"წითელი ეშმაკების" მეკარე ლი გრანტი აცხადებს, რომ "ოლდ ტრაფორდის" მთავარი ფიგურა ისევ ფორმაშია და როგორც ფეხბურთელი მეტოქისთვის ისევ საშიში ფიგურაა.
შეგახსენებთ, რომ "წითლების" ლეგენდები "ბაიერნთან" დასაპირისპირებლად ემზადებიან. "წითლები" ამ შეხვედრას დიდებული ფინალის 20 წლის იუბილეს აღსანიშნავად გამართავენ. "მე ახლა პირველად მქონდა შესაძლებლობა, რომ მენახა, თუ რისი გაკეთება შეუძლია ოლეს მოედანზე."
"ფეხბურთელები დარტყმებში ვვარჯიშობდით, როცა მწრთვნელი მოვიდა და თავადაც სცადა კარში დარტყმა, რის შემდეგაც გაოცებული დავრჩი."
"სიმართლე, რომ გითხრათ, ის ისევ ისეთი მომაკვდინებელია, როგორიც უწინ იყო. იგივე შეხება, იგივე ინსტიქტი. ის უბრალოდ გასაოცარია!"
"ყველაფერი შესანიშნავად გააკეთა და მოუთმენლად ველი მასთან შეხვედრას კვირას," - განაცხადა ლი გრანტმა.