

გამომდინარე იქიდან, რომ "იუნაიტედი" მზადაა დე ლიხტი ნებისმიერ ფასად გადაიბიროს, ახალგაზრდა მცველს "ოლდ ტრაფორდზე" სულ მალე იხილავთ.


წყარო: M.E.N.
ჭორები, ტრანსფერები
11 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
23 მაი 2019 19:22
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
არ მგონია რო აქ წამოვიდეს
0
№2
ავტორი: datasta25
23 მაი 2019 19:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
კაროჩე რა უკვე ტვინი გაიღუნა რა

ვეღარ გავიგე ვის ყიდულობენ და ვის არა

ერთგან წერია დელიხტს არ ნებდებიანო მეორეგან სულშერის მიზანი მაგუაერიაო მესამეგან კულიბალისთვის უფრო მეტს შესთავაზებენ ლიონსო,

ესეთი დაულაგებელი სატრანსფერო პოლიტიკა იმენა არ მახსენდება იუნაიტედში,

მარა ყველაზე მეტად გული დამწყდება მბაპე რო რეალში წავიდეს, აი ძაან დამწყდება, როგორც მესიმ და რონალდუმ გადაიტეხეს მუხლზე მთელი მსოფლიო ეგრე იქნება მბაპეც სულ მალე, თანირგვლივ შემოუკრიბავენ ტოპ ფეხბურთელებს და ვსო მერე უყურე კიდე ზედიზეც როგორ იგებს ჩემპიონთა ლიგას, იტოგში მართლა სხვა განზომილებაა ბარსა რეალი და მერე მოდიან დანარჩენი გუნდები რა, სხვანაირად ამენეჯმენტებენ ფეხბურთს, ინგლისელებს ოღონდ ერთმანეთი დააჭმევინე და დაახოცინე და მეტი არაფერი არუნდათ.

მე პირადად ეხლა მირჩევნია მანჩესტერმა 250 გადაიხადოს მპაბეში და ერთი ტოპ მცველი მოიყვანოს, და ნელ ნელა ყოველ ფანჯარაზე უმატოს ტრანსფერებს, ვიდრე დანიელ ჯეიმსები ვიყიდოთ და გვაწოვოს ყველა ტოპ კლუბმა, მარა მე რაც მინდა პარალელურ სამყაროშიც არ ხდება, არადა მბაპე რაშფორდი ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე სწრაფი შეტევის ხაზი იქნებოდა ალბათ :((
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
23 მაი 2019 19:50
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
თეორიულად ყველას ყიდულობენ, პრაქტიკულად ვერავის.
1
№4
ავტორი: ikeoni
23 მაი 2019 20:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
მოიყვანეთ რა ეს ბიჭი მოიუვანეთ
0
№5
23 მაი 2019 20:16
  • სიახლეები: 18
  • კომენტარები: 181
ბარსელონას კაცი არისო ამბობენ... ნუ, თუ სიმართლეა ძალიან მაგარი იქნება ^^
0
№6
ავტორი: PaLoMo
23 მაი 2019 20:18
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
ბარსა დათანხმდება მის მოთხოვნებს და ეგაა.ძირითადს ითხოვს მუდმივს და მაგის გამო არ გაუშვებს ხელიდან ბარსელონა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№7
23 მაი 2019 20:23
  • სიახლეები: 18
  • კომენტარები: 181
ციტატა: PaLoMo
ბარსა დათანხმდება მის მოთხოვნებს და ეგაა.ძირითადს ითხოვს მუდმივს და მაგის გამო არ გაუშვებს ხელიდან ბარსელონა

ნუ, ხო ბარსას უკავშირებენ, მაგრამ მიჩნდება ერთი კითხვა... პიკეს ამოაგდებენ თუ უმტიტს?... დარწმუნებული ვარ პიკე შეუცვლელი იქნება, კიდევ მინიმუმ 1 სეზონი... თუკი ეს მოხდა, მაშინ უმტიტს აღარ ექნება სათამაშო დრო და მაგაზე უნდა ვიჩალიჩოთ. უმტიტის ტრანსფერსაც მივესალმები, ეგეც ძალიან მაგარი იქნება.
0
№8
ავტორი: Dato kutaisi
23 მაი 2019 22:10
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ახლა დაიწერა 75 მლნ ზე მეტს ბარსამ არ გადავიხდითო და გაიღვიძონ ამ ჩემისებმა და რაიოლა ჩართონ საქმეში
0
№9
ავტორი: f.c.mu
23 მაი 2019 23:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 374
რაც მთავარია არ ეშვებიან და ცდას არ აკელებენ, ოლე თავის სიტყვას ასრულებს, ფაქტია რომ ცდილობს, კულიბალიზე 110 მილიონი დაბკოლეს მეტი რაღა ცენზურა უნდოდათ ვერ გავიგე.

რაბიოც იქნებ გაიჩარხოს რა
----------------------------------------------------------------------------
0
№10
ავტორი: GIOMU
26 მაი 2019 01:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
თუ 4 5 კაცი მინიმუმ არ დავიმატეთ წელს. იგივე ****ბის თამასშ დაიწყებენ ესენიც რასაც ყველა სხვა...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top