თბილისი:
მანჩესტერი:
20-05-2019, 17:21
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1615,
კომენტარები: 14
ლუკაკუს აგენტის შეტყობინება "იუნაიტედს"
რომელუ ლუკაკუს მომავალი.
ლუკაკუს აგენტის შეტყობინება
ოლე გუნარ სოლსკიაერმა უკვე განაცხადა, რომ "იუნაიტედს" მაღალი დონის ფეხბურთელების გადაბირება არ გაუჭირდება, რადგან ეს კლუბი მსოფლიოში საუკეთესოა. იგივეს ფიქრობს რომელუ ლუკაკუს აგენტიც, რომელსაც სჯერა, რომ "იუნაიტედს" ჩემპიონთა ლიგის გარეშეც შეუძლია გასაოცარი სეზონის ჩატარება.

"ვფიქრობ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარა ძალიან მომგებიანი და წარმატებული იქნება."

"მისტერ ვუდვორდს ბევრი მუშაობა მოუწევს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ისინი უმაღლესი დონის ფეხბურთელების გადმობირებას შეძლებენ, რადგან ეს კლუბი ბრწყინვალეა და ის უბრალოდ საუკეთესოა მთელს მსოფლიოში."

ლუკაკუ შეიძლება, ერთ-ერთი აღმოჩნდეს, რომელიც "ოლდ ტრაფორდზე" დიდ წმენდას შეეწირება. ბელგიელის მომავალს იტალიას უკავშირებენ, თუმცა "იუნაიტედი" ფორვარდში 75 მილიონ ფუნტს ითხოვს.

"სერია ა-ში თამაში ნამდვილი ოცნებასავითაა. იმედი მაქვს, რომ ადრე თუ გვიან იტალიაში თამაშს შევძლებ, თუმცა ახლა მთლიანად "იუნაიტედზე" ვარ კონცენტრირებული,"
- აცხადებს რომელუ ლუკაკუ.


წყარო: Mirror
ინტერვიუები
14 კომენტარი
№1
ავტორი: stepno
20 მაი 2019 17:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4279
დამტკიცდა რომ ლუკაკუს ტიპის ფორვარდი არაა მანჩესტერის შესაფერისი :)) ეს კაცი აუცილებლად უნდა გაუშვან და იმედია სარფიანი გარიგებით მოახერხებენ ამას. მანჩესტერს ჭირდება უფრო მოძრავი და ჭკვიანი თავდამსხმელი რომელსაც ტექნიკურად წუნი არ ექნება და ბურთის მიღებაში და გაჩერებაში ყველა თამაშში პრობლემა არ შეექმნება.
3
№2
ავტორი: datonuc
20 მაი 2019 17:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 69
rage
0
№3
ავტორი: dybbuk
20 მაი 2019 18:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1247
აიხდინე მერე ოცნება და ჩვენც აგვიხდინე შენი წასვლით. მანიუს არასდროს არ ჰყოლია ესეთი მძიმე ფორვარდი, ცუდი ფეხბურთელიათქო არ ვამბობ, მაგრამ ამ გუნდს არ შეეფერება ჩემი აზრით.
1
№4
ავტორი: datasta25
20 მაი 2019 18:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 468
არარის ცუდი მოთამაშე ლუკაკუ, უბრალოდ ლუკაკუ ის ფეხბურთელია რომელზეც უნდა იმუშაოს მთელმა გუნმა, ყველა ბურთი ლუკაკუზე უნდა მიდიოდეს და აი რეშისგან განსხვავებით ძალიან მაგარი ფინიში აქვს, არარის ჩვენი სტილის და ამისთვისაც ჯობია წავიდეს, კონტე სადაც წავა იქუნდა მივიდეს, იდეალურად მოერგება კონტეს ტაქტიკას, ჩვენ გვინდა კაცი რომელიც ბურთს ფეხებში იჩერებს
0
№5
ავტორი: shotkin
20 მაი 2019 20:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2631
ესეთი მძიმე ფორვარდი მგონი არ გვყოლია აი ხო სადღაც სწრაფია და რამე მარა გასაღები არის ამის მოუქნელობაში ტიპი ზაან მოუქნელია აი ძაან და არასდროს დამავიწყდება სუპერ ტასზე ამის გაფუჭებული მომენტები რეალთან, აი ეგ იყო პიკი. გყვანდა იორკიც და კოულიც მოქნილები იყვნენ გვყავდა მძიმე და ლუკაკუზე 10 ჯერ ნელი ბერბატოვი მარა ამ ყველა ფეხბურთელს რაც ლუკაკუსგან განასხვავებს არის ფეხში ტექნიკა და ბურთთან მოპყრობა რაშიც ბელგიელი სამწუხაროდ ასევე ძალიან ცუდია და ნუ გამიხსენებთ 1-2 გავარდნა საგოლე გადაცემებს თუშეიძლება ))აქვს პლისები მარა მანცესტერის სტილის ფეხბურთელი ვერაა ნამდვილად, ზოგადად ეგეც ცალკე საკითხი და პრობლემაა კიდე რო ბოლო 6 წელში 80% ფეხბურთელების ვერ ამართლებენ და ამ პრობლემის ძიება სხვაგან მიგვიყვანს მარა ამ ეტაპზე ფაქტი ფაქტია და ვნახოთ რაიქნება
0
№6
ავტორი: ikeoni
20 მაი 2019 21:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7711
შენ პირს შაქარი
0
№7
ავტორი: JuanMata
20 მაი 2019 22:16
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 1960
ჩემთვის ძაან გაუგებარი ფეხბუთელია ლუკაკუ, საჯარიმოს ფორვარდი არაა, გახსნას აგვიანებს და გარკვევა უჭირს ხოლმე რა ხდება. უკან ან ფლანგზე უკეთესად თამაშობს, მაგრამ რაღაცნაირი მოუქნელია და ბურთებს კედელივით ისხლიტავს, თუ მიიღო ბურთი და წაიღო, შეიძლება რამე გამოუვიდეს, მაგრამ ძაან უჭირს ბურთის დაჭერა.

განსაკუთრებული შესრულებით არ გამოირჩევა, ძლიერი დარტყმა არ აქვს, თავზე საშუალო დონის მოთამაშეა, მიუხედავად გაბარიტებისა.

სანამ ჯერ კიდევ აქვს ფასი ჯობია გაყიდონ.
0
№8
ავტორი: zuranistelroy
21 მაი 2019 01:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 53
ბერბას ან ნისტელროისნაირი კლასნი ფორვარდი გვჭირდება.
0
№9
ავტორი: Old Red Devil
21 მაი 2019 10:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 141
იტალია გელოდება.
0
№10
ავტორი: ALEXFERGUSON
21 მაი 2019 11:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 812
რა ვერ გამიგია იცით? აგერ იოვიჩი იყო 60 მილიონად ხელმისაწვდომი. დელიხტი 70 მილიონად,ვან დე ბეკი 55 მილიონად,პეპე 60-70 მილიონად. ჩვენ ვაბშე ვინმეთი ვინტერესდებით? ჭორიც კი არ იწრება არავიზე. ესენი მართლა ზაჰას და კრისტალპალასის ფეხბურთელებით აპირებენ ფონს გასვლას??? აგერ ხამეს როდრიგესია ხელმისაწვდომი რეალმა ტრანსფერზე დააყენა, თუ დეჰეასტან ვერ თანხმდენიან,აგერ კეილორ ნავასი მიდის რეალიდან,იკარდია ხელმისაწვდომი,ინეტი ჩემ ფეხებს გავა ლიგაზე და თან იცით ინტერის და მისი დამოკიდებულება. აგერ გრიზმანის გამოსასწყიდი თანხა 105 მილიონია 1 ივნისიდან. რავი რომელი ერთი ჩამოვთვალო,რა სუონსის და პალასის და უიგანის ფეხბურთელები ბლინ კარგით რა. გუნდი ვართ თუ მოხუცთა თავშესაფარი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

19 აგვისტო 2019, 23:00
ვულვზი
იუნაიტედი
პრემიერ ლიგა
24 აგვისტო 2019, 18:00
იუნაიტედი
კრისტალ პალასი
პრემიერ ლიგა
31 აგვისტო 2019, 15:30
საუთჰემპტონი
იუნაიტედი
პრემიერ ლიგა
ვულვზი19 აგვისტო
კრისტალ პალასი24 აგვისტო
საუთჰემპტონი31 აგვისტო

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

11 აგვისტო 2019, 19:30
იუნაიტედი4
ჩელსი0
პრემიერ ლიგა
3 აგვისტო 2019, 20:30
იუნაიტედი2
მილანი2
საერთაშორისო ჩემპიონთა თასი
30 ივლისი 2019, 21:00
კრისტიანსუნი0
იუნაიტედი1
ამხანაგური მატჩი
ჩელსი11 აგვისტო
მილანი3 აგვისტო
კრისტიანსუნი30 ივლისი

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა
ვიდეო პორტალი
ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top