თბილისი:
მანჩესტერი:
20-05-2019, 16:41
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 889,
კომენტარები: 3
"სერ ალექსი "იუნაიტედის" ღმერთია"
ნიკი ბატი მატჩის წინ.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მწრთვნელი სერ ალექს ფერგიუსონი "ოლდ ტრაფორდზე" კვირა შუადღეს დაბრუნდება. სერ ალექსი კლუბს "ბაიერნ მიუნხენის" წინააღმდეგ გაწრთვნის.

სერ ალექსის ბიჭებიდან ბევრი ვარსკვლავი მოედანზე ისევ დაბრუნდება. საღამოს შემსული თანხები კი მთლიანად "მანჩესტერ იუნაიტედის" საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება.

"სერ ალექსი ამ კლუბის ღმერთია. იმას, რასაც მან მიაღწია ვერასდროს ვერავინ მიაღწევს. მან ძალიან დიდი ხანი დაჰყო "ოლდ ტრაფორდზე" და თანაც დიდი რაოდენობის ტიტულები მოიგო."

"დიდებულია, რომ ის "ოლდ ტრაფორდზე" მწრთვნელის რანგში ბრუნდება. "ოცნების თეატრში" ნამდვილი ზეიმი გველის,"
- აცხადებს "იუნაიტედის" ლეგენდა ნიკი ბატი.

"ის, რაც მან შეგვძინა არა მარტო როგორც ფეხბურთელებს, არამედ როგორც ადამიანებს უბრალოდ შეუფასებელია."

"ფეხბურთის მხრივ მან ჩვენ უამრავი შანსი მოგვცა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ვარსკვლავებად გვაქცია, მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნე, მან ჩვენ როგორც ადამიანებსაც ძალიან ბევრი რამ შეგვძინა. გაცილებით უფრო შრომისუნარიანები, ვნებიანები გავხდით. კაცებად გვაქცია და ეს ფეხბურთი ბოლომდე შეგვაყვარა."

"დააკვირდით, გადახედეთ მისმა რამდენმა მოთამაშემ დაუკავშირა მისი ცხოვრება ფეხბურთს სამუდამოდ. შეხედეთ, როგორ ყალიბდებიან ისინი დიდებულ მწრთვნელებად."

"ძალიან სასიამოვნო იქნება ბიჭებთან შეხვედრა. ბევრს ვიცინებთ, ძველ დროს გავიხსენებთ და ჩვენი ცხოვრების საუკეთესო წლებსა და მომენტებს გავიხსენებთ."

"ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ამ დღით ჩვენ "მანჩესტერ იუნაიტედის საქველმოქმედო ფონდს" დავეხმარებით და ყველა ვიქნებით ამაში ჩართულები,"
- დაასრულა ბატმა.


წყარო: ManUtd.com
ინტერვიუები
3 კომენტარი
№1
ავტორი: stepno
20 მაი 2019 17:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4259
ეეხ რა დრო იყოო :((
0
№2
ავტორი: ikeoni
20 მაი 2019 21:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7597
ფერგიი❤️
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
21 მაი 2019 20:18
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 7663
საინტერესო მატჩი იქნნება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

20 ივლისი 2019, 15:30
იუნაიტედი
ინტერი
საერთაშორისო ჩემპიონთა თასი
25 ივლისი 2019, 15:30
ტოტენჰემი
იუნაიტედი
საერთაშორისო ჩემპიონთა თასი
30 ივლისი 2019, 22:00
კრისტიანსუნი
იუნაიტედი
ამხანაგური მატჩი
ინტერი20 ივლისი
ტოტენჰემი25 ივლისი
კრისტიანსუნი30 ივლისი

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

17 ივლისი 2019, 15:00
იუნაიტედი4
ლიდსი0
ამხანაგური მატჩი
13 ივლისი 2019, 15:00
იუნაიტედი2
პერტ გლორი0
ამხანაგური მატჩი
12 მაისი 2019, 18:00
იუნაიტედი0
კარდიფი2
პრემიერ ლიგა
ლიდსი17 ივლისი
პერტ გლორი13 ივლისი
კარდიფი12 მაისი

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა
ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top