მას შემდეგ, რაც გუნდი ანტონიო კონტემ ჩაიბარა, "ინტერი" "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდით რომელუ ლუკაკუთი დაინტერესდა.
კონტემ ლუკაკუს შეძენა ჯერ კიდევ 2017 წლის ზაფხულში სცადა, მაშინ როცა ის ჯერ კიდევ "სტემფორდ ბრიჯზე" მუშაობდა. თუმცა ბელგიელის შეძენა "იუნაიტედმა" შეძლო.
"იუნაიტედში" ლუკაკუმ 96 მატჩი ჩაატარა და საერთო ჯამში 42 გოლის გატანა მოახერხა, თუმცა ბოლო რვა თამაშია მისი კარიერა გოლების გარეშე მიდის.
გასულ თვეს ლუკაკუმ იტალიაში თამაშის სურვილი გამოთქვა. ბელგიელის თქმით, ეს მისთვის ოცნებასავითაა:
"იტალიაში თამაში ოცნებასავითაა, ნამდვილი ოცნებასავით. ვიმედოვნებ, რომ ადრე თუ გვიან ამას შევძლებ, თუმცა ახლა "იუნაიტედზე" ვარ კონცენტრირებული," - განაცხადა ლუკაკუმ.